რა სუნამო გამოვიყენოთ

სუნამო, რომელიც ნამდვილად თქვენია ქმნის თქვენ სტილს -  გმატებთ თავდაჯერებულობას -  დამატებით სტიმულს. შესაძლოა ესა თუ ის სურნელი მართლა თქვენი იყოს, მაგრამ თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული შეიძლება მაინც არ მოგიხდეთ.


მეთოდი 1 3-დან: შესაფერისი სუნამოს შერჩევა

ზოგიერთ ქალბატონს ურჩევნია გამოიყენოს ერთი ბრენდის საფირმო სურნელი, სხვებს კი მოსწონთ მათი  ხშირად ცვლა, შემთხვევისა ან /და სეზონის მიხედვით. მიუხედავად თქვენი არჩევანისა ამ ორს შორის, შესაფერისი სუნამოს არჩევის ცოდნა პირველი ნაბიჯია სუნამოს მომხიბვლელად ტარებისათვის.
1 განვასხვაოთ სუნამოს სხვადასხვა ტიპები.

ოდეკოლონი ქრება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო ტუალეტის წყალი ძლებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.  

სუნამოს წყალი შეიცავს სუნამოს ზეთის უფრო დიდ კონცენტრაციას და ძლებს 4 საათის განმავლობაში. 

კლასიკური სუნამო და სუნამოს ექსტრაქტები შეიცავენ უმაღლეს კონცენტრაციას და ძლებენ 6 საათის განმავლობაში. 

2 შეარჩიეთ თქვენთვის / თქვენი გარემოსთვის შესაფერისი სუნამო.  თუ მუშაობთ პატარა, დახურულ სივრცეში, უნდა მოერიდოთ ძლიერ, გადამეტებულ კონცენტრაციას. 

3 გამოსცადეთ სუნამო დასხმამდე.
·         შეგიძლიათ შეამოწმოთ სუნამოს სუნი ქაღალდზე, რომელსაც ხშირად მაღაზიაში მოგაწოდებენ, თუ თქვენ ყიდულობთ სუნამოს პირადად. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვამოწმებთ სურნელს ქაღალდის ზოლზე, ეს არ იქნება ზუსტად ის სურნელი, რაც თქვენს სხეულზე. სუნამოს განსაზღვრისას შეგეფერებათ/მოგიხდებათ თუ არა, მართებული იქნება, რომ დააცადოთ გაჩერდეს კანზე და შეერიოს თქვენი სხეულს თქვენს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

·       შეგიძლიათ აგრეთვე შეისხათ მცირე რაოდენობა მაჯის შიდა მხარეზე, დააცადოთ ათი წუთი და უყნოსოთ. ეს საშუალებას მოგცემთ მთლიანად შეიგრძნოთ სუნამო, და უფრო მიხვდებით, თქვენია თუ არა ეს სუნამო.

·    სუნამოს აქვს სურნელის სამი ნოტი: ზედა, შუა და ქვედა. ზედა ნოტი მაშინვე ურტყავს ცხვირს, მაგრამ გადის 5 წუთში. შუა ნოტი ვითარდება 10 წუთის შემდეგ და ქვედას სჭირდება 15 წუთი. შუა და ქვედა ნოტებია, რომლებიც ძლებენ საათების განმავლობაში, ასე რომ უნდა დაელოდოთ ამ ნოტებს, რათა მთლიანად გაიგოთ და შეიგრძნოთ სუნამო.

·  მოერიდეთ სუნამოს შესხმას ტანსაცმელზე, რათა მათ არ მიიღონ სურნელი, რომელიც ჯერ არ იცით მოგწონთ თუ არა. სუნამომ აგრეთვე შესაძლოა დაალაქავოს ან ფერი შეუცვალოს გარკვეულ ქსოვილებს, ასე რომ ფრთხილად წაისვით, როცა ჩაცმული ხართ.

შეზღუდეთ რამდენ არომატს გასინჯავთ ერთ ჯერზე. ნუ გასინჯავთ  რამდენიმე სურნელს ერთდროულად.  სამი პარფიუმერული სურნელის გასინჯვის შემდეგ, თქვენი ყნოსვის შეგრძნება კარგავს სიმკვეთრეს, და თქვენ შეიძლება  სწორად ვეღარ შეაფასოთ მოგწონთ თუ არა ესა თუ ის სუნამო.

