თითქმის ყველა ქალი
ელის, რომ ექნება საუცხოო
და გასხივოსნებული კანი
ფეხმძიმობისას. სამწუხაროდ, ეს არ
არის ყოველთვის
ასე. რადგანაც
კანის სიკაშკაშე დაკავშირებულია
ფეხმძიმობასთან, ხოლო ორსულობისას ქალის
სხეული განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს, სხვადასხვა რეაქციებს
უნდა ველოდოთ.
ზოგიერთ ქალს
შეიძლება ჰქონდეს გამონაყარი მთელი ფეხმძიმობისას, ხოლო ზოგიერთ მათგანს კი შეიძლება
ჰქონდეს აკნე მხოლოდ პირველ ტრიმესტრში. ზოგიერთ ქალს
ასევე აწუხებს
კანის სიმშრალე. თუ თქვენ
ორსულად ხართ და
გსურთ, რომ შეინარჩუნოთ შესანიშნავი კანი
მთელი ფეხმძიმობისას მნიშვნელოვანია, რომ კანის
რუტინული პროცედურები ჩაიტაროთ. შემდეგი რჩევები
დაგეხმარებათ, რომ
გქონდეთ საუცხოო ფეხმძიმობის სიკაშკაშე:
1. განაახლეთ
თქვენი კანის მოვლის საშუალებები.
ახლა თქვენს კანს განსხვავებული საჭიროებები აქვს ,
ვიდრე მას ჰქონდა დაფეხმძიმებამდე. რადგანაც ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს
თქვენი კანის გაცხიმიანება ან გამოშრობა, თქვენ უნდა შეცვალოთ კანის მოვლის საშუალებები.
კანის მოვლის ზოგიერთი საშუალება შეიძლება
ასევე შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც არ არის სასარგებლო ფეხმძიმე ქალებისთვის.
ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს და დერმატოლოგს კანის მოვლის პროდუქტების შესახებ, რომლებიც
უსაფრთხოა ორსული ქალებისათვის.
2. გადაერთეთ
ტანის დამატენიანებელ დასაბან საშუალებებზე
თქვენი სახის კანის გარდა, თქვენი სხეულის კანსაც ასევე
სჭირდება ზედმეტი ზრუნვა ორსულობის დროს. სხეულის წონის ზრდის გამო დაჭიმვით გამოწვეულმა
სტრესმა და ტრავმამ შესაძლოა თქვენი კანი გახადოს მშრალი და ქავილიანი. საპნების გამოყენება
კანს აცლის კანის ბუნებრივ ცხიმებს და ამცირებს მის ელასტიურობაა. გადაერთეთ ტანის
დამატენიანებელ დასაბან საშუალებებზე, რათა აღადგინოთ კანის ტენიანობა და თავიდან აიცილოთ ქავილი და სიმშრალე.
3. დაიმუხტეთ
მზისგან დამცავებით.
თქვენი კანის მგრძნობელობა შესამჩნევად გაიზრდება ორსულობის
დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანი შესაძლოა ადვილად გაღიზიანდეს და დაზიანდეს მზეზე
გასვლისას. მოერიდეთ კანის გაუფერულებას, სიმშრალეს და გაღიზიანებას მზისგან დამცავის
გამოყენებით, რომელიც უნდა იქცეს თქვენი კანის ყოველდღიურ რუტინად.
4. გაანებივრეთ
თქვენი მუცელი
კანი თქვენს მუცელზე განიცდის უწყვეტ დაჭიმვას მთელი
თქვენი ორსულობისას. ამ დაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ნახეთქები მუცლის
და აგრეთვე სხეულის სხვა მონაკვეთებზე მშობიარობის შემდეგაც. ნახეთქების თავიდან ასაცილებლად
რეგულარულად დაიმასაჟეთ მუცელი დამატენიანებელი ორსულობის გელით ან კრემით.
5. ყურადღება
მიაქციეთ თქვენს მკერდს
თქვენი მუცელი არ არის ერთადერთი, რაც იზრდება ორსულობის
დროს. თქვენი მკერდი ასევე გაიზრდება ემზადება რა ლაქტაციისათვის. მკერდის კანი და
თავები განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და სიმშრალე.
მკერდის კრემების გამოყენებით შესაძლოა შეამციროთ სიმშრალე, ხოლო ბამბის საორსულო ლიფის ტარება შეამცირებს ქავილს.
6. ნუ გადაამეტებთ
მაკიაჟს
ნაკლები მეტია - უნდა იყოს თქვენი დევიზი, მაკიაჟის წასმისას ორსულობისას.
ბაზის სტიკი ან კორექტორი, ფხვიერი პუდრი და მრავალი-მოქმედების ფერის სტიკი არის სულ,
რაც უნდა გამოიყენოთ გაწმენდილ სახეზე. რადგანაც კანი ორსულობისას მგრძნობიარეა და
მიდრეკილია გაღიზიანებისადმი, დამატენიანებლის არჩევისას ჰიპოალერგიული და არა-კომედოგენური
კოსმეტიკის გამოყენება მნიშვნელოვანია.
ეს რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ შესანიშნავი
კანი მთელი ორსულობისას. ამისათვის ჩამოთვლილის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანია, კვება დაბალანსებული დიეტით, რეგულარული ვარჯიშები და საკმარისი დასვენება. შეეცადეთ დაიცვათ ყოველივე ზევით თქმული კარგი ორსულობისა და კიდევ უკეთესი კანის მისაღწევად.
No comments:
Post a Comment