ბალენსიაგა — ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოიტანა. კრისტიან დიორმა კი ბალენსიაგას „ოსტატთა ოსტატი“ უწოდა. მისი გაბერილი ქვედაბოლოები და უცნაური,
ქალური, მაგრამ ულტრა-მოდური ფორმები იქცა ბალენსიაგას მოდის სახლის საფირმო ნიშნად. ბალენსიაგას
მოდის სახლის მფლობელი ამჟამად არის ფრანგული
მულტი-ნაციონალური კომპანია კერინგი, ხოლო მისი ამჟამინდელი კრეატიული დირექტორია ალექსანდრე უონგი.
ქრისტობალ
ბალემსიაგამ თავისი პირველი ბუტიკი სან-სებასტიანში, ესპანეთში
გახსნა 1918 წელს. ბუტიკი მოგვიანებით გაფართოვდა თავისი ახალი ფილიალებით მადრიდსა
და ბარსელონაში. ბალენსიაგას დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ესპანეთის სამეფო ოჯახსა
და არისტოკრატიას ეცვა, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომმა ის აიძულა დაეხურა მაღაზიები
და პარიზში გადასულიყო.
ბალენსიაგამ
პარიზში გახსნა თავისი კუტურ სახლი 1937 წელს ჯორჯ V-ის გამზირზე.
მის პირველივე შოუში იგრძნობოდა ესპანური რენესანსის ძლიერი ზეგავლენა. ბალენსიაგამ
მაშინვე მოიპოვა წარმატება პარიზში. ორ წელიწადში, ფრანგული პრესა ხოტბას ასხამდა მას, როგორც ინოვაციურს, ხოლო მისი
დიზაინი გახდა მოთხოვნადი და პოპულარული. კარმელ სნოუ,
Harper's Bazaar-ის რედაქტორი ბალენსიაგას ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი
იყო.
მომხმარებლები
მათი უსაფრთხოების რისკის ფასად მოგზაურობდნენ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა ენახათ
Balenciaga-ს ტანსაცმელი. ამ პერიოდში, ის
ცნობილი გახდა თავისი "ოთხკუთხედი ქურთუკით," კოკეტით მოჭრილი მკლავებით, და
მისი დიზაინით შავი (ან შავი და ყავისფერი) მაქმანით ღია ვარდისფერ ქსოვილზე. თუმცა,
ომისშემდგომ წლებამდე, ეს არ იყო უაღრესად ორიგინალური დიზაინერის სრული მასშტაბი.
მისი ხაზები უფრო სწორხაზოვანი და გლუვი გახდა, გასცდა ქრისტიან დიორის მიერ პოპულარიზებულ ქვიშის საათის ფორმას. მისი სილუეტების თხევადი მდგომარეობა
საშუალებას აძლევდა მას მოხერხებულად ემართა
მის მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ქალბატონების სხეულები. 1951 წელს მან სრულიად გარდაქმნა
სილუეტი, გააფართოვა მხრები და მოხნსა წელი. 1955 წელს მან შექმნა ტუნიკისებრი კაბა,
რომელიც მოგვიანებით განვითარდა, როგორც „შემის დრეს“.
1960
წელს, Balenciaga გახდა ნოვატორი ქსოვილების გამოყნებაში. ის იყენებდა მძიმე ქსოვილებს,
რთულ ნაქარგებს, და თამამ მასალას. მისი სავაჭრო ნიშნებია " საყელო, რომელიც მოშორებით
დგას ლავიწის
ძვალზე, ქმნის გედისებრ იერს" და შემცირებული
" სამაჯურის " მკლავები. მისი ხშირი კლიენტები გახდნენ: Pauline de
Rothschild, Bunny Mellon , Marella Agnelli , Hope Portocarrero , Gloria
Guinness და Mona von Bismarck - განიხილებიან, როგორც 1950 და 1960 Haute Couture-ის შედევრებად. 1960
წელს, მან შექმნა ბელგიის დედოფლის ფაბიოლას საქორწილო კაბა დამზადებული სპილოს ძვლის ატლასზე,
გათლილი თეთრი წაულათი საყელოზე და მენჯებზე. ცნობილია, რომ Jackie Kennedy-მ აღაშფოთა
John F. Kennedy, რადგანაც ხშირად იძენდა Balenciaga-ს
ძვირადღირებულ ნივთებს მისი პრეზიდენტობის პერიოდში, რადგან ის შიშობდა, რომ ამერიკული საზოგადოების აღშფოთებას
გამოიწვევდა ესოდენ მდიდრული შენაძენები. მისი Haute Couture-ის გადასახადებს საბოლოოდ
იხდიდა მისი მამამთილი, ჯოზეფ კენედი.
ბალენსიაგას პროტეჟეები
რამდენიმე
დიზაინერი, რომლებიც Balenciaga-სთან მუშაობდნენ მოგვიანებით წარმატებით ხსნიდნენ საკუთარ
კუტურ სახლებს, განსაკუთრებით, Oscar de la Renta (1949), ანდრე Courreges (1950)
ემანუელ უნგარო (1958), მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი პროტეჟე მაინც იყო ჰუბერტ დე
Givenchy.
კრისტობალ ბალენსიაგამ თავისი მოდის სახლი დახურა 1968 წელს და გარდაიცვალა1972
წელს. სახლი უმოქმედოდ იყო 1986 წლამდე.
1986
წელს ჟაკ ბოგართმა მიიღო უფლებები ბალენსიაგას საკუთრებაზე და აამუშავა ახალი ხაზი,
Le Dix.
დღეს, დიზაინერის
ნიკოლა გესქუაიერის ხელმძღვანელობით,
ბრენდი აერთიანებს
ორივეს, სტრუქტურას
და უცნაურობებს. ბალენსიაგას სახლში
არსებობს პიროვნება,
რომელსაც სჯერა დახვეწილობის გარკვეული კოდების, თუმცა არის ხელოვანიც,
რომელიც ეხვევა ოცნებებში. და სწორედ ასეთ საინტერესო
სამყაროში დაიბადა მსოფლიოს ახალი სურნელი:
BALENCIAGA Florabotanica, BALENCIAGA Balenciaga Paris, და ამ სურნელის ტანის ლოსიონი და შხაპის გელი.
BALENCIAGA Florabotanica, BALENCIAGA Balenciaga Paris, და ამ სურნელის ტანის ლოსიონი და შხაპის გელი.
არც ერთ თბილისის პარფიუმერიის მაღაზიაში არ არის ეს სუნამო. დიდი ხანია ვეძებ და ყველგან ვკითხულობ. ძალიან კარგი, ახლა ვიცი სადაც ვიყიდი
ReplyDelete