ყველას გვიყვარს ავოკადოს გემრიელი
გემო, მაგრამ ეს პროდუქტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯანსაღი საკვები
არჩევანი. უძველესი ცენტრალური ამერიკის უძველესი აცტეკების, ინკების და მაიას კულტურების
ქალბატონები წარმატებით იყენებდნენ ავოკადოს, როგორც მათი სილამაზის რუტინის
ნაწილს. თქვენც შეგიძლიათ მათ მაგალითს მიბაძოთ და ასაზრდოოთ თქვენი სხეული შიგნიდან
და გარეთ უხეში ქიმიკატების დამატების გარეშე. სცადეთ ამ 7 არც თუ ისე ძვირად
ღირებული სილამაზის რჩევის შესრულება ავოკადოს გამოყენებით და ასიამოვნეთ თქვენს
სხეულს თავიდან ფეხის წვერამდე.
1. სუპერ მბზინავი თმა
გათალეთ და გამოკურკეთ საშუალო ზომის
ავოკადო (გამოიყენეთ ½ მოკლე თმაზე). ჩაჭყლიტეთ კარგად ჩანგლით და საცერში გაატარეთ
უფრო ნაზი პროდუქტის მისაღებად. დაამატეთ ერთი კვერცხის გული და ½ ჩაის კოვზი ზეთის
ხილის ზეთი. წაისვით თმაზე, კარგად შეიწილეთ სკალპიდან თმის ბოლოებამდე. დაიტოვეთ
25 წუთით. კარგად ჩამოიბანეთ თქვენი საყვარელი შამპუნით და კონდიციონერით დაუჯერებლად
რბილი და მბზინავი თმისთვის.
2. მაიას ტომების სასწაულებრივი განკურნება შეშუპებული თვალებისთვის
სილამაზის ეს რჩევა ავოკადოს გამოყენებით
უმარტივესია და ძალიან შედეგიანი, თითქოს მეტისმეტად კარგიც კი ჩანს, მართალი რომ იყოს.
ამისათვის, სულ რაც უნდა გააკეთოთ არის, რომ ავოკადოს ნაჭრები უნდა დაიდოთ თვალის უპეებზე
და დაიტოვოთ 15-20 წუთით. მოიშორეთ, დაიბანეთ სახე და ისიამოვნეთ შედეგით.
3. აცტეკების სახის ნიღაბი
თანაბრად გაინაწილეთ ნახევარი ავოკადოს
გატარებული/პიურე გაწმენდილ სახეზე. დაიტოვეთ
15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, ხოლო შემდეგ ცივით. შესაძლოა
მოილოკოთ კიდევაც ტუჩებით ავოკადოს არაჩვეულებრივი პიურე ამ გემრიელი პროცედურისას
ანუ შგიძლიათ ერთდროულად ნიღაბიც გედოთ და შეექცეთ კიდევაც ამ უგემრიელეს და მეტად
სასარგებლო პროდუქტს!
4. მაიას ტომების დამატენიანებელი
ავოკადოს ქერქი შეიცავს ბევრ ცხიმს, ასე რომ სანამ სანაგვეში გადაუძახებთ,
გამოიყენეთ ის დამატენიანებლად. უბრალოდ გაიწმინდეთ სახე და ნაზად შეიწილეთ ქერქის
შიდა ნაწილი მთელს სახეზე. დაიტოვეთ სულ ცოტა 15 წუთის განმავლობაში ან რამდენიც გაქვთ
დრო. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ შეისხით ცივი წყალი. დაუჯერებელია, როგორ
არბილებს და ამშვენიერებს კანს.
5. ხელის დამარბილებელი სქრაბი
ეს დამარბილებელი სქრაბი შესანიშნავად
აქერცლავს და დაარბილებს თქვენს ნამუშევარ და დაღლილ ხელებს. საშუალო ზომის ავოკადოს
ნახევარი ჩაჭყლიტეთ, შემდეგ შეურიეთ 3-4 დესერტის კოვზი შვრიის ფაფა, 1 კვერცხის ცილა
და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. შეიწილეთ ეს ნაზავი ხელებზე, დაიტოვეთ 10-15 წუთით, ჩამოიბანეთ
და შეიშრეთ.
6. ინკების ცხიმიანი კანის სამკურნალო
საშუალება
ავოკადოს გამოყენებით სასარგებლო რჩვებიდან ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელია.
გახეხილი ან დაპიურებული ნახევარი ავოკადო შეურიეთ 1 კვერცხის ცილას და 1 ჩ/კ ლიმონის
წვენს. გაიწმინდეთ სახე და წაისვით ფრთხილად. დაიტოვეთ 15-20 წუთით, ჩამოიბანეთ და
შეიმშრალეთ.
7. ფეხის სპა
გამოიყენეთ გახეხილი ავოკადო ან მისი პიურე ფეხის
ამ სანებივრო პროცედურისთვის. კარგად შეიწილეთ ორივე ფეხზე და დაიტოვეთ ზედ 15
წუთით. ეს აგრეთვე დამარბილებელი მკურნალობაა დახეთქილი ქუსლებისთვის.
ჩაიატარეთ ეს პროცედურები
ავოკადოს გამოყენებით და ისიამოვნეთ შესანიშნავი შედეგებით. ნახავთ, რომ სულაც არ
ყოფილა საჭირო ფული ხარჯოთ ძვირიან სალონის პროცედურებზე და უფრო მეტი ფარმაცევტულ
საშუალებებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ნახევარ ავოკადოს გამოიყენებთ ამ
პროცედურებისთვის, მეორე ნახევარი უნდა მიირთვათ!
No comments:
Post a Comment