ოქროს რჩევები ბავშვის კანის მოსავლელად


  •  ბავშვებს მგრძნობიარე კანი აქვთ, რომელიც ადვილად შრება. ზოგიერთი მშობელი ყოველდღე აბანავებს ბავშვს, მაგრამ ბავშვების უმრავლესობისათვის, განსაკუთრებით კი ჩვილებისათვის,  მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ ბანაობაც საკმარისია. აბაზანებს შორის, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვის სახე და ტანი სუფთად შეინარჩუნონ. ჩვილებისათვის აბაზანა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ჭიპი მოძვრებათ, რასაც დაბადებიდან გარკვეული პერიოდი სჭირდება.  


  •  ბუშტუკებიანი აბაზანის უმრავლესი პროდუქტი დამზადებულია სარეცხ საშუალებებზე, რაც ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს და ზიანს აყენებს ბავშვის მჟავის ბადეს. გარდა ამისა, ბუშტუკებიანი აბაზანა იწვევს ვაგინიტის და საშარდე გზების ინფექციებს ახალშობილებში. ეს პრობლემა იმდენად გავრცელებული გახდა, რომ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბუშტებიანი აბაზანის პროდუქტებს ბავშვებისთვის უნდა მოჰყვებოდეს გამაფრთხილებელი ეტიკეტები ჭარბი ბანაობის საწინააღმდეგო კონსულტაციებით.  თუ გსურთ ბავშვის აბაზანას ჰქონდეს სურნელი, ასეთი პროდუქტების გამოყენების ნაცვლად დაამატეთ ცოტაოდენი ლავანდის ზეთი.
  • ნეონატალური დერმატიტი - ჩვილებს დაბადებიდან პირველ თვეებში ხშირად უვითარდებათ ნეონატალური დერმატიტი, ეს არის კანის მდგომარეობა, როდესაც კანის სკალპი ჰგავს ჭუჭყიანს და ქერცლიანს. სამწუხაროდ, ვერაფრით აიცილებთ ამას თავიდან, მაგრამ ყოველდღიურად სკალპის დაბანით საპნითა და წყლით გაასუფთავებთ სკალპს. შეგიძლიათ აგრეთვე საბავშვო ჯაგრისით ან კბილის ჯაგრისით დაამასაჟოთ ბავშვის რბილი სკალპი.    

თუ თქვენი ბავშვი გადააცილებს დაბადებას, მისი კანი საკმაოდ გამომშრალი და დამსკადრი იქნება. ეს მოსალოდნელია, რადგან ახალშობილის გარსი მთლიანად შეიწოვა კანმა. არ შეცდეთ, და არ გამოიყენოთ რაიმე კრემები ან ლოსიონები, ეს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მის კანს, ვიდრე მოარჩენს. ბავშვის კანის ზედა ფენა აიქერცლება პირველივე დღეებში, და უზადო კანს გამოაჩენს. პირველ თვეს გააგრძელეთ ბავშვის დაბანა სუფთა წყლით.


ჩვენ სმიერ შემოთავაზებული კრემებით ვერ მოარჩენთ ეგზემას, მაგრამ შემოგთავაზებთ პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც გაააქტიურებს სიმშრალეს, ქავილსა და გაღიზიანებას. ქაუშედ ბეიბი ქაუ ორგანიქს მთელი ტანის კრემი, ლოქსიტან ში კარაქის დედის და ბავშვის კრემი, ჟურლიკ ბავშვების დამამშვიდებელი დამატენიანებელი კრემი. ყველა ეს კრემი გამდიდრებულია დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, დამარბილებელი მცენარეული ექსტრაქტებით და ბავშვის კანს ხდის ელასტიურს, ნაზს და ჯანსაღს.
სუფთა, ბუნებრივი, და ნატურალური კრემები დამზადებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და გამოირჩევა სწრაფი შედეგით. თითოეული ინგრედიენტი შერჩეულია დამარბილებელი, დამატენიანებელი, მკვებავი თვისებებით.
გამოიყენეთ ბავშვის კანის მოვლის ბუნებრივი და ნატურალური პროდუქტები, რითიც შეინარჩუნებთ ბავშვის კანს ჯანსაღს. ყოველგვარი მავნე ქიმიური ინგრედიენტების გარეშე, თავიდან აიცილებთ კანის გაღიზიანებასა და საფენების გამონაყარს. ნურასოდეს მიენდობით ბავშვის კანის მოვლასთან დაკავშირებულ სატელევიზიო ან სხვა მედია საშუალებების რეკლამებს. ყოველთვის შეამოწმეთ ბავშვის კანის მოვლის პროდუქციის ეტიკეტი, ნუ შეიძენთ პროდუქციას აქტიური ქიმიური ინგრედიენტების შემადგენლობით. ჩვილის ნაზი კანისთვის ფრთხილად შეარჩიეთ კანის მოვლის საშუალებები.

ბავშვს უნდა მოხსნათ საფენი და ცოტა ხნით გააჩეროთ კარგად განიავებულ ოთახში. სუფთა ჰაერი, და არა მზის სხივი, დიდ როლს თამაშობს საფენის გამონაყარის შეფერხებასა და მორჩენაში.  

ხშირად მშობლები უყურადღებობას იჩენენ და არ იცავენ ჩვილებს მზისგან,  მანქანით მოგზაურობისას. მართალია, შუშა  უზრუნველყოფს ბარიერს UV რადიაცისგან, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ სათანადო დაცვას ხანგრძლივი მოგზაურობისას, ასე რომ დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი უსაფრთხოდ და დაცულად მოგზაურობს. 

1 comment: