ცხიმიანი კანი: 8 საშუალება იმისათვის, რომ მაკიაჟი გამძლე გავხადოთ

მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, არ უნდა თქვათ უარი და თავი არ უნდა შეიკავოთ მაკიაჟისგან. ამისათვის, უბრალოდ უნდა იცოდეთ რა მუშაობს კარგად თქვენი ტიპის კანზე.

თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, ეს რვა იდეა მაკიაჟის სპეციალისტისა და დერმატოლოგისგან, ნამდვილად გამოგადგებათ, რადგანაც ამ საკითხისადმი პროფესიონალური მიდგომაა.



1. პირველყოვლისა ყოველთვის მოამზადეთ კანი

თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაკიაჟის პრაიმერის წასმით იმას მიაღწევთ, რომ სახეზე წასმული ყველა საშუალება თავის ადგილზე დარჩება, - ამბობს ლოს ანჟელესის მხატვარ-მაკიაჟი  ემილი ქეი უორენი.
ასეთი საშუალებებით, უცხიმო, პრიალის საწინააღმდეგო პრაიერით უნდა მოამზადოთ სულ მინიმუმ სახის ყველაზე ცხიმიანი ადგილები მაინც (რაც არის: T-ზონა - შუბლი, ცხვირი და ნიკაპი). წაისვით პრაიმერი სახის გაწმენდის შემდეგ, მაგრამ ბაზის, პუდრის ან სხვა მაკიაჟის წასმამდე.  


2. მოამზადეთ თვალები

თვალის მაკიაჟის ნაკეცების შესამცირებლად, მოერიდეთ კორექტორით ქუთუთოების დაფარვას, რასაც უორენის თქმით, ბევრი ქალი აკეთებს, რომლებსაც აქვთ მუქი წრეები ან სიწითლე. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ ქუთუთოების სპეციალური პრაიმერი. ბაზა ქმნის შესანიშნავ თანაბარ საფარს თვალის ჩრდილისა და ლაინერისათვის, შეიწოვს რა ნაკეცების გამომწვევ ცხიმებს დღის განმავლობაში.

 3. არ გადაამეტოთ პუდრი
თითქოს სწორია სახეზე ბლომად პუდრის მიფრქვევა, მაგრამ  ამან შეიძლება მეტი ცხიმი დააგროვოს პორებში.
წაისვით პუდრი მხოლოდ იმ ადგილებზე, რომელიც პრიალებს. გამოიყენეთ მქრქალი გამჭვირვალე ფორმულა, რომელიც შეაჩერებს პრიალს ნებისმიერი ტონის კანზე. თუ მეტისმეტად ბევრი პუდრი მოგივიდათ, დაასველეთ სპონჯი და ამოიშრეთ გადამეტებული პუდრიანი ადგილები. 

4. თან ატარეთ საშრობი ქაღალდი

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად უზადოდ და მქრქალად გამოიყურება თქვენი მაკიაჟი დილით, თუ თქვენი კანი მიდრეკილია ცხიმიანობისკენ, შუა დღისკენ კანი გაცხიმიანდება და აპრიალდება. ზოგიერთი საშრობი ქაღალდი უბრალოდ იღებს ცხიმს კანიდან, სხვა  დალექავს ცოტაოდენ პუდრს და შეიწოვს ცხიმს.
საშრობი ქაღალდის გამოყენების ხრიკი, ისე რომ არ მოიშოროთ მთელი მაკიაჟი, შემდეგია: დაიდეთ  ქაღალდი ცხიმიან ადგილზე და შემდეგ ნელ-ნელა დაიგორგოლავეთ კანზე,  ქაღალდით კანის გახეხვის ნაცვლად.



5. გახდით უცხიმო

რადგანაც თქვენი კანი ბუნებრივად გამოყოფს საჭიროზე მეტ ცხიმს, ჩადეთ თქვენი ინვესტიცია მაკიაჟის საშუალებებში (განსაკუთრებით ბაზა და ფერ-უმარილი), რომლებიც არ შეიცავს ცხიმს და არა-კომედოგენურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საშუალებები არ დააბინძურებენ პორებს.

აგრეთვე გამოიყენეთ სახის გამწმენდები და ტონერები, რომელბიც შეიცავენ გლიკოლის მჟავებს და ამცირებენ ჭარბ ცხიმს, - ამბობს ელიზაბეთ ტანზი, მედიცინის დოქტორი, კოსმეტიკური დერმატოლოგი ვაშინგტონში.

6. როგორ გავხადოთ მაკიაჟი „გამძლე“

წყალი და ცხიმი იგივენაირად მოქმედებს მაკიაჟზე: გათხუპნავს, ჩამოვა, დასვრის. ამ მიზეზით კატეგორიულად უნდა გამოვიყენოთ წყალგაუმტარი, წყალგამძლე ან გამძლე პროდუქცია. ერთ-ერთი საუკეთესო და გამძლე კომბინაცია არის წყალგამძლე თვალის ლაინერი და კრემი ჩრდილი პრაიმერზე.

7. იზრუნეთ, რომ გქონდეთ ნაზი და არა პრიალა, კანი

მსუყე, დაბერების საწინააღმდეგო კრემები არაჩვეულებრივია ღამისთვის, მაგრამ მაკიაჟამდე, წაისვით მსუბუქი დამატენიანებელი, რომელიც დაატენიანებს თქვენს კანს და არ გაწებავს.
არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავიც - გამოიყენეთ უცხიმო ფორმულა. მისი წასმის შემდეგ, დაიდეთ ქაღალდის ცხვირსახოცი სახეზე და ნაზად მოიშორეთ ჭარბი პროდუქტი, მაკიაჟის ბაზის წასმამდე.


8. შეამცირეთ ჭარბი ცხიმიანობა.

კვირაში ერთხელ ან ორჯერ, გამოიყენეთ სამკურნალო ნიღაბი. კაოლინით ან ბენტონაიტის თიხით დამზადებული ნიღბები საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის, რადგანაც ასეთი ნიღბები ბუნებრივად იწოვს ცხიმს და ჭუჭყს, ამშვიდებს რა გაღიზიანებას.
წაისვით ნიღბის მეოთხედი თითით. დაიტოვეთ 10-15 წუთით, და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით მქრქალი შედეგისათვის. 


დაგჭირდებათ: 
პრაიმერი
წყალგაუმტარი, წყალგამძლე ან გამძლე პროდუქცია
მსუბუქი დამატენიანებელი
ბაზა
მზისგან დამცავი
 ფერ-უმარილი
პუდრი
ნიღაბი კაოლინით ან ბენტონაიტის თიხით
ყველაფერი ეს შეგიძლიათ შეიძინოთ strawberrynet.com-ზე

No comments:

Post a Comment