Bottega Veneta არის იტალიური ფუფუნების ნივთების
მოდის სახლი, რომელიც ცნობილია თავისი ტყავის ნაწარმით. დაარსდა 1966 წელს, ხოლო 2001 წელს შეიძინა Gucci ჯგუფმა და ახლა ნაწილი ფრანგული მრავალეროვნული ჯგუფის Kering-ის ნაწილია. Bottega Veneta-ს სათაო ოფისი მდებარეობს Vicenza-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. Bottega Veneta-ს სლოგანია "როდესაც საკუთარი ინიციალები საკმარისია“.
Bottega Veneta დაარსა 1966 წელს ვიტორიო და ლორა მოლტედოებმა. სახელი Bottega Veneta ნიშნავს "ვენეციურ მაღაზიას" და კომპანიამ დაიწყო არაფაბრიკული ტყავის ნაწარმის
წარმოება. კომპანიის ოსტატებმა შეიმუშავეს ტყავის ქსოვის ტექნიკა, ე.წ. intrecciato, რომელიც ბრენდის საფირმო ნიშნად რჩება დღესაც.
დროთა განმავლობაში Bottega Veneta-მ გაითქვა სახელი მისი ხარისხისა
და ლოგოს გარეშე დიზაინით. 1970-იან წლებში კომპანია იწყებს სარეკლამო ხაზს "როცა საკუთარი
ინიციალები საკმარისია“. 1980-იანების დასაწყისში Bottega Veneta გახდა
საერთაშორისო ელიტის საყვარელი ბრენდი. ენდი უორჰოლი, რომელმაც თავისი საშობაო შოპინგი
მოაწყო New York-ის ბუტიკში, გააკეთა მოკლე ფილმი კომპანიის შესახებ 1980 წელს.
ნელ-ნელა კომპანია დატოვა ყველა დიზაინერმა და 1990-ებისათვის ბრენდი დარჩა
„შემცირებული ხასიათითა“ და წამოიწყო ავანტურისტული მოდაზე ორიენტირებული
კამპანია.
Bottega Veneta-ს ისტორიის უახლესი თავი დაიწყო 2001 წლის თებერვალში, როდესაც კომპანიამ Gucci ჯგუფმა შეიძინა ის. კრეატიული დირექტორი ტომას მაიემა დაიწყო მუშაობა კომპანიაში იმავე
წლის ივნისში და
თებერვალში წარმოადგინა თავისი პირველი კოლექცია, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხული.
წამოშობით გერმანელმა, რომელიც იქამდე მუსაობდა სონია რიკიელისა და ჰერმესის მოდის
სახლებში, დაუბრუნა ბრენდს თავისი თავდაპირველი იდენტურობა. მან ბრენდის
პროდუქტებიდან ამოიღო ხილული ლოგოები, და
ხაზი გაუსვა intrecciato-ს ხელწერას და კომპანიის აქცენტი დააბრუნა ოსტატურ
შემოქმედებაზე.
მას შემდეგ, Bottega Veneta-ს კოლექციებს შეემატა ძვირფასი
სამკაულები, სათვალე, სახლის სუნამო, და ავეჯი, ამასთანავე ბრენდი კვლავ სთავაზობს მომხმარებლს ჩანთების, ფეხსაცმლის, ტყავის
ნაწარმს, სამგზავრო ჩანთებს, საოჯახო ნივტებსა და საჩუქრების ასორტიმენტს. Bottega
Veneta-მ წარმოადგინა თავისი პირველი ქალთა კოლექცია შოუ 2005 წლის თებერვალში,
ხოლო პირველი მამაკაცის კოლექცია 2006 წლის ივნისში. დღეს, მზა ტანსაცმლისა და
ავეჯის პრეზენტაციები ტარდება კომპანიის კორპორატიული ოფისებში, მილანში.
2011 წელს კი Bottega
Veneta - მდიდრული ტყავის აქსესუარების მოდის დიზაინის სახლი უშვებს თავის პირველ
სუნამოს თანამშრომლობით Coty Prestige-თან თანამშრომლობით. Bottega Veneta-ს სუნამო
აღწერილია, როგორც ტყავის, სანდალოზის ხის ყვავილების, წარმოადგენს მოდის სახლის
სურნელოვან ხელმწერას "უხილავი, ინდივიდუალური ფუფუნება".
ტომას მაიერი,
შემოქმედებითი დირექტორი, ამ პროდუქტის შექმნის შთაგონების წყაროს ამგვარად აღწერს:
"ძველი სახლი იტალიის ვენეტოს რეგიონის ულამაზეს შემოგარენში მწვანე ბორცვებით,
საიდაც ვართ ჩვენ. ჩემს შთაგონებაში ვხედავდი ოთახს ძველი ხის იატაკით, ბიბლიოთეკის კედლებით და
ტყავის ბლოკნოტებით, ფართოდ გაღებული ფანჯრებით, ნიავით შემოტანილი მოჭრილი ბალახი,
თივა, ხავსი, ბაღის ყვავილები, ყველაფრით ივსება ოთახი და ყველაფერი ერთმანეთს
ერევა. აქ და ასე დაიწყო ყველაფერი".
სუნამოს ცხვირმა მაიქლ
ალმაირაქმა რობერტეტიდან, შეურია იტალიური ბერგამოტი, ბრაზილიური ვარდისფერი
წიწაკა, ინდური სამბაკის ჟასმინი, მუხის ხავსი, პაჩული და ინდოეთის პაჩული, მკაფიო
ტყავის სურნელით.
სახე კამპანიის სახეა Nine d'Urso, საფრანგეთის მოდის იკონის, ინეს დე
ლა ფრესანჟისა და იტალიური ხელოვნების საქმოსანის ლუიჯი დ’ურსოს ქალიშვილი.
სუნამოს ბოთლი
დამზადებულია მურანოს შუშით (შეზღუდული გამოშვება), გაფორმებულია მეტალის
თავსახურითა და ტყავის ლენტით. სუნამოს ექსტრაქტი მურანოს ბოტლში, ხელმისაწვდომია
შეზღუდული რაოდენობით Bottega Veneta-ს
ბუტიკებში მთელს მსოფლიოში, და ღირს $395. სუნამოს ზომაა 50 და 70 მლ EDP (სუნამოს წყალი), აგრეთვე ტუალეტის წყალი ბოტეგა ვენეტა ო ლეჟერ ტუალეტის წყალი სპრეი, ტანის კრემით,
ტანის ლოსიონითა და შხაპის გელით მამაკაცებისათვის.
No comments:
Post a Comment