როგორ წავისვათ მაკიაჟი ჩვეულებრივი შეხვედრისთვის

ჩვეულებრივი შეხვედრა/პაემანი ყოველთვის გასართობია, და ალბათ შესანიშნავ დროს გაატარებთ ერთად, რადგან ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ოფლიანი და უმაკიაჟო უნდა გამოცხადდეთ ხოლმე ასეთ შეხვედრაზე.

რჩევები
1. დაინტენიანეთ სახე. არანაირი მძიმე პროდუქტი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი სახე არ გამოიყურება მშრალად და ქერცლიანად.  


2. წაისვით ოდნავ კორექტორი პატარა ლაქებისა და მუწუკების დასაფარად. გადაანაწილეთ თანაბრად. ძალიან ნუ გაერთობით, რადგანაც ზედმეტი კორექტორი სახეს გამოაჩენს ლაქიანს.  

3. გამოიყენეთ მინერალური ბაზა და კარგად შეიზილეთ სახეზე. დარწმუნდით, რომ ფერი სწორად არის შერჩეული. ძალიან ბევრი გოგონა ცდილობს უფრო გარუჯული გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეში არიან,  მაგრამ ბიჭები ამას ამჩნევენ. თქვენ ბევრად უფრო ლამაზი და ბუნებრივი იერი გექნებათ, თუ სწორ ფერს აირჩევთ და არ გამოიყენებთ ძალიან ბევრ ტონალურს.

4.აიღეთ წარბის ფანქარი და ოდნავ გადაისვით წარბებზე, ეს თვალებს გაგიდიდებთ და გამოყოფს. თუ თქვენ ხართ ქერა ან ღია ჟღალთმიანი, გაიმუქეთ წარბები, ხოლო თუ ხართ შავგვრემანი ან მუქი ჟღალთმიანი, პირიქით გაიღიავეთ წარბები.


5. დაიდეთ უფრო ღია თვალის ჩრდილი მთელს ქუთუთოზე და თვალის შიდა კუთხეებზე. ეს გაანათებს და  მკაფიოს გახდის თვალებს.

6. უფრო განსაზღვრული იერისათვის, აიღეთ ღია ყავისფერი ან ნაცრისფერი და გადაისვით თვალის გარე კუთხეში და ნაკეცებში. ისევ და ისევ, ნუ გაერთობით და ძალიან ნუ გადაამატებთ. გახსოვდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პაემანია, არა ფორმალური. ის არაკომფორტულად იგრძნობს თავს, თუ თქვენ  ძალიან გადაიპრანჭებით, იფიქრებს,  თითქოს რაღაცას ელით ამ შეხვედრიდან.  

7. წვრილი ყავისფერი ან შავი ხაზი გადაისვით ზედა ქუთუთოზე. თუ შავს იყენებთ, ძალიან სქლად ნუ წაისვამთ.

.8. წამწამებზე მასკარა წაისვით, როგორც გსურთ, მთავარია, რომ არ შეეწებოს და არ იაქერცლოს. დარწმუნდით, რომ წამწამები არ ეწებება ერთმანეთს და კარგად აიპრიხეთ.

9. თუ გსურთ, რომ სახე უფრო გამოკვეთილი იყოს, ან უფრო თხელი გამოჩნდეს, ბუმბულა ფუნჯით ოდნავ გადაისვით თვითგამრუჯავი. მოიშორეთ ზედმეტი პროდუქტი. არ გამოიყენოთ ფორთოხლისფერი.  ოდნავ გადაისვით სახეზე და უფრო ყვრმალები გამოყავით, აგრეთვე ნიკაპზე, ცხვირზე და შუბლის შუაზე. არ წაისვათ ზედმეტი. თუნდაც თუ ზალიან თეთრი ხართ, ღია ფერის კანი, რომელიც შეესაბამება თქვენს კისერსა და მკლავებს საოცრად ლამაზი იქნება და უფრო თავდაჯერებულიც იქნებით. მამაკაცები ამჩნევენ ამას, და ვისაც ხვდებით,მიფიქრებს რომ რაღაცაშია საქმე, თუ თქვენი სახე ყავისფერი იქნება, ხოლო კისერი თეთრი. რადგანაც ეს ეს არის ჩვეულებრივი პაემანი, უმჯობესია უფრო ბუნებრივად ლამაზი იყოთ.

