10 შესანიშნავი და უმარტივესი გზა თქვენი ფანტასტიური იერისათვის სადღესასწაულო წვეულებებზე

თუ წინ დიდი რაოდენობით სადღესასწაულო წვეულებები იგეგმება, ნამდვილად დაგჭირდებათ შთაგონება სხვადასხვა იერის შესაქმნელად.  სცადეთ ეს მარტივი გზები უსასრულო ვარიანტებისთვის. 

ოქროსფერი ტუჩის ფერი
ოქროსფერი მაკიაჟი სადღესასწაულო სეზონის მთავარი თემაა, მაგრამ Sarah Hyland-ის გამოხედვას აქვს უნიკალური თავისებურება: ოქროსფერი ტუჩები. ოქროსფერი პომადა ტუბში შესანიშნავია და გამჭვირვალე საფარი ოქროსფერ თვალის მაკიაჟთან ერთად საუცხოოდ გამოიყურება. ასეთი იერის შესაქმნელად დაგეხმარებათ ერთი საყვარელი ჩრდილი: Dolce & Gabbana's Topazio ($36) სიცილიური სამკაულების კოლექციიდან.



აჩეჩილი ტექსტურა
კოქტეილის კაბას დაამატეთ გრილი ეფექტი დაუსრულებელი იერისთვის, Taylor Swift-ის მსგავსად. გაიშრეთ თმა უხეშად და შექმენით აჩეჩილი ტექსტურა თმის ბუნებრივი ტალღების გამოსაყოფად და დაასრულეთ მამოდელირებელი სპრეით მთელს თმაზე. თვალებზე კი გადაისვით ლაინერი ფუნჯით.


კლასიკური სილამაზე
Shay Mitchell კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლასიკური-წითელი ტუჩები, გრძელი წამწამები და სექსუალურად ჩამოყრილი კულულები - ყოველთვის ძალაშია. დაყრილი ტალღების შესაქმნელად, რომლებიც ხაზს უსვამს და გამოყოფს ნაკვთებს, გამოიყენეთ 5სმ-იანი დასახვევი უთო და თმა დააშორეთ სახეს.  


ვარდისფერი სიკაშკაშე
ვარდისფერი ლოყები აუცილებელია. თუ Miranda Kerr-ის მსგავსად ყვრიმალებს გაივარდისფრებთ ნაზი ვარდისფერით, კონტრასტისათვის პომადა კიდევ უფრო გააღიავეთ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ყველა ფერი ერთმანეთს ეხამებოდეს.


მაცდუნებელი ტუჩები
შეცვალეთ თქვენი სადღესასწაულო წითელი ფერი ხარის სისხლისფერი მაცდუნებელი ფერით Kylie Jenner-ის მსგავსად. გამჭვირვალე ჩრდილი მისი თვალის შიდა კუთხეებში გამოყოფს მის ნაკვთებს და არ ამძიმებს იერს.


სუპერ ნაზი ტალღები
დაივიწყე სქელი ტალღოვანი კულულები და დასახვევი უთოს მეშვეობით მიეცი თმას ტალღოვანი ფორმა, როგორც ამ ფოტოზე აქვს Kristen Bell-ს. გამოიყენე ჯოხი უთო, დაახვიე თმა მასზე თმის შუიდან. გააჩერე 10 წუთით და გაუშვი ჩამოყრილ ტალღებად. ჩამოვარცხნე ისე, რომ მხოლოდ მსუბუქად მოიხაროს თმა. დაასრულე მსუბუქი ფიქსაციის თმის სპრეით.

 

გასხივოსნებული კანი

ჰაილაითერით მიიღეთ ასეთი იერი, როგორიც აქ აქვს Karlie Kloss-ს. უმშვენიერესია მისი კლასიკური წითლად შეღებილი ტუჩები, და თვალისმომჭრელია მისი საუცხოო ყვრიმალები. წაისვით თხევადი ჰაილაითერი პირდაპირ ყვრიმალებზე, როგორიცაა ტომ ფორდ გამაღიავებელი ჰაილაითერი ფანქარი ($68,50) ან ჯუის ბიუთი შეუდარებელი ბზინვა ხის ჰაილაითერი ($26,50). თხევადი ფორმულა სასიამოვნოა, რადგანაც ქმნის ნამიან შედეგს და კანს ნაკლებად აშრობს ზამთრის ცივ თვეებში.

 

ნაცრისფერი კვამლისფერი თვალები
შექმენით კამლისფერი თვალის ფერის ეფექტი, როგორიც  აქვს ამ ფოტოზე  Jennifer Lawrence-ს. მსახიობს აქ უსვია ფერმკრთალი ნაცრისფერი თვალის გარშემო, შავის საპირისპიროდ.  ღია ვარდისფერი ტუჩიც ქმნის ღია ფერის ეფექტს.

 

დაყრილი ნაწნავები
ღამის წვეულებისთვის, როცა არ გაქვთ დრო თმის დასაბანად, გაიკეთეთ ერთ-ნაწნავიანი „თევზის კუდი“ თავის გარშემო Bella Thorn-ის მსგავსად. ჩოლკისა და წინ ჩამოყრილი თმის კომბინაცია ქმნის საუცხოო იერს. გარდა ამისა, ეს „თევზის კუდი“ ნაწნავი ტექსტურას ჰმატებს თმას.

 

მდიდრული და მარტივი

როდესაც საღამოს წვეულებაზე თამამ დეკოლტეს ჩაიცვამთ ან რაიმე სამკაულს გაიკეთებთ, თმა და მაკიაჟი სასურველია მსუბუქი გქონდეთ, როგორც ამ ფოტოზე Allison Williams-ს აქვს. შამპანურისფერი ჩრდილებით, ვარდისფერი ტუჩებით და აწეული ვარცხნილობით, მთელი ყურადღება გადატანილია მის ოქროს საყურეზე. 

No comments:

Post a Comment