Bottega Veneta

Bottega Veneta არის იტალიური ფუფუნების ნივთების მოდის სახლი, რომელიც ცნობილია თავისი ტყავის ნაწარმი. დაარსდა 1966 წელს, ხოლო 2001 წელს შეიძინა Gucci ჯგუფმა და ახლა ნაწილი ფრანგული მრავალეროვნული ჯგუფის Kering-ის ნაწილია. Bottega Veneta-ს სათაო ოფისი მდებარეობს Vicenza-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. Bottega Veneta-ს სლოგანია "როდესაც საკუთარი ინიციალები საკმარისია“.

7 ნაბიჯი ახალგაზრდა კანისკენ


არასოდეს არის გვიანი ზრუნვა ასაკობრივი ნიშნების შესამცირებლად. დაიწყეთ ახლა!

აუცილებლად უნდა იცოდეთ კანის მოვლის შემდეგი წესები

როგორ გავაჯანსაღოთ მშრალი თმა

ებრძვით მშრალ, პოროვან და ბლანტ თმას და გსურთ გქონდეთ ჯანსაღი, მბზინავი და აბრეშუმისებრი კულულები?
შეასრულეთ ეს რჩევები და უსწრაფესად მიიღებთ სასურველ შედეგს!

ცხიმიანი კანი: 8 საშუალება იმისათვის, რომ მაკიაჟი გამძლე გავხადოთ

მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, არ უნდა თქვათ უარი და თავი არ უნდა შეიკავოთ მაკიაჟისგან. ამისათვის, უბრალოდ უნდა იცოდეთ რა მუშაობს კარგად თქვენი ტიპის კანზე.

თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, ეს რვა იდეა მაკიაჟის სპეციალისტისა და დერმატოლოგისგან, ნამდვილად გამოგადგებათ, რადგანაც ამ საკითხისადმი პროფესიონალური მიდგომაა.


როგორ გავიკეთოთ უნაკლო მაკიაჟი

გაინტერესებთ, თუ როგორ მიანიჭოთ თქვენს სახეს სრულყოფილი იერი? რამდენიმე ხრიკი ნამდვილად დაგეხმარებათ ამაში!

თაფლის 12 საოცარი სასარგებლო თვისება



1. აკნე

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები აკნეს შესანიშნავ გამწმენდად ხდის. წაისვით ცოტაოდენი სუფთა თაფლი პრობლემატურ ადგილებზე და ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.

აუცილებელი და საიდუმლო რჩევები შესანიშნავი თვალებისათვის


როგორ დავაღწიოთ თავი ძირითად ყავისფერს
თვალის ღია ფერის მკვეთრი მაკიაჟი შესანიშნავად გამოიყურება ჟურნალში, მაგრამ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფერები? ღია ფერების შერწყმა ნეიტრალურ ფერებთან, რომლებიც უკვე გაქვთ ნამდვილად არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. თავდაპირველად წაისვით მსუბუქი  ბაზა ქუთუთოების ქვეშ, ხოლო მბზინავი ფერი წაისვით თვალის ნაკეცებში. ღამის განათებისთვის თქვენი ძირითადი შავი ან ყავისფერი ლაინერი შეცვალეთ ფერადი ფანქრით.

10 რჩევა იმისათვის, რომ 5 წლით ახალგაზრულად გამოიყურებოდეთ


ყველას სურს ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს...
დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ კანის გაახალგაზრდავება კი შესაძლებელია
კანის სწორი მოვლითა და სათანადოდ შერჩეული მაკიაჟის ტექნიკით.
გთავაზობთ კანის მოვლის რეგულარული რუტინის იდეებსა და მაკიაჟის რჩევებს, იმისათვის რომ  ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ:

ბალენსიაგა

ბალენსიაგა  — ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოტანა. კრისტიან დიორმა კი ბალენსიაგასოსტატთა ოსტატიუწოდა. მისი გაბერილი ქვედაბოლოები და უცნაური, ქალური, მაგრამ ულტრა-მოდური ფორმები იქცა ბალენსიაგას მოდის სახლის საფირმო ნიშნად. ბალენსიაგას მოდის სახლის  მფლობელი ამჟამად არის ფრანგული მულტი-ნაციონალური კომპანია კერინგი, ხოლო მისი ამჟამინდელი კრეატიული დირექტორია ალექსანდრე უონგი.
ქრისტობალ ბალემსიაგამ თავისი პირველი ბუტიკი სან-სებასტიანში, ესპნეთში გახსნა 1918 წელს. ბუტიკი მოგვიანებით გაფართოვდა თავისი ახალი ფილიალებით მადრიდსა და ბარსელონაში. ბალენსიაგას დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ესპანეთის სამეფო ოჯახსა და არისტოკრატიას ეცვა, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომმა ის აიძულა დაეხურა მაღაზიები და პარიზში გადასულიყო.