10. ფერ-უმარილი აუცილებელი შტრიხია, ასე რომ არ გამოგრჩეთ. თოჯინასავით არ უნდა გამოიყურებოდეთ, მაგრამ ოდნავ წაისვით ვარდისფერი ფერ-უმარილი ლოყებზე. ასევე ცვირზე, ნიკაპზე და შუბლზეც. ისე არ გადაამეტოთ, რომ ქუჩაში პატარა ბავშვს გაუკვირდეს და იკითხოს : „დედიკო, ვინ არის ეს სასაცილო ქალბატონი, რატომ არის ასეთი წითელი?“ „უი, შვილო, ნუ უყურებ, უბრალოდ ფერ-უმარილი უსვია“. ძალიან ბუნებრივად და საუცხოოდ უნდა გამოიყურებოდეთ. მამაკაცებს მოსწონთ, როცა გოგონებს სისხლი უჩქეფთ ვენებში.

11. თუ თვალებსაც მიხედავთ, მაშინ მუქი პომადა აღარ წაისვათ.   ტუჩის ლაინერიც არ წაისვათ. არა, არ წაისვათ! ოდნავ ვარდისფერი ან კანისფერი დაიდეთ ტუჩზე, ოდნავი ბზინვისთვის. გსურთ, რომ გაკოცოთ? ის არ გაკოცებთ, თუ თუ წებოვანი და სველი ტუჩები გექნებათ. უმჯობესია ტუჩებს ჰქონდეთ ბუნებრივი ფერის და ნაზი იერი, მას მართლა მოუნდება მათ კოცნა. 

12. სარკეში ჩახედვისას შესაძლოა არ მოგეწონოთ თქვენი თავი ან არ იყოთ დარწმუნებული, თუ როგორ გამოიყურებით. უთხარით თქვენს თავს თუნდაც ხუთი რამ, რაც კარგად გამოიყურება. განსაკუთრებით ის რომ, თქვენ შესანისნავად გამოიყურებით, და რომ ის გთხოვდათ შეხვედროდით მას, რომ არ ეფიქრა, რომ ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური არსება ხართ. თითოეული თქვენგანი უმშვენიერესი და განსაკუთრებულია. შესაძლოა ტელევარსკვლავს არ გავხართ, მაგრამ მერე რა....რამდენიმე წელში „იდეალური სახე“ სულ სხვა ვინმე იქნება და ყველა გადაირთვება. იგნორირება გაუკეთეთ ყველას, თქვენს თავზე გაამახვილეთ ყურადღება და იყავით საკუთარი თავი და ის თქვენ გაგაღმერთებთ. თუ მორცხვი ხართ, ებრძოლეთ ამ თვისებას. უბრალოდ ის თქვით, რაც გინდათ, რომ თქვათ და გაიღიმეთ.

13. დაიხვიეთ თმა, თუ გსურთ.


14. ნუ შეხვლათ იქ ისე თითქოს დანაშაული იყოს, რომ კარგად გამოიყურებით. გაიპრანჭეთ, მოიწონეთ თავი! იყავით თავდაჯერებული! თავი მაღლა ასწიეთ, მხრები ჩამოუშვით. ჩაიცვით, რაც გსურთ. თუ კინოში მიდიხართ, ჯინსი და მაისური მაგარია. კიდევ ერთი რჩევა: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ყყველაფერი ზომიერი, უფრო მომგებიანია. არ ცაიცვათ რაიმე ძალიან თამამი. შესაძლოა ამან აფიქრებინოს „კარგია ერთი რაღაცისთვის“. და თავში მხოლოდ ეს ექნება, თქვენზე არ დაფიქრდება. თუ გსურთ რაიმე სამკაულის გაკეთება, უბრალო საყურე კარგი იქნება. ნუ შეხვალთ ბოსასავით დიდი საყურეებით. ლოსიონი ან სუნამო არაჩვეულებრივია. უყვართ, როდესაც გოგონას სასიამოვნო სურნელი აქვს, ზუსტად ისევე როგორც ეს ჩვენც მოგვწონს. დარწმუნდით, რომ ძალიან მკვეთრი სურნელი არ იქნება და არ დაუხშობს ყნოსვას. წაისვით ცოტაოდენი ლოსიონი მკლავებზე და კისერზე და ყურის უკან. თუ სუნამოს დაისხავთ ჰაერში გაასხით, თავის ზევით და მაჯებზე შეისხით. და როდესაც ნიავი მოუბერავს ნაზად, დარწმუნებული იყავით, რომ 10-დან 9 შემთხვევაში იტყვის „რა კარგი სურნელი გაქვს“. თან გქონდეთ კომპაქტური სარკიანი პუდრი. თუ მიხვდებით, რომ გაითხაბნეთ, ან ცოტა გაწითლდით, მოიწმინდეთ, მაგრამ ძალიან არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ ეს შეხვედრა გასართობი უნდა იყოს და არა სტრესული. და თუ არ გაკოცათ, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არის შემდეგი შეხვედრა. ისე დაშორდით, რომ კიდევ მოუნდეს თქვენთან შეხვედრა. 

No comments:

Post a Comment