Caswell Massey
კომპანია Caswell Massey დაარსდა ნიუპორტში, როდ-აილენდის შტატში 1752 წელს დოქტორ უილიამ ჰანტერის
მიერ. ის იყენებდა საუკეთესო ინგრედიენტებს თავისი წამლების პრეპარატებისა და წარჩინებული
პერსონების პირადი ჰიგიენის საშუალებების დასამზადებლად. მის შემდეგ უილიამ ჰანტერის საკუთრების უფლება გადაეცა
მოწაფეებს. დაარსებისთანავე კომპანიამ
მიიპყრო ამერიკის ელიტის ყურადღება მაღალხარისხოვანი პროდუქციის მეშვეობით: საპონი,
გელი, ლოსიონი, კრემი, სუნამო და აქსესუარები.
მისი ამჟამინდელი სახელი Caswell Massey კომპანიამ მიიღო 1876 წელს, როცა მისი მფლობელი ჯონ როუზ კესველი გახდა
ნიუ იორკელი ბიზნესმენის უილიამ მესსის პარტნიორი. დღესდღეობით Caswell Massey არ ჰღალატობს თავის ტრადიციებს და აწარმოებს პირადი ჰიგიენის მოვლისა
და აქსესუარების მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო
პროდუქციას.

No comments:
Post a Comment