·                     თუ გასინჯავთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არომატებს, შეგიძლიათ გასინჯოთ ხუთი ან ექვსი, სანამ თქვენი ყნოსვის შეგრძნება დამუნჯდება.
·                     იკითხეთ თუ შეიძლება შეისუნთქოთ ყავის მარცვლები არომატების გასიჯვებს შორის. ყავის მარცვლები ასუფთავებს ცხვირის სასას და საშუალებას მოგცემთ უკეთ განასხვაოთ სუნები დროის მოკლე ინტერვალით. ეს მიდგომაც ვერ გაამართლებს დიდხანს, ასე რომ ერთ ჯერზე უკეთესი აღქმისთვის უმჯობესია ნაკლები სურნელის გასინჯვა.


5 შეარჩიეთ სუნამო, რომელიც თქვენ შეგეფერებათ. უხეშად სუნამოების 75 პროცენტი შეიცავს ვარდისა და ჟასმინის ექსტრაქტს, მაგრამ სურნელის პროცენტული რაოდენობა განასხვავებს თითოეულ მათგანს. უფრო მეტიც, სუნამოები ჩვეულებრივ შეიცავენ  ათასობით სხვა ინგრედიენტებსა და ქიმიკატებს, რომელთაგანაც ბევრი აქტიურად ცვლის სურნელს. ამიტომაც არის, რომ ორი სურნელი არასოდეს  არის ზუსტად ერთნაირი. როგორც ამბობენ, ბევრი სუნამო შეიძლება დაიყოს ოთხ კატეგორიად: ხასხასა სიმწვანის, ტყის ქარვისებრი, ყვავილოვანი ხილის და აღმოსავლური პიკანტური.
·         ხასხასა სიმწვანეს აქვს  მოგონებების გამომწვევი ბალახი, ფოთლები, და მცენარეების სურნელი. მათ როგორც წესი, აქვთ "სუფთა" სუნი და უხდებათ ქალებს ძლიერი, სპორტული ინდივიდუალიზმით. ქალებს, რომლებსაც მოსწონთ თავიანთ სუნამოს ცვლა შემთხვევების მიხედვით, შეიძლება მოეწონოთ სუფთა მწვანე სურნელი გარეთ, დღისით გამოსაყენებლად.
·         ტყის ქარვისებრი სუნამოები მოიცავს ფართო სპექტრის თბილ სურნელს. უმრავლესობა შეიცავს ქარვა, სანდალოზ, კედარ, და სხვადასხვა სუნელებს. სანელებლები კომბინაცია არის სწორედ, რაც ანიჭებს ამ ოჯახის სუნამოებს მრავალფეროვნებას. ქალებს, რომელთაც მოსწონთ უფრო სენსუალური სურნელი, მოეწონებათ ტყისებრი ქარვის სურნელი, განსაკუთრებით საღამოსთვის.
·         ყვავილოვანი ხილის სურნელი აღვიძებს თამამი უმანკოებისა და რომანტიულობის შეგრძნებას. რომელიმე კონკრეტული ყვავილის ან ხილის გარშემო განვითარებული უმეტესი არომატები ხვდებიან ამ კატეგორიაში. ზოგი უფრო ხილის სურნელისკენ მიიწევს, ხოლო სხვებს კი უფრო საყვავილის მაღაზიის სურნელი აქვთ. ასეთი არომატები შესანიშნავია დღისით. ქალებს, რომლებსაც უფრო მოსწონთ ხასხასა, პიკანტური სურნელი, უფრო მოეწონებათ ეს წინა კატეგორია, ხოლო მათ, ვისაც ურჩევნია ელეგანტური რომანტიული სურნელი უნდა ეძიონ უკანასკნელი ტიპის არომატი.
·         აღმოსავლური პიკანტური სურნელი ჰგავს ტყის ქარვისებრ სურნელს, მაგრამ ჩვეულებრივ მასში მეტია ყვავილოვანი ელემენტი. ამ კატეგორიის არომატებში ხშირად გამოიყენება ორქიდეა, ფორთოხლის ყვავილები, ვანილი, ტკბილი სანელებლები, საკმეველი და მუშკი. ასეთი ეგზოტიკური სუნამოები გამოიყენება ნებისმიერ დროს, თუმცა საუკეთესოა საღამოსთვის. ქალბატონებს, რომელთაც სურთ თბილი, იდუმალი და გამორჩეულად ქალური სურნელი, არჩევენ ამ კატეგორიის არომატებს.

