თაფლის 12 საოცარი სასარგებლო თვისება



1. აკნე

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები აკნეს შესანიშნავ გამწმენდად ხდის. წაისვით ცოტაოდენი სუფთა თაფლი პრობლემატურ ადგილებზე და ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.


2. ნაირევი

რადგანაც თაფლს აქვს გაუფერულების ეფექტი, მისი რეგულარული გამოყენება დაზიანებულ ადგილებზე მკვეთრად აქრობს ძველ ან ახალ ნაირევებს.

3. დამატენიანებელი

თაფლს აქვს მეტად დამარბილებელი, დამატენიანებელი თვისება. გამოიყენეთ სუფთა თაფლი სახის ნიღბად ცალკე ან სახის ნებისმიერი ნიღბის რეცეპტში მისი სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად მისაღებად.

4. თმის კონდიციონერი

თაფლის დამატენიანებელი და დამარბილებელი  თვისებები მას თმის არაჩვეულებრივ კონდიციონერად აქცევს. თაფლი აგრეთვე ხელს უწყობს თმის ბზინვას. შეურიეთ 1 ს/კ სუფთა თაფლი 2 ს/კ ექსტრა ზეთისხილს და ხელით კარგად და თანაბრად შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ 20-30 წუთის შემდეგ.

5. თმის გამაღიავებელი

თაფლს აქვს ბუნებრივი გამაღიავებელი ეფექტი, რაც ხელს უწყობს თმის ეფექტურად გაღიავებას. შეურიეთ 1 ს/კ სუფთა თაფლი 6 ს/კ გამოხდილ წყალს და წაისვით თმაზე. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს/კ დარიჩინის ფხვნილი, უფრო შთამბეჭდავი ეფექტისათვის.

6. თმის მოსაშორებელი

თაფლი და ლიმონის წვენი შერეული და შაქართან ხელს უწყობს ტანის ჭარბი თმის მოშორებას. შეურიეთ 1 ს/კ სუფთა აფლი 3 ს/კ ყავისფერ შაქარს და 3 ს/კ ლიმონის წვენს. გააცხელეთ ნაზავი მიკროღუმელში (ან ღუმელში)ადუღებამდე და გაყავისფრებამდე. გააგრილეთ.  ხის ჯოხით წაისვით კანზე. დაიკარით ქსოვილი იმ ადგილზე, სადაც ეს მასა წაისვით და დაიწილეთ, სანამ არ გათბება, რათა მასა მიეწებოს მას. ნაზად აახიეთ ქსოვილი თმის ზრდიდ საწინააღმდეგო მიმართულებით.

7. დაბერების საწინააღმდეგო

თაფლი გამდიდრებულია ანტი-ოქსიდანტებით. ერთი ჩაის კოვზი თაფლი დღეში ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. შეაყოვნეთ დაბერების პროცესი თაფლის ყოველდღიური მიღებით. შეგიძლიათ წაისვათ თაფლი სახეზე ნაოჭების და სხვა ასაკობრივი ნიშნების შესამცირებლად. 


8. ტუჩის სქრაბი

თაფლი ტუჩის შესანიშნავ სქრაბადაც გამოდგება. თუ გსურთ ტუჩების დარბილება, შეურიეთ 1 ჩ/კ სუფთა თაფლი 1 ჩ/კ ყავისფერ შაქარს და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს და წაისვით ტუჩებზე.
ნაზად  აიქერცლეთ 5 წუთის შემდეგ.

9. ფრჩხილის კონდიციონერი

თაფლი აძლიერებს ფრჩხილებს და არბილებს ნუნებს. შეურიეთ 1 ჩ/კ სუფთა თაფლი 1 ჩ/კ ვაშლის სიდრის ძმარს და წაისვით ფრჩხილებსა და ნუნებზე. დაიბანეთ 10 წუთის შემდეგ.

10.   სამართბელით გამოწვეული ჭრილობები

თაფლი აფერხებს მუწუკებსა და ნაკაწრებს. გამოწვეულს საპარსით. წაისვით სუფთა თაფლი გაპარსვისთანავე და დაიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.

11. მუქი წრეები

თაფლი აფერმკრთალებს მუქ წრეებს, თუ ადგილობრივად წაისვამთ. აიღეთ 1 ჩ/კ სუფთა თაფლი და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ, თქვენი მუქი წრეების გაფერმკრთალებამდე. შეგიძლიათ აგრეთვე შურიოთ თანაბარი რაოდენობის სუფთა თაფლი და ტკბილი ნუშის ზეთი, წაისვით პრობლემატურ ადგილებზე და დაიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ საუკეთესო შედეგისათვის.

12. ეგზემა

თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისება მკურნალობს ეგზემის, როზაცეასა და ფსორიაზისადმი მიდრეკილი კანისთვის. წაისვით ცოტაოდენი სუფთა თაფლი პრობლემატურ ადგილებზე და დაიბანეთ 20 წუთს შემდეგ. მანუკას თაფლი ყველაზე საუკეთესოდ მოქმედებს კანის ქრონიკურლი დაავდებების სამკურნალოდ. 

No comments:

Post a Comment