Dolce & Gabbana

დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა.

დრ. მურადის რჩევები


MURAD
სტრესი, ძილის ნალკებობა და ვარჯიში, კვება: ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თქვენი კანის ჯანმრთელობაზე. დოქტორი ჰოვარდ მურადი, Murad-ის  კანის მოვლის ბრენდის შემქმნელი გვიზიარებს 10 ნაბიჯს, კანის ჯანსაღი მდგომარეობის მისაღწევად.
მე, Murad-ის კანის მოვლის პროდუქტების დიდი ხნის მოყვარული ვარ -- განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის დამარბილებელი შრატის, რომელიც გადამეტების გარეშე თვალის დახამხამებაში აშორებს სიწითლეს. მე, როგორც წესი უხვად ვისვამ შრატს პილინგის შემდეგ DDF ბენზოილის პეროქსიდის  სქრაბთან  ერთად, რომელიც ჩემს კანს მჭიდროვებს და აჯანსაღებს (ფასი არც ისე დიდია, რადგან ის შესანიშნავად ისრუტავს პორების ჭუჭყსა და ცხიმს). Murad-ის კანის მოვლის მიდგომა მრავალმხრივია -  მიმართულია კანის პრობლემებისადმი და ჯანმრთელობისადმი კანის შიგნით მოქმედებით (როგორიცაა სწორი კვება და დამატება), ადგილობრივი მოვლით (შესაბამისი კანის მოვლის სქემები და პროფესიონალური მომსახურება) და ფსიქიკური მოვლა (სტრესის მართვა და ჯანსაღი კავშირის შენარჩუნება თქვენსა და თქვენს გარშემო). ამ ყველაფერს ნამდვილად აქვს აზრი: სტრესისას, ჩვენი სხეული უცნაურობებს სჩადის. სტრესი არსებობს ფიზიოლოგიურად ჩვენს ორგანიზმში, ისეთი უცნაურობების სახით, როგორიცაა ყელში ბუშტის გაჩხერვა და დიდი კვანძი კისერსა და წელში. ბუნებრივია, სტრესი მიმართულია კანისადმიც.
დრ. მურადმა შეაგროვა და გაგვიზიარა 10 ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ  თქვენი კანის კაშკაშს და სადღაც გზაზე, აღმოაჩენთ, რომ შესაბამისად თქვენი სხეული და გონებაც კი გასხივოსნებულია!
ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  „ ძილი ხელს უწყობს, რათა სხეულმა აღიდგინოს ყოველდღიური თავისუფალი რადიკალების დაზიანება ენერგიის, ახალი უჯრედებისა და დამაკავშირებელი ქსოვილის აღდგენით,“ამბობს დრ. მურადი. „რადგანაც ძილი იდეალური დროა კანის და აგრეთვე სხვა ორგანოების უჯრედოვანი განახლებისა და ზოგადად აღდგენისთვის, ცუდი ძილი აშკარად აისახება კანზე. „
დიახ, სახის მოვლის საშუალებები შეიძლება იყოს ძვირადღირებული, მაგრამ აქ ღირს  ფულის დახარჯვა: " კანის აღდგენა, გონების დასვენება და თქვენი კანის იერის გაუმჯობესება - ყოველივე ეს სახის კანის კარგი ხარისხის პროდუქტის გამოყენების შედეგია. სახის მოვლის საშუალებები კვებავს კანს მკვებავი ინგრედიენტებით, რომლებიც ასტიმულირებენ კანის გასხივოსნებულ იერს, „დრ. მურადი გვიზიარებს. ხოლო მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი საფულე თუ არ გაძლევთ ამის საშუალებას, მაშინ იხილეთ ნაბიჯი 10.