მეთოდი 2 3-დან: სუნამოს წასმამდე

კანის მომზადება სუნამოს გამოყენებამდე ხელს უწყობს უფრო ძლიერ, უფრო ხანგრძლივ სურნელის შექმნას.

1
ბანაობის შემდეგ გაიწმინდეთ ლოსიონით კანი სუნამოს წასმამდე, რადგანაც სუნამო უფრო ძლებს სუფთა, დატენიანებულ კანზე.   აბაზანის ან შხაპის შემდეგ მალევე წაისვით სუნამო, თუ შესაძლებელია. ანდა, კარგად დაიბანეთ და წაისვით ლოსიონი ისეთ ადგილებზე, სადაც აპირებთ სუნამოს წასმას. 

2
საპნით დაბანა და ლოსიონის წასმა შრეებად ანაწილებს სურნელს, რომელიც დაასრულებს სუნამოს არომატს.  არომატების კომპლექტები, რომლებშიც შედის შხაპის გელები, ტანის ლოსიონები და სუნამოები განსაკუთრებით ეფექტურია, მაგრამ ნებისმიერ საპონს ან ლოსიონსაც მსგავსი სურნელის ელემენტით ექნება იგივე ეფექტი.   
·         მოერიდეთ დისჰარმონიულ სურნელებს.
       მაგალითად, ნუ დაიბანთ  მკვეთრი ხილის არომატის მქონე შხაპის გელით მუშკის სუნამოს წასმამდე..


მეთოდი 3 3-დან: სუნამოს წასმა

თუ ძალიან ბევრ სუნამოს დაისხამთ, ეს თქვენც შეგაწუხებთ და თქვენს გარშემო მყოფთაც. თუ მეტისმეტად ცოტას წაისვამთ, ის ადვილად დაიკარგება. აუცილებელია, იცოდეთ სუნამოს სწორად წასმა და ტარება; ეს  გარანტირებულად უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს.

1
შეისხით სუნამო პულსაციის წეტილებში, სადაც სისხლი უფრო ძლიერად მიედინება და კანი ყველაზე თბილია.
·         როცა ძლიერ სურნელს იყენებთ, როგორიცაა სუნამოს წყალი ან კლასიკური სუნამო, მხოლოდ ოდნავ წაისვით მაჯაზე ან კისერში.
·         თუ იყენებთ ტუალეტის წყალს ან ოდეკოლონს, ესეც ასევე ოდნავ წაისვით ყურის უკან, მკერდზე, იდაყვებს შიგნიდან, და მუხლებზე.


2
შეისხით სუნამო 10-12 სმ მოშორებით, სურნელის ინტენსიურობის მიხედვით.  რაც უფრო ძლიერია სუნამო, უმჯობესია შეისხათ უფრო შორიდან.
3
ნუ შეიწელთ სუნამოს კანზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა, ეს ანადგურებს კანს და ცვლის არომატის ბალანსს. ამის ნაცვლად, შეისხით მცირე რაოდენობა კანზე და დააცადეთ ბუნებრივად გაშრეს.  



რჩევები

·         შეინახეთ სუნამო მზის სხივებისგან მოშორებით. უფრო გამძლეობისათვის, შეინახეთ სუნამოს ბოთლი გრილ, მშრალ ადგილას. დიდხანს სიცხეში  გაჩერებული სუნამო არა მარტო დაზიანდება, არამედ ბოთლიც კი გატყდება.

·         თუ სუნამოს ვინმესთვის არჩევთ, კლასიკურ სუნამოზე შეაჩერეთ არჩევანი. ბევრი მსუბუქი ყვავილოვანი არომატი უფრო მოსწონს ბევრ ქალს, ვიდრე უფრო მძიმე, ეგზოტიკური სუნამო, რომელთა შეძენაც სჯობს პირადად, ინდივიდუალურად კანზე გასიჯვის მეთოდით.  

No comments:

Post a Comment