ადამიანების უმეტესობას აქვს ცხიმიანი კანი და ცხიმიანი კანის გამო აქვთ გამონაყარი და კანის სხვა ნაკლოვანებები. თუ თქვენ გაქვთ ასეთი კანი, არ ინერვიულოთ, ქვევით გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ
როგორ წაისვათ მაკიაჟი ცხიმიან კანზე.
რჩევები
1
აიქერცლეთ, აიქერცლეთ, აიქერცლეთ !
მნიშვნელოვანია, ამის
გაკეთება, პირველ რიგში და რამის წასმამდე! რეკომენდირებულია შვრიისა და თაფლის
სქრაბი. ასევე შესანიშნავია სახის ნებისმიერი ზომიერი სქრაბი, ვიდრე კრემი ან
გამწმენდი ქაფი. ეს დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ მკვდარი კანის უჯრედებს. აგრეთვე
საუკეთესოა გამწმენდი გელებიც.
2
დატენიანება. ყოველი ბანაობის შემდეგ ყოველთვის
დაიტენიანეთ სახე მაკიაჟის წასმამდე. დიახ, მართალია, მაცდუნებელია ამის
გამოტოვება, მაგრამ მაკიაჟისთვის მთავარია, რომ შენაჩუნდეს და ამაში სწორედ
დატენიანება დაგეხმარებათ. ამის გარდა,
მნიშვნელოვანი, რომ გამოიყენოთ უცხიმო დამატენიანებლები, და დარწმუნდეთ, რომ
წყალზეა დამზადებული. რეკომენდირებულია კლინიკის დრამატულად განსხვავებული დამატენიანებელი გელი-კომბინირებული ცხიმიანი კანი (დოზატორით) და ეს პროდუქტი
ნამდვილად მუშაობს.
3
მოემზადეთ
მაკიაჟისთვის. ყველა ცხიმიანი კანი განსხვავებულია, მაგრამ ყველასთვის
უმნიშვნელოვანესია უცხიმო ბაზის გამოყენება. ის შესანიშნავად ჯდება პორებში და
საუცხოო შედეგს ქმნის კანზე. ბაზა უნდა წაისვათ თითით, რათა ხელში შეათბოთ ის.
ბაზის ფუნჯით წასმა არ ქმნის საუკეთესო დაფარვას. რეკომენდირებულია სმეშბოქსფოტო ფინიშ პრაიმერის ბაზა უცხიმო. ოდნავ დამატენიანებლის
შერევა ბაზასთან აგრეთვე მეტად თანაბარს გახდის წასმას. აგრეთვე რეკომენდირებულია:
ლორა მერსიე აბრეშუმისებრი კრემის ბაზა დაბობი ბრაუნ კანის ბაზა.
4
ბაზის წასმის შემდგე, დააცადეთ 5-10 წუთი, რათა
დაჯდეს კანზე, გამჭვირვალე პუდრის წასმამდე. (ეს
დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის მაკიაჟზე!) სახის
პუდრის ფუნჯით, შეიფრქვიეთ პუდრი მსუბუქად სახეზე, წრიული მოძრაობით ლოყებზე. არ
გამოგრჩეთ აგრეთვე შუბლი და ცხვირის ხიდი. პუდრს ვიყენებთ ცხიმის შესჩერებლად.
დარწმუნდით, რომ ეს არის მსუბუქი პუდრი, რომელიც არის თქვენი ბაზის ფერში, რათა
უფრო ბუნებრივი იყოს იერი.
5
დასრულებულია.
რჩევები
·
დარწმუნდით, რომ სახე
მშრალი გაქვთ, სანამ მაკიაჟს წაისვამთ.
·
გამჭვირვალე პუდრი მოსახერხებელია,
თუ შეატყობთ, რომ ბაზა ან კორექტორი შორდება სახეს.
·
ცხიმის-შემწოვი ქარალდის
საფენები შესანიშნავია ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად დღის განმავლობაში, შეგიძლიათ შეიძინოთ
ნებისმიერ აფთიაქში.
·
დაიბანეთ ხელები ბაზის
წასმამდე.
·
ყოველთვის შეგიძლიათ
წაისვათ დაპრესილი პუდრი კანზე, თუ ხედავთ რომ კანის გიპრიალებთ.
·
მაკიაჟის დასასმელი
სპრეი შესანიშნავია პუდრის შემდეგ - რეკომენდირებულია - Urban Decay-ის პროდუქცია და
Mac-ის "fix plus".
No comments:
Post a Comment