დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა.
1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა. პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა. 2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2006 წელს დოლჩე და გაბანამ შექმნა პირველი სუნამო Rose the one, ხოლო 2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.
დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე. კომპანია აგრეთვე ვაჭრობს შემდეგი პროდუქციით: საცურაო კონსტჲუმებით, ქვედა საცვლებით, მხედველობის სათვალით, მზის სათვალით, სუნამოებით,საფულეებით.
დ&გ ჯუნიორი მოდის სახლის განსხვავებული ხაზია და ორიენტირებულია მხოლოდ 11 წლამდე ბავშვების ტანისამოსის შექმნაზე, რომელიც სეზონების მიხედვით არის წარმოდგენილი როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.
საინტერესო და კურიოზული ფაქტები კომპანიის ისტორიიდან
• მადონასთვის მათ რეკორდულად მოკლე დროში შექმნეს უდიდესი კოლექცია - 1500 კოსტჲუმი სულ რაღაც ორ თვეში და თანაც ხელით. აქვე უნდა ითქვას, რომ კონტრაქტში ანაზღაურების თანხა არც კი ყოფილა მითითებული. დიზაინერებმა თითქმის უფასოდ შექმნეს მშვენიერი კოლექცია. ”შესაძლოა ჩვენი შრომის ღირებულებაზე იმიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია იმდენი გვაქვს გამომუშავებული, რის გახარჯვას ვერც კი შევძლებთ”-აცხადებენ დოლჩე და გაბანა.
• მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მსოფლიო მოდის ინდუსტრია.
• 1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.
1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა. პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა. 2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2006 წელს დოლჩე და გაბანამ შექმნა პირველი სუნამო Rose the one, ხოლო 2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.
დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე. კომპანია აგრეთვე ვაჭრობს შემდეგი პროდუქციით: საცურაო კონსტჲუმებით, ქვედა საცვლებით, მხედველობის სათვალით, მზის სათვალით, სუნამოებით,საფულეებით.
დ&გ ჯუნიორი მოდის სახლის განსხვავებული ხაზია და ორიენტირებულია მხოლოდ 11 წლამდე ბავშვების ტანისამოსის შექმნაზე, რომელიც სეზონების მიხედვით არის წარმოდგენილი როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.
საინტერესო და კურიოზული ფაქტები კომპანიის ისტორიიდან
• მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მსოფლიო მოდის ინდუსტრია.
• 1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.
No comments:
Post a Comment