დაიბანეთ თავი კარგი ხარისხის შამპუნით
ბევრი ფიქრობს, რომ თავის ძალიან ხშირად დაბანა თმას აშრობს, აცილებს ბუნებრივ ცხიმს და აზიანებს მას. გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ხარისხის შამპუნი მაქსიმუმ ორ დღეში ერთხელ. ზოგი ადამიან კვირაში ორჯერ ამჯობინებს თავის დაბანას.სცადეთ შამპუნი სულფატებისა და პარაბენის გარეშე. სულფატი ის ქიმიური ნივთიერებებია, რაც შამპუნს აქაფებს. პარაბენი კი თვალებს აღიზიანებს, ხოლო მისი ხანგრძლივად გამოყენება უკვე თვალის პრობლემებს იწვევს. შეეცადეთ შეიძინოთ შამპუნი ბუნებრივი გამწმენდი კომპონენტებით.
გამოიყენეთ მხოლოდ ის შამპუნი, რომელიც შეესაბამება თქვენს თმას:
ხვეულ და უხეშ თმას სჭირდება დამარბილებელი შამპუნი, რომელიც ასევე ალაგებს და ათვინიერებს თმას.
სწორი და ცხიმიანი თმისთვის უნდა იხმაროთ ნაზი შამპუნი ყოველდღიური მოხმარებიბსთვის.
შეღებილი ან ქიმიურად დამუშავებული თმისთვის საუკეთესოა ამინომჟავებით გამდიდრებული შამპუნი, რადგან თქვენს თმებს ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება
მშრალი თმისთვის მხოლოდ გლიცერინითა და კოლაგენით გამდიდრებული შამპუნი გამოიყენეთ
არ დაივარცხნოთ ძალიან ხშირად
საუცხოო თმების პატრონების კიდევ ერთი საიდუმლო იმაშა, რომ ისინი თმას არ ივარცხნიან ძალიან ხშირად. ბევრი ქალბატონი (და ბატონი) უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივი ბოჭკოებით დამზადებულ სავარცხელს და იყენებენ შხაპის შემდეგ, მხოლოდ ერთი ჩამოვარცხნით.
დავარცხნა ხელს უწყობს თმის ფოლიკულებიდან ამოვარცნას, დაყოფილი ბოლოების წარმოქმნას და სკალპის გაღიზიანებას. ძველი თქმულება, რომ თმის 100–ჯერ ჩამოვარცხნა თმის ზრდას იწვევს, მცდარი აღმოჩნდა.
გამოიყენეთ თქვენი თმის ტიპის, სიგრძის და მდგომარეობის შესაბამისი კონდიციონერი
გამოიყენეთ კონდიციონერი თმის ყოველი შამპუნირების შემდეგ, თუმცა ქიმიურად დამუშავებულ და დაზიანებულ თმას უფრო მეტი მოვლა სჭირდება.
ღრმად კონდიცირება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ. შეიძინეთ მხოლოდ კარგი ხარისხის პროდუქცია. მარწყვინეტზე ორიგინალი ბრენდის პროდუქცია იყიდება ფასდაკლებით, თან უფასოდ გზავნიან.
თხელი თმისთვის გამოიყენეთ მცენარეული ზეთის საშუალება შამპუნის წასმამდე. შემდეგ შამპუნის გამოყენებით ჩამოიბანეთ და წაისვით კონდიციონერი თმის ღერის შუა მონაკვეთებიდან ბოლოებამდე. 1–2 წუთის შემდეგ დაიბანეთ.
საშუალო და სქელი თმისთვის შეიძინეთ მსუბუქი კონდიციონერი, დამატენიანებელი ბუნებრივი ჰიდრატორებით. წაისვით თმაზე და 2–3 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ფრთხილად გამოიყენეთ პროდუქცია ძალიან ბევრი პროტეინით. ამან შეიძლება თქვენი თმა ზედმეტად ცხიმიანი გახადოს. პროტეინები ჯანსაღი თმის აუცილებელი პირობაა, თუმცა უმჯობესია შეიძინოთ კონდიციონერები დაბალანსებული ინგრედიენტებით.
აბურდული თმის დამმორჩილებელი შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით, რადგან მისი ხშირი გამოყენება თმას მოადუნებს და დააზიანებს.
ასევე:
- თმის ბუნებრივად გაშრობა ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას
- დაყოფილი ბოლოების თავიდან ასაცილებლად თქვენით შეიჭერით თმა, ნახევარი ან ერთი სანტიმეტრით შეჭრა 6–8 კვირაში აგარიდებთ ამ პრობლემას;
- შეეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ თმის მამოდელირებელი საშუალებები, როგორიცაა თმის დამხვევი მოწყობილობები, თმის უთო;
- იკვებეთ ჯანმრთელად, ყოველ დღე მიიღეთ საჭირო ვიტამინები;
- და ბოლოს: თავი აარიდეთ სტრესს. გარდა სულიერი მდგომარეობისა, ეს ძალიან ცუდად აისახება თმებზეც.
No comments:
Post a Comment