თუ სხეულის შესანარჩუნებლად ან კუნთის გასაძლიერებელად  ფიტნესზე თავდასხმა (ან სხვა რაიმე ვარჯიში სუფთა ჰაერზე) საკმარისი მიზეზი არ არის - ვარჯიში ეხმარება კანსაც. „მოიფიქრეთ რაიმე სპორტული აქტივობა, რომელიც გსიამოვნებთ და შეუდეგით ვარჯიშს. რეგულარული ვარჯიში კვებავს კანს ოქსიჯენით, ხოლო ოფლს გამოაქვს ტოქსინები“.
სანამ პირში გაიქანებთ მაკარონს, გაიხსენეთ ეს: „საკვები ასაზრდოებს სხეულსა და გონებას, ხოლო როდესაც უსარგებლო საკვებს მივითმევთ, ეს აისახება კანზე. შეეცადეთ მიიღოთ საკვები, რომელიც გამდიდრებულია ანტი-ოქსიდანტებით, როგორიცაა ბროწეული, რომელიც ებრძვის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას,“ ამბობს ის.
ბევრისთვის ეს უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე გასაკეთებელი. მაგრამ, როგორც  დრ. მურადი მიუთითებს, თქვენი სამსახურეობრივი სტრესის პირად ცხოვრებაში გადატანა ნეგატიურად აისახება თქვენს კანზე. „მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შეხვდით მეგობრებს, ან უბრალოდ ის გააკეთეთ, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ; თქვენი გონებრივი, ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღე გააუმჯობესებს და აისახება თქვენს კანზე“.
დიახაც: კანის მოვლის საშუალებების სქემა შესამჩნევად ეხმარება კანის იერის გაუმჯობესებას. როგორც თქვენი დენტისტი გირჩევთ, რომ ყოველ დილით და ღამით უნდა გაიხეხოთ კბილები, ასევე უნდა დაიბანოთ სახე, რათა თქვენი კანი და პორები  გაათავისუფლოთ ჭუჭყისგან, ცხიმისგან და თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც  ჩნდება გღვიძავთ თუ გძინავთ.“ გვიხსნის ის.
 ჩვენ ყველამ ვიცით ეს, მაგრამ განა ვიქცევით ასე? „დაიცავით თქვენი კანი და შეინარჩუნეთ მისი ფერი საუკეთესო მზისგან დამცავებით UVA და UVB დაცვით ყოველდღიურად და თავიდან აიცილეთ კანის დაზიანება“, ამბობს ის.
მისი თვალსაზრისია: „მიიღეთ ყოველდღიური დიეტური დანამატი , რაც უზრუნველყოფს სხეულს მკვებავებით და კანის ფუნქციასა და სიკაშკაშეს ანიჭებს კანს“,  ამტკიცებს ის.
 #5-ის მსგავსად ესეც უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე გასაკეთებელი. როგორც დრ. მურადი მიუთითებს ნებისმიერი აქტიურობა, რომელიც განიჭებთ  მიზანს, სიამოვნებას და ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს. „იმის გაკეთება, რაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, ამცირებს სტრესს, ქმნის პოზიტიურ თვით-სიკაშკაშეს და აერთიანებს ხალხს, საერთო ინტერესებით,“ ხსნის ის.“ასეთი აქტიურობებით დაკავება ყოველდღიურად, ხელს უწყობს განმარტოების სურვილს და შეგრძნებებს, რაც ფართოდ გავრცელებულია დღევანდელ აჩქარებული რიტმის საზოგადოებაში.“
მე მუდმივად  ვნადირობ კარგი პილინგის საშუალებაზე;  ჩემი თავის  განებივრება კვირაში ერთხელ არის სტრესის მომხსნელი ჩემთვის. და, ეს აშკარად გზაა  თქვენი კანის ბზინვარებისაკენ: „ჩაიტარეთ კვირაში რამდენჯერმე კანის მკვებავი ნიღბის ან პილინგის პროცედურა, როგორიცაა Intensive-C Radiance Peel(ინტენსიური-C მბზინავი პილინგი)," ამბობს დრ. მურადი. "შეიძინეთ ერთი, რომელსაც აქვს უამრავი ანტიოქსიდანტი თავისუფალი რადიკალებისაგან საბრძოლველად. ეს არის გზა კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად  თქვენი  სახის მკურნალობისა და თქვენი ყოველკვირეული კანის რუტინას შორის. "

ახლა კი გადით გარეთ და დაიწყეთ კაშკაში!
STAY BEAUTIFUL WITH STRAWBERRYNET