მაკიაჟის 8 რჩევა სახის თხელი კონტურისთვის




სახის კონტური რომ თხელი გამოჩნდეს, წაისვით ჰაილაითერი ნაკვთებზე ცენტრში და კონტურის პერიმეტრზე, როგორც ამ ფოტოზე აქვს ჯესიკა ალბას.

თუ ოდესმე გინახავთ ცნობილი ვარსკვლავები მაკიაჟის გარეშე, და ვერც კი გიცვნიათ ისინი, მიხვდებით, თუ რამდენად გარდაქმნის ადამიანის სახეს თანამედროვე ტექნიკა. მაკიაჟის ამ ადვილი რჩევებით და ხერხებით მინიმუმ 4-5 კგ მოგაკლდებათ მომენტალურად - ეს არის ოპტიკური ილუზია!

1. მაკიაჟი ამცირებს მუქ ჩრდილებს და ღია ფერით ანათებს სახეს. იმისათვის, რომ გამოიყენოთ ეს იდეა თქვენს სასარგებლოდ, დაგჭირდებათ კონტურის ფერი ან მქრქალი თვითგამრუჯავის ერთი ან ორი ჩრდილი უფრო მუქი, ვიდრე თქვენი კანის ტონი და გამჭვირვალე ჰაილაითერი, რომელიც ცოტა უფრო ღია იქნება,  ვიდრე თქვენი კანის ფერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი ან პუდრის ტექსტურა, ან ორივეს კომბინაცია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფორმულას აირჩევთ, აუცილებლად გამოიყენეთ მაკიაჟის ფუნჯი გადასასმელად - სასურველია კონტურული მაკიაჟი არ იყოს წებოვანი.

2. შექმენით თხელი ლოყების ილუზია კონტურის ჩრდილის წასმით ლოყის ცენტრიდან ყურამდე დიაგონალური ხაზით. და გაათანაბრეთ, რაც უფრო მაღლა აწევთ კონტურის ჩრდილს, მით უფრო მკვეთრი გამოჩნდება თქვენი ყვრიმალები. მიიყარეთ ჰაილაითერი ყვრიმალების წვერებზე კონტურის ხაზგასასმელად. 

3. თხელი ცხვირის ილუზია: მიიყარეთ კონტურის პუდრი ცხვირის ხიდის მხარეებზე (შეჩერდით ნესტოებთან). გადაისვით ჰაილაითერი ცხვირის ხიდზე ვერტიკალური ხაზით.
4. იმისათვის რომ აღარასოდეს გქონდეთ ორმაგი ნიკაპი ფოტოებში, წაისვით თვითგამრუჯავი ყბის ხაზის გასწვრივ და გამოყავით ეს ადგილი. წაისვით ჩრდილი უზადო კონტურისათვის.
 5. წაეთამაშეთ თვალებს, მაგრამ ტუჩები დატოვეთ ბუნებრივი ფერადი ბალზამით ან გლოსით. გადიდებული ტუჩები ხაზს გაუსვამს თქვენი ხაზის სიმრგვალეს, მაგრამ მაკიაჟით გადიდებული თვალები კი პირიქით სახის დანარჩენს ნაწილებს დააპატარავებს შედარებით.
6. შეარჩიეთ შესაფერისი წარბის ფორმა. რაც უფრო ზევითაა აწეული წარბის თაღი, მით უფრო აბალანსებს მრგვალ სახეს ვერტიკალური გადაჭიმული იერისათვის.
კიმ კარდაშიანი კონტურული მაკიაჟით. დააკვირდით ყვრიმალებს!
7. წაისვით ჰაილაითერი სახის ცენტრში. გადაანაწილეთ ჰაილაითერი  წარბებს შორის, ცხვირის ხიდზე, ზედა ტუჩის ზევით და ნიკაპის ცენტრში. ეს ტექნიკა გამოკვეთს თქვენს ნაკვთებს  და შეამცირებს სახის სიგანეს.

8. არ დაგავიწყდეთ შუბლი! წაისვით კონტურის ჩრდილი საფეთქლებზე და თმის ხაზის გარშემო, რაც ხაზს გაუსვამს თქვენი ძვლების სტრუქტურას. 

No comments:

Post a Comment