ნუ მისცემთ უსწორმასწორო ან დამსკდარ
კანს საშუალებას დააზიანოს თქვენი არაჩვეულებრივი ფრჩხილების იერი
ხელისა და ფრჩხილის მოვლის ამ უმარტივესი რჩევებით, შეძლებთ შეინარჩუნოთ
ფრჩხილებისა და კუტიკულების საუცხოო ეფექტი.
1. გამოიყენეთ ხელის რძისებრი დასაბანი საშუალება. Use a milky hand wash.
რაც უფრო სუფთაა გამწმენდი, მით უფრო შესაძლებელია, რომ გამოაშროს
კანი. აგრეთვე მოერიდეთ საპნებს, რომლებიც შეიცავენ უხეშ ქიმიურ ტრიკლოსანს
(ხშირად მინიშნებულია, როგორც „ანტი-ბაქტერიული"), ასეთის
ნაცვლად გამოიყენეთ ბუნებრივად ანტი-ბაქტერიული ინგრედიენტები, როგორიცაა ჩაის ხის
ზეთი ან ევკალიპტი.
.
2.არასოდეს შეუშვიროთ ხელები მდუღარე ან ყინულიან წყალს. Never put your hands in hot
or icy water.
"ცხელი წყალი აშრობს კანს, რადგანაც აცლის ცხიმს; ცივი კი კუმშავს და
შემდეგ კი აფართოებს კაპილარულ ვენებს, რაც იწვევს სიწითლეს“, გვიხსნის ბევერლი
ჰილსის ცნობილი სალონის მანიკურის სპეციალისტი.
3. შეიზილეთ ზეთები.
"ზეთი
საუკეთესო საშუალებაა კანის დასატენიანებლად“, ამბობს კიმი კიისი, მანიკურის სპეციალისტი და გვირჩევს აპივიტა კრემი მშრალი-დამსკდარი ხელებისთვის ჰიპერიკუმით და ფუტკრის ცვილით ($15).
4. შეიტყვეთ მეტი ნუნების მოვლის შესახებ.
"თუ ნუნები გამომშრალია და აქერცლილი, ნებისმიერი მანიკური ცუდად
გამოიყურება,“ამბობს ლორეალის პარიზის გლობალ ფრჩხილის სტილისტი, ტომ ბაჩიკი.
თუმცა, „ნუნების მოჭრამ შესაძლოა განავითაროს ინფექცია და გააუარესოს,“გვაფრთხილებს
მანიკურის სპეციალისტი ფლერი როუზი. აიქერცლეთ ხელები სქრაბით, შემდეგ მოიჭერით
მხოლოდ აგლეჯილი ნუნები.
დაირბილეთ დანარჩენი
ნუნები კვირაში ერთხელ და ჩააწექით ქვევით ჯოხით.
5. სადეზინფექციო საშუალებით დატენიანება
ეს არის ეტაპი, რომელზეც ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი:
„დიდი რაოდენობით სპირტი აშრობს კანს და ფრჩხილებს, და აჩქარებს გაქლიბვას. უბრალოდ
დააცადეთ, რომ სადეზინფექციო საშუალება გაშრეს.
6.მზისგან დაცვა
ხელები
ისევე შეიძლება დანაოჭდეს და დალაქავდეს, როგორც თქვენი სახე. Shiseido Extra Smooth Sun Protection Lotion SPF 38 ($36) შეურიეთ ლოსიონს, გვირჩევს ერთ-ერთი მანიკურის სპეციალისტი, რადგანაც მხოლოდ მზისგან დამცავმა შესაძლოა
გამოაშროს ხელის კანი“. ხოლო ლაქების გასათანაბრებლად გამოიყენეთ L'Occitane Immortelle Brightening Hand Care SPF 20, რომელიც შეიცავს ზიზილას
მცენარეულ ექსტრაქტს.
7. სცადეთ დაბერების საწინააღმდეგო სახის კრემი.
გამოიყენეთ
L'Oreal Paris Revitalift ($19,50)—მისი შემადგენლობა ხელს უნარჩუნებს ელასტიურობას. წაისვით ეს კრემი
ხელის ზედა მხარეს ღამით.
8. კარგად შეიწილეთ კრემი.
კარგად
შეიწილეთ მავალას ხელის რძე, შემდეგ მოიშორეთ ნარჩენი.
No comments:
Post a Comment