არასოდეს არის გვიანი ზრუნვა ასაკობრივი
ნიშნების შესამცირებლად. დაიწყეთ ახლა!
აუცილებლად
უნდა იცოდეთ კანის მოვლის შემდეგი წესები
შეადგინეთ ჩამონათვალი და განსაზღვრეთ თქვენი კანის სუსტი წერტილები და მოემზადეთ მათთან საბრძოლველად და
მომავალი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.
მიჰყევით ამ მარტივ ნაბიჯებს
და შეამცირეთ ასაკობრივი ნიშნები, გააჯანსაღეთ და დაეხმარეთ მთლიანობაში თქვენს
კანს. რითი იკვებებით- აქედან დაწყებული-როდის იბანთ სახეს- ამით დამთავრებული -
ყოველივე ამაში თუ მცირედს შევცვლით, დიდ სხვაობას მივიღებთ.
1. ქაფიანი წყალი ღამით
მოიშორეთ დღის ჭუჭყი
"ყველაზე მნიშვნელოვანია
დაძინებამდე სახის დაბანა“, - ამბობს დორის დეი, მეცნიერებათა დოქტორი, ნიუ იორკის
დერმატოლოგი. მთელი ღამით დატოვებული ჭუჭყი, ბაქტერია და მაკიაჟის ნარჩენი
აღიზიანებს კანს, აბინძურებს პორებს, და ხელს უწყობს გამონაყარს. მოიშორეთ
მაკიაჟის ეს ზედა ფენა სახის რბილი დასაბანი საშუალებით (გაწმენდის შემდეგ სახე
10-15 წუთით სასიამოვნოდ დაჭიმული ხდება), რომელიც აგრეთვე ხელს უწყობს დაბერების
საწინააღმდეგო კანის მოვლის საშუალების ღრმად შეწოვას კანში საუკეთესო
შედეგისათვის. რადგანაც 40 წლის ზევით
ჰორმონალური ცვლილებები აფერხებს ცხიმის გამომუშავებას,
დღეში ორჯერ სახის გაწმენდა გამოაშრობს თქვენს კანს და უკეთეს ელფერს მიანიჭებს
ნაოჭებს. დილით კანის გასამხნევებლად შეისხით
მოთბო წყალი სახეზე.
2. იყავით UV შეპყრობილი
კანის დაზიანება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს
არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მზისგან დამცავის (იდეალურია, SPF 30) ტარება
ყოველდღიურად, თუ გსურთ გქონდეთ ახალგზარდული კანი. UVA მზეზე გასვლა ყოველდღიურად 10 წუთითაც კი, იწვევს კანის დაბერებას, ცვლილებას, რის
შედეგადაც 12 კვირის განმავლობაში ჩნდება ნაოჭები ან მზის ლაქები. თუ თქვენი
დამატენიანებელი არ შეიცავს აღმდგენ ფართო სპექტრის SPF
30 მზის
დამცავს, აუცილებლად წაისვით ყოვედღიურად UVA და
UVB სხივებისგან
დამცავი საშუალება.
3. სტრესის მართვა
მათ უწოდებენ წარბშეჭმუხვნის ხაზებს
- და საფუძვლიანადაც!
ემოციურმა ცვლილებებმა შესაძლოა 5 წლით მეტი ასაკი
მოჰმატოს თქვენს კანს, ვიდრე რეალურად ხართ, ამბობს ემი უეჩესლერი, მეცნიერებათა
დოქტორი, ნიუ იორკის დერმატოლოგი და ფსიქიატრი, წიგნის „გონება-სილამაზის
კავშირის“ ავტორი. მუდმივი შფოთვა ზრდის სტრესის ჰორმონს კორტიზოლს, რომელიც იწვევს ანთებას და ამცირებს კოლაგენს. ის აგრეთვე აძლიერებს რეაქციულ ჯაჭვს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სახის სიწითლე და აკნეს გამონაყარი.
