როგორ ვიყოთ ფოტოგენური: 25 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბრწყინვალედ გამოხვიდეთ ფოტოებზე


ხშირად სახიფათოა პოტენციურად უხერხული ოჯახური ფოტოების,  არასახარბიელო ჯგუფური სურათებისა და სხვა ფოტოების გადაღება, რომლებზეც მოგვიანებით გსურთ, რომ ან არ ჩანდეთ ან ბევრმა არ ნახოს და გააუქმოთ თქვენი მონიშვნა. მაშინაც კი, როდესაც მოგწონთ, თუ როგორ გამოიყურებით სინამდვილეში, ხშირად გამოცდილებაა საჭირო იმისათვის, რომ თქვენი რეალური სილამაზე გადაიცეს კამერაზეც. იყო ფოტოგენური, არის უნარი, რომლის დაუფლებაც შესაძლებელია. ქვევით მოცემულია, რამდენიმე ჩვენი უსაყვარლესი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გარეთ გამოიტანოთ თქვენი შინაგანი ჟიზელი.
1. თუ მიდრეკილი ხართ, რომ ფოტოებში თვალს ხუჭავთ, დახუჭეთ თვალი ფოტოს გადაღებამდე და გაახილეთ ნელა, სანამ კამერა გადაიღებს. დაუჯერეთ ამ რჩევას და აღარასოდეს აღმოჩნდებით ნახევრად-დახუჭული თვალებით ფოტოზე!
2. ორმაგი ნიკაპის თავიდან ასაცილებლად, დაიგრძელეთ კისერი და ოდნავ წინ წასწიეთ სახე. შეეცადეთ წამოსწიოთ შუბლი და ჩამოსწიეთ ოდნავ ქვევით ნიკაპი. თავს ალბათ საშინლად იგრძნობთ, მაგრამ ფოტოზე შესანიშნავად გამოხვალთ - გპირდებით.
3. დარწმუნდით, რომ თქვენი მაკიაჟი სრულყოფილია, ამბობს ცნობილი ვიზაჟისტი ფიონა სთაილსი, რომელმაც მოამზადა ყველა ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე გასასვლელად, დაწყებული ჰოლი ბერიდან და ჯესიკა ჩესტენით დამთავრებული. „როდესაც ბაზა მეტისმეტად ფერმკრთალია თქვენი კანის ტონისთვის, ეს აშკარად ჩანს, როდესაც აპარატის „ვსპიშკა“ გაანათებს კანს“. ის გვირჩევს - „შეუხამეთ თქვენი კანი მკერდის კანს და დაიმატეთ თხელი ფენა კისერზეც, თუ კისერი უფრო ფერმკრთალია (როგორც აქვს უმრავლესობას).
4. აპრეხილი წამწამები და მასკარა აუცილებელია, დაჟინებით ამბობს სთაილსი. „გაახილეთ ორივე თვალი, რადგანაც თვალები სურათის ცენტრალური ნაწილია. რაც უფრო დიდზეა თვალი ღია, უფრო მეტი სინათლე ჭრის თვალს და  სწორედ ეს არის თვალის ციმციმის მიზეზი!
5. თვალი გადაავლეთ თქვენს საყვარელ ფოტოებს და შეეცადეთ გამოარჩიოთ ნიმუში. რომელი კუთხიდან გადაღებული მოგწონთ თქვენი თავი? როცა იღიმებით ან რაიმე განსაკუთრებულ პოზაში? შეეცადეთ გაიმეოროთ და მიბაძოთ თქვენს საუკეთესო პოზებს შემდეგში ფოტოს გადაღებისას.
6. სცადეთ წითელი ხალიჩის ძველი სკოლის ფოკუსი: გაღიმებისას, განათავსეთ ენა კბილების უკან, რათა თავიდან აიცილოთ სულელური, ძალიან ფართო ღიმილი.
7.ამოავსეთ სიცარიელე წარბებში. თქვენი წარბები გამოხატავენ არა მარტო თქვენს ხასიათსა და ემოციებს, არამედ ისინი ხშირად აჩვენებენ განსხვავებას კარგად გაღვიძებულსა და გახუნებულს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წარბის ოდნავ მუქი ფანქარიც კი, თუ  იცით, რომ სურათს გადაიღებთ, რადგანაც ფოტოზე ნაკვთები უფრო ღია ჩანს.
8. დარწმუნდით, რომ თქვენი თმა ბზინავს. „მბზინავი სპრეი შესანიშნავია თმის გასაბზინვარებლად“. ამბობს ნორმანტი, ცნობილი თმის სტილისტი, რომელიც მუშაობდა ჯულია რობერთსთან, ჯულიანა მურთან და სარა ჯესიკა პარკერთან. მისი რეკომენდაციით, მშრალი ზეთი/სპრეი შექმნის ასეთ ეფექტს.  

