როგორ გამოვიყენოთ სახის სქრაბი

სახის სქრაბის გამოყენება ამშვენიერებს, აახალგაზრდავებს და ასხივოსნებს კანს. ამ სასარგებლო თვისებებისთვის, თქვენ რეგულარულად უნდა გამოიყენოთ სახის სქრაბი. ეს დაგეხმარებათ, რომ მოიშოროთ ძველი კანის უჯრედები და ამით საშუალება მისცეთ ახალი კანის უჯრედების ამოსვლას. სქრაბით კანის გახეხვას ჰქვია აქერცვლა - ექსფოლიაცია. სახის სქრაბის გამოყენება ძალიან მარტივია და თუ ნორმალურად ჩაიტარებთ ამ პროცედურას, არ დააზიანებთ კანს. ამ სტატიაში შვეცდებით აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სახის სქრაბი.

რჩევები


1. შეარჩიეთ საუკეთესო სახის სქრაბი. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს ძვირიანი - უბრალოდ შეარჩიეთ სახის სქრაბი, რომელიც შეესაბამება თქვენი კანის ტიპს. შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე პროდუქტის ცდა, სანამ შეარჩევთ იმ ერთს, რომელიც საუკეთესოა თქვენი კანისთვის. ეს ღირს საბოლოო შედეგისათვის.
2. მოათავსეთ სახის სქრაბი აბაზანაში ან პირსაბანთან ახლოს.  სქრაბის ასეთ ადგილას დადებით არ დაგვიწყდებათ მისი გამოყენება, ხოლო ამით თქვენ შეინარჩუნებთ სახეს გასხივოსნებულს.

3. გახსოვდეთ, რომ სქრაბი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ კვირაში. სქრაბის ყოველდღიური გამოყენებთ, დაიზიანებთ კანს. ეს კი გამოაშრობს და მოადუნებს თქვენს კანს - ეს უდავოდ ცუდი აზრია, მით უმეტეს, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.

4. დაისველეთ კანი.


5. წაისვით კანზე სახის სქრაბი. მსუბუქად შეიზილეთ სქრაბი და მასაჟის მოძრაობით წაისვით სახეზე, კისერზე. ძალიან ძლიერად ნუ გაიხეხავთ და მოერიდეთ თვალის გარშემო მიდამოებს.

·         ოდნავ ძლიერად შეგიძლიათ გაიხეხოთ: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.

6. ჩამოიბანეთ სქრაბი სახიდან. დარწმუნდით, რომ მთლიანად მოიშორეთ სქრაბი, კანი დარბილდება და ნაზი გახდება.
7. შეიშრეთ კანი. რბილად შეიშრეთ კანი რბილი პირსახოცით და გააგრძელეთ თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის საშუალებებით.

ჩვენ გირჩევთ:

2. ქაუშედ ბულოქს სახის სქრაბი  - $29,50 

3. ეშუ  სქინ ესისთ სახის სქრაბი - $17 

4. ადრიენ არპელ პაპაის ასაქერცლი სახის სქრაბი - $27,50 

5. გატინო თეთრი გეგმა კანისთვის გამაღიავებელი სახის სქრაბი- $42 

No comments:

Post a Comment