ანთების ჩასახშობად, მიირთვით ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული საკვები, როგორიცაა კენკრა, ფორთოხალი, და სატაცური. როდესაც დაძაბული ხართ, უეჩესლერი გირჩევთ,
რომ ღრმად ისუნთქოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში (ჩაისუნთქეთ ცხვირით, გააჩერეთ სუნთქვა 3 თვლაზე და
ამოისუნთქეთ პირით).
4. გამოიყენეთ რეტინოიდი
თუ დაბერების საწინააღმდეგო მხოლოდ
ერთ ადგილობრივ საშუალებას გამოიყენებთ, გამოიყენეთ ეს
კვლევები ცხადყოფს, რომ
ვიტამინი A-ს დერივატები აჩქარებს
უჯრედის გამომუშავებას და კოლაგენის ზრდას, რაც არბილებს წვრილ ხაზებსა თუ ნაოჭებს
და აფერმკრთალებს ყავისფერ ლაქებს.
რეტინოიდის სიძლიერე უზრუნველყოფს უსწრაფეს შედეგებს - თვალნათლივ
დაინახავთ ცვლილებებს დაახლოებით ერთ თვეში. იმისათვის, რომ კანს ხელი შევუწყოთ,
რომ შეეგუოს ნებსიმერ სიწითლეს და აქერცვლას, წაისვით მხოლოდ თითის წვერის ზომა
წვეთი სახეზე ყოველ მესამე დღეს.
5. განაახლეთ ყოველდღიური კანის მოვლის სქემის საშუალებები
განაახლეთ თქვენს მიერ გამოყენებული
საშუალებები - და ამით განაახლებთ კანს
თქვენს რეჟიმში ერთი
პროდუქტის შეცვლაც კი ყოველ 6-დან 12 თვეში ეფექტურად გაამჯობესებს თქვენსა კანსა
და მის ტექსტურას. „როდესაც ერთსა და იმავე პროდუქტს იყენებთ სისტემატურად, კანი გადადის შენარჩუნების რეჟიმზე
ერთი წლის შემდეგ“, ამბობს ნიუ ორლეანელი დერატოლოგი მერი პ. ლუპო, მეცნიერებათა
დოქტორი. კანის გასაახალგაზრდავებლად ჩაანაცვლეთ
კრემით, რომელიც შეიცავს ალფა ჰიდროქსი მჟავებს და რეტინოიდთან ერთად კვირაში
ორჯერ; ეს პროდუქტები ერთად ასტიმულირებს
და გააჯანსაღებს კანს.
6. მიირთვით ომეგა-3
ასეთი პროდუქტი გაგაჯანსაღებთ,
გაგამშვენიერებთ - რა აქვს მოუწონარი?
„კარგი ცხიმები“ არის
ორაგული, სელის თესლი, და ნუში. ყოველივე ეს ასტიმულირებს დატენიანებას, რაც კანს
ამკვრივებს და ხდის ელასტიურს. იგივეს ვერ ვიტყვით გაჟღენთილ ცხიმზე, რაც გვხდება
რძის ნაწარმში და ხორცში, რომელიც ზრდის თავისუფალი რადიკალების დაზიანების
საფრთხეს და ხელს უწყობს დაბერებას. შეამცირეთ ასეთი ცხიმის მიღება დღეში 17
გრ-მდე.
7. ივარჯიშეთ რეგულარულად
ექსტრა მოტივაცია კალორიების დასაწვავად
კვლევების თანახმად, ქალებს,
რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ უფრო მკვრივი კანი აქვთ. მიზეზი:ვარჯიში ავსებს კანს ჟანგბადით და მკვებავებით, რაც
სჭირდება კოლაგენის გამომუშავებას. თქვენი კანის ტონიზირებისათვის, გამონახეთ დრო
კვირაში სამჯერ 30-წუთიანი ვარჯიშისთვის მაინც.
კანის მოვლის საშუალებებისა და მზის დამცავების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ ონლაინ #1 მაღაზია strawberrynet
No comments:
Post a Comment