9. ფოტოში შესაძლოა განათდეს თმის გამოწეული ღერები, ამიტომ დარწმუნდით, რომ თმის ვარცხნილობა გლუვი გქონდეთ. „კარგი ლაქი ან მშრალი ზეთი გამოგადგებათ, მაგრამ წაისვით ოდნავ“, გვირჩევს  ნორმანტი. „თუ გეშინიათ ბევრი ზეთის წასმა, შეისხით ხელებზე და შემდეგ მსუბუქად შეეცადეთ დაარეგულიროთ გაწეწილი ღერები“.
 10. გაიხედეთ სინათლის მიმართულებით, სანამ ვინმე დააჩხაკუნებს ფოტო-აპარატს. ეს შეკუმშავს თვალის გუგებს და თავიდან აიცილებთ წითელ თვალებს.
11. ფოტო-გადაღების სურპრიზი? სცადეთ ეს ხუთ-წუთიანი მომზადება: შეიშრეთ სახე ქაღალდის ცხვირსახოცით ან ერთფენა საწმენდით, შემდეგ გაივარდისფრეთ ლოყები ჩქმეტით (დიახ, ძველი სკოლაა, მაგრამ რას იზავთ, მუშაობს).
12. Visine-ის რამდენიმე წვეთი თქვენს თვალს გახდის მკაფიოს და ნათელს.
13. ფერ-უმარილი აუცილებელია! უფერული ლოყები სახეს გახდის ორ-განზომილებიანს ფოტოებზე. გამოიყენეთ საშუალო ვარდისფერი ჩრდილი ლოყის ორმოებზე, რაც ხელს შეუწყობს სახის ფორმის განსაზღვრას.  
14. იმუშავეთ კუთხეებზე. კამერის წინ პირდაპირ დგომა ხშირად  არც თუ ისე სასიამოვნოა, ამიტომ თავი ოდნავ სამი-მეოთხედით მაინც მიატრიალეთ ნაკვთების გამოსაკვეთად.
15. მიიღეთ „წითელი ხალიჩის“ პოზა: შემოიდეთ ხელი თეძოზე, მიტრიალდით სხეულით გვერდზე და თავი მიაბრუნეთ კამერისკენ. ეს კლიშეა, მაგრამ სიმართლეა და ნამდვილად უფრო თხელს გამოგაჩენთ.

 16. მოერიდეთ მეტისმეტად ბზინვას სახეზე. „ნებისმიერი რამ ძალიან მბზინავი კანზე, მეტისმეტი გამოვა ფოტოზე“, ამბობს სთაილზი. „ნაზი კაშკაში მშვენიერია სახეზე, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, ეს ნამდვილად გადაამეტებს ბზინვას და მეტისმეტად გაგაპრიალებთ. თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრიალისკენ, შეინარჩუნეთ სახე მქრქალი ან ნახევრად-მქრქალი (ხავერდოვანი შედეგით). დაამატეთ ცოტაოდენი ჰაილაითერი ყვრიმალების წვერზე და ცხვირის ხიდზე წაისვით პუდრი ჰაილაითერი, რომელსაც აქვს ძალიან მსუბუქი ბზინვა“. 
17. მეორეს მხრივ, ოდნავი სიკაშკაშე კისრის ქვევით მიანიჭებს კანს საუცხოო ბზინვას. შეიყარეთ მბზინავი  პუდრი ლავიწის ძვალზე და მხრებზე, როგორიცაა Chanel Natural Finish Loose Powder ($66,50) სრულყოფილი შედეგით.
18. დადექით თეთრი კედლის წინ. ღია ფერის ფონი გაანათებს თქვენს სახეს. თეთრი ფონი ასევე ეხმარება კამერის ავტომატურ პარამეტრებს იპოვოს ფერთა სწორი ბალანსი, ასე რომ თქვენი კანის ტონი არ იქნება ძალიან ვარდისფერი ან ყვითელი.
 19. წაისვით ღია ფერის პომადა. „მუქ პომადას ექნება შესამცირებელი ეფექტი ტუჩებზე.“ ამბობს სთაილზი. „მოერიდეთ მუქ მქრქალ ფერს. ეს ჰმატებს ასაკს. გამოიყენეთ უფრო ღია ფერები“.
20. გადაიღეთ ბევრი ფოტოები! ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფოტოგენურები არიან ზოგადად იღებენ ცოტა ფოტოებს, მაგრამ ფოტოგრაფია ყველაფერი გამოცდილებაა. ქეით მოსსაც კი არ გამოსდიოდა თავიდანვე. რაც უფრო მეტ ფოტოებს იღებთ, უფრო თავისუფლად და უკეთ გამოხვალთ ფოტოებზე.
21. ზევიდან გადაღებული ფოტო უფრო კარგი გამოდის, ვიდრე ქვევიდან. თუ უფრო მაღალი ხართ, ვიდრე ის, ვინც იღებს ფოტოს, სჯობს, დაჯდეთ.
22. მოერიდეთ პირდაპირ შუქზე დგომას. ეს უცნაურ ჩრდილებს წარმოქმნის თქვენს სახეზე. მაგრამ დადექით სახით ბუნებრივი სინათლის წინ, როგორიცაა ფანჯარა ან სადმე სადაც შუქი არტყავს თქვენს სახეს გვერდიდან.
23. დაიკავეთ ხელში რაიმე - სასურველია წითელი არა. რაიმე ნივთის დაჭერა, როგორიცაა ყვავილი ან რაიმე დეკორაცია, უფრო თავისუფალს გახდის თქვენს პოზას და ინდივიდუალობას შეჰმატებს ფოტოს.
24. თვალები რომ  გიკაშკაშებდეთ, შეხედეთ სინათლის წყაროს. ჭაღს ან განათებულ ნაძვის ხეს, რაც სასიამოვნო ანარეკლს მიანიჭებს თქვენს თვალებს.
25. დაივიწყეთ “cheese,” და ამის ნაცვლად მოიფიქრეთ რაიმე სასაცილო. გაეხუმრეთ ფოტოგრაფს. ბუნებრივი ღიმილი ყოველთვის სჯობს ყალბს.


No comments:

Post a Comment