როგორ გავაჯანსაღოთ მშრალი თმა

ებრძვით მშრალ, პოროვან და ბლანტ თმას და გსურთ გქონდეთ ჯანსაღი, მბზინავი და აბრეშუმისებრი კულულები?
შეასრულეთ ეს რჩევები და უსწრაფესად მიიღებთ სასურველ შედეგს!



1. შეეცადეთ გამოიყენოთ მინიმუმ ერთი დამატენიანებელი პროდუქტი კვირაში. მისი შეძენისას დააკვირდით "დამატენიანებლის" შემადგენლობას. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია ორივეს აღმდგენისა და დამატენიანებლის გამოყენება.
·         თავდაპირველად დაიბანეთ თავი შამპუნით;
·         გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად;
·         დაიდეთ აღმდგენი 5 წუთით;
·         ჩამოიბანეთ;
·         ისევ ნაზად შეიმშრალეთ;
·         დაიდეთ დამატენიანებელი;
·         შეიფუთეთ თმა პარკით, დაიტოვეთ 10-15 წუთი;
·         ჩამოიბანეთ;
·         გაიშრეთ ფენით



2. ამ სამკურნალო პროცედურების შემდეგ თმა აღარ იქნება მშრალი, ბლანტი და უხეში (ეს მკურნალობა გამოიყენება, როდესაც თმა დამწვარია ქიმიური პროცედურებისგან; ამ პროცედურის 2-ჯერ ჩატარებისა და 2 სმ-ით თმის მოჭრის შემდეგ, თმას ვეღარავინ შეატყობს, რომ ის როდესმე დამწვარი ან დაზიანებული იყო).

3. დაივარცხნეთ თმა და წაისვით რაიმე მსუბუქი ზეთი ან შრატი. მსუბუქი ზეთით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ, მაგრამ მის ნაცვლად შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი.

4. ეს ღამით გაიკეთეთ, რადგან ზეთმა შეძლოს მთელს თმაში გაჟღენთვა 12 საათით მაინც.

5. გაღვიძებისას, მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თმა შამპუნით და კონდიციონერით.

6. დააცადეთ თმას გაშრობა.

7. დაისხით ხელზე ცოტაოდენი ზეთი და შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ ზედ. ეს თქვენს თმას ნამდვილად გააბზინვარებს და დაარბილებს.

8. დაიდეთ თმაზე ზეთი კვირაში ერთხელ, შესანიშნავი, ჯანსაღი და მბზინავი თმის შესანარჩუნებლად.

9. დილით თმის დავარცხნისას გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი სპონჯისებრი საფენით, რომელიც ნაკლებად წიწკნის აბურდულ თმას. გამოყენების შემდეგ გაავლეთ წყალი ჯაგრისს და გააშრეთ ფრთხილად მხოლოდ საფენი და არა კბილები. ახლა თმის დავარცხნისას თქვენი თმა იქნება მბზინავი, რბილი და არა სველი!

რჩევები

·         მეტი კონდიცირებისას მეტად დარბილდება თმა. მაგრამ არ ჩაიტაროთ ეს პროცედურა ყოვედღიურად.
·         ყოველ ექვს კვირაში ერთხელ მოიჭერით ბოლოები. მტვრევადი ბოლოები უნდა მოიჭრათ.
·         თმის გასაბზინვარებლად და დასარბილებლად კიდევ ერთი გზა არსებობს: შეურიეთ ძმარი და ცივი წყალი ერთმანეთს  და წაისვით თმაზე ღამით და დილით ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს ყოველ დღე 2/3 კვირის განმავლობაში. თმა გახდება მბზინავი და რბილი.
·         თუ გსურთ თქვენს თმას სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს, შეგიძლიათ ცოტაოდენი მარწყვი დააბლენდეროთ. შემდეგ დაიდეთ თავზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით . ეს თმას მიანიწებს საუცხოო სურნელს!

გაფრთხილება

·         არ დაიბანოთ თმა ხშირად, ეს თმას აკარგვინებს ძირითად ცხიმს და გამოაშრობს და გააუხეშებს თმას.
·         როდესაც დაასველებთ თმის ჯაგრისს, გააშრეთ და ძალიან ყურადღებით იყავით, რომ ბევრი წყალი არ ჩარჩეს, თორემ ეს თმას ცხიმიანს და წებოვანს გახდის!

·         ნუ გახდით თმას ძალიან მოცულობითს, რადგან ეს დაამძიმებს მას, რაც  ძალიან არაკომფორტული იქნება.
ა    ამ პროცედურებისათვის დაგჭირდებათ:  
      თმის ზეთი 
      თმის დამატენიანებელი
      თმის დამარბილებელი და დამატენიანებელი 


No comments:

Post a Comment