პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან ხელს უწყობს ჯანსაღი
კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ კბილების
მოვლაში.
1. გაიხეხეთ
მინიმუმ ორჯერ დღეში. კბილების გახეხვის საუკეთესო დრო არის ჭამის შემდეგ. აირჩიეთ
პატარა თავიანი კბილის ჯაგრისი, რომელიც უკეთესად მიწვდება უკანა კბილებს. რბილი ბუსუსები
უკეთესია ღრძილებისთვის.
2. გამოიყენეთ
ფთორირებული კბილის პასტა. ფთორი აძლიერებს კბილის ემალს და
ამცირებს ნადების გაჩენის რისკს.
3. გაიხეხეთ
საფუძვლიანად. კბილების გახეხვას უნდა დაუთმოთ ორ - სამი წუთი.
4. სპეც. ძაფებით - ფლოსით გაიწმინდეთ კბილებშუა ადგილები ყოველდღიურად. ნელი და ნაზი ხეხვის მოძრაობით.
5.შეზღუდეთ
მჟავე სასმელები, როგორიცაა უალკოჰოლო
სასმელები, წვენები, ლიქიორები და ხილის წვენები. საკვები მჟავები არბილებს კბილის
მასალას და ხსნის მინერალებსკბილის ემალში, რაც იწვევს ხვრელებს (ღრმულებს
ან კარიესს). მძიმე შემთხვევებში კბილები შეიძლება "შეჭამოს" ღრძილებამდე.
6. .შეზღუდეთ
შაქრიანი საკვები. ბაქტერია კბილის ნადებში შაქარს მჟავად აქცევს.
7. დაიცავით
კბილები დაზიანებისგან. ატარეთ კაპპა ან მთელი სახის დამცავი სპორტული თამაშებისას.
8. შეეცადეთ
გადაარჩინოთ ამოვარდილი კბილი. შეახვიეთ
პლასტმასის პარკში ან ჩადეთ რძეში და დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს. შესაძლოა,
მოხერხდეს კბილის უკან ჩასმა.
9. კბილები გამოიყენეთ მხოლოდ საკვების საღეჭად . მოერიდეთ
კბილებით კაკლის, თხილის გატეხვას, ბოთლის საცობის ან თავსახურის ან რაიმე შეფუთვის
გახსნას. ამით შესაძლოა კბილი გაიბზაროს ან გატყდეს კიდევაც.
10. მიმართეთ
სტომატოლოგს რეგულარულად შესამოწმებლად. უნდა მიმართოთ სტომატოლოგს ნებისმიერი
კბილის პრობლემისას, როგორიცაა კბილის ტკვილი ან სისხლდენა ღრძილებიდან.
No comments:
Post a Comment