ყოველთვის ცოტა სასაცილოდ
მეჩვენება "ჯანსაღი თმის"
პროდუქციის რეკლამები და განცხადებები. არ არსებობს ჯანსაღი თმა. თმა ფაქტიურად
არის ცილა და კერატინი, სისხლით მომარაგებისა და ნერვული სისტემის გარეშე
და არ აქვს რეპარაციული თვისებები.
თმა არ არის ცოცხალი, ამიტომ ვერ იქნება ჯანსაღი. თმის შესახებ უმჯობესია, გამოიყენოთ ტერმინი "კარგად შენარჩუნება". თუ
თმა დაზიანდა, ერთადერთი გზა თმის აღსადგენად
არის დაზიანებული თმის სიგრძის მოჭრა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი იერის
მქონე თმისათვის უნდა დავიწყოთ თმის შეჭრით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენი მანქანის
მსგავსად, თქვენს თმასაც სჭირდება შენარჩუნება, რათა შეინარჩუნოს ძალა, ელასტიურობა, და ბზინვა.
ბუნებრივად გაიშრალეთ თმა
პირსახოცით გაშრობა ერთ- ერთი ყველაზე დიდი მიზეზია მამაკაცის
თმის დაზიანებისათვის. როდესაც თმა სველია, ის ძალიან მგრძნობიარეა დაზიანებისადმი.
პირსახოცით თმის გაშრობისას, ზოგიერთი თმა იხლართება პირსახოცის ძაფებში და წყდება,
რაც აზიანებს კუტიკულს (თმის გარე ფენა), თმას და ამტვრევს ბოლოებს. პირსახოცით თმის სწორად გასაშრობად, ჩამოიბერტყეთ
ჭარბი წყალი თავიდან და გადაწიეთ თმა ზრდის მიმართულებით. ასეთ შრობას ცოტა მეტი დრო
სჭირდება, მაგრამ რამდენიმე შეჭრის შემდეგ,
თქვენ შეამჩნევთ სხვაობას რამდენად სხვანაირად გამოიყურება თმა. დარტყმა საშრობი ასევე გავრცელებული მიზეზია დაზიანება
თმის. ფენით შრობაც საზიანოა თმისა და სკალპისთვის.
ჭარბი ფენით შრობა, გამოაშრობს თმასა და სკალპსაც. თუ უნდა გამოიყენოთ ფენი, წაისვით
თერმული მოდელირების სპრეი ან დამარბილებელი თმის დასაფარად და დასაცავად დაზიანებისგან,
გამოიყენეთ სქელ-კბილებიანი სავარცხელი, რათა თავიდან აიცილოთ თმის წიწკნა და ყოველთვის
დატოვეთ თმა ოდნავ ნესტიანი. ეს ხელს შეუშლის თმის გამოშრობას.
გააგრილეთ შხაპი
არაფერია ცხელ შხაპზე უკეთესი, მაგრამ ეს ზიანს მიაყენებს
და გაანადგურებს თქვენს თმასა და სკალპს. ძალიან ცხელი წყალი თმას მოაშორებს ბევრ სასიცოცხლო
ცხიმს და გამოაშრობს მას.
მოერიდეთ ქიმიურ
საშუალებებს
განმეორებითი თმის ღებვა და ვარცხნა, აზიანებს და აშრობს
თმას. გირჩევთ, მოერიდოთ სახლში ქიმიური პროდუქტების გამოყენებას და მიმართოთ კარგ
სტილისტს მსგავსი მომსახურებისათვის. მან უკეთ იცის, რა პროდუქტი უფრო მოუხდება თქვენი
ტიპის თმას. პროფესიონალის მიერ ჩატარებული ასეთი პროცედურები ბევრად უფრო ჰგავს ბუნებრივს,
ვიდრე სახლში ტქვენს მიერ ჩატარებული.
გამოიყენეთ კარგი
ხარისხის შამპუნი და კონდიციონერი
კარგი შამპუნი და კონდიციონერი უკეთ გაასუფთავებს თმას,
დაატენიანებს და ელასტიურს გახდის, და დაარბილებს და გააბზინვარებს კუტიკულს.
გამოიყენეთ სათანადო
ხელსაწყოები
არ გამოიყენოთ ჯაგრისი სველ თმაზე, როცა თმა ყველაზე
სუსტია. სველი თმის დავარცხნისას, გამოიყენეთ
ფართო კბილებიანი სავარცხელი და ნაზად დაიმუშავეთ ჩაკვანძული თმა. მოერიდეთ ცხელ ხელსაწყოებს, როგორიცაა ფენი ან უთო,
რომლებიც გამოაშრობს და დააზიანებს თმას.
შეინარჩუნეთ თმის
კარგი მდგომარეობა
თქვენი თმის მდგომარეობა ხშირად თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის
ანარეკლია. კარგად იკვებეთ, ივარჯიშეთ, დალიეთ ბევრი წყალი, კარგად გამოიძინეთ და შეამცირეთ
ყოველდღიური სტრესი. თუ შეასრულებთ ამას ყველაფერს, შედეგად მიიღებთ ჯანსაღ სკალპს
და კარგ თმას. ასეთი ცხოვრების სტილით თქვენც ჯანმრთელი იქნებით და ეს გაზრდის კიდევაც
თმის ზრდის სიხშირეს.
მოერიდეთ ვიწრო ქუდებს
ვიწრო ქუდი ან კუდი იწვევს თმის ცვენას. თმის ასეთი
მდგომარეობა მუდმივად აზიანებს კუტიკულს და იწვევს თმის წყვეტას.
ხშირი შეჭრა
ერთადერთი გზა დაზიანებული თმის მოსაშორებლად არის ასეთი
ნაწილების შეჭრა. ამიტომ რეგულარულად შეჭრა შეამცირებს მტვრევად ბოლოებს. თუ იზრდით
თმას, მაშინაც კი აუცილებლად შესწორეთ ექვს თვეში ერთხელ, გააკეთეთ ეს მხოლოდ სტილისტთან
და მხოლოდ საჭირო თმის მოსაშორებლად.
ჩახვეული თმის
შემცირება
დაბალი ტენიანობა და პროტეინი თმაში იწვევს თმის ჩახვევას.
ამ პრობლემის შესამცირებლად, გამოიყენეთ კარგი დამატენიანებელი კონდიციონერი. დამარბილებელი
შრატი თმას მიანიჭებს ბზინვარებასა და რბილ იერს.
შეინარჩუნოთ ჯანმრთელი სკალპი
ჯანმრთელი თმა იწყება სკალპით, ამგვარად, გლუვი, ძლიერი,
და მბზინავი თმისთვის დარწმუნდით, რომ კარგად უვლით თქვენს სკალპს.
No comments:
Post a Comment