როგორ გამოვასწოროთ 8 გავრცელებული შეცდომა

იხილეთ და გამოსცადეთ თქვენს თავზე ეს უმარტივესი რჩევები, თუ როგორ გავუმკლავდეთ სილამაზის ყოველდღიურ  შეხდომებს.

გავრცელებული შეცდომა: გამოიყენეთ კონდიციონერი მთელს თმაზე
თითქმის ყველა იყენებს კონდიციონერს, შამპუნით დაბანის შემდეგ: ვიწყებთ თავის წვერიდან და ვისვამთ მთელს თმაზე. თუმცა თმა ძირებთან ახლოს ჯანსაღია, რადგან ახლად ამოსულია. სწორედ თმის ბოლოებია დიდი ხნის წინ ამოსული და დაზიანებული. ძირებზე კონდიციონერის წასმით გარდა იმისა, რომ პროდუქტს ტყუილად დახარჯავთ, თმის ძირების კონდიცირება დაამძიმებს თმას, რაც წებოვანს გახდის მას, ამბობს ჯინა ლის, ფილადელფიის ცნობილი სტილისტი.
უმჯობესია: კონდიციონერის წასმა უმჯობესია ყურის უკან, და შემდეგ მთელს სიგრძეზე. ამით მოიგებთ მოცულობას და არ დაგჭირდებათ თიმს ხშირად დაბანა.


გავრცელებული შეცდომა: ბაზის წასმა სახეზე დამატენიანებლის გაშრობამდე

დამატენიანებლის კრემიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს მაკიაჟის გათხელება, თუ დამატენიანებლმა ვერ მოასწრო კანში შეწოვა. „ამის შედეგად შეიძლება მივიღოთ გამონაყარუ და საბოლოოდ შეამცირებს ბაზის დაფარვის გამძლეობას მთელი დღის განმავლობაში,“ ამბობს ლორა გელერი, ნიუ იორკ სითის სტილისტი.

უმჯობესია: დააცადეთ 60 წამი, სანამ დამატენიანებელიკარგად გაუჯდება კანს, ან ან თ გეჩქარებათ, შეიშრეთ სახე ქაღალდის საფენით დატენიანების შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით ბაზა.


გავრცელებული შეცდომა: სუნამოს შესხმა, ჩაცმის შემდეგ
სუნამომ შსაძლოა დაალაქავოს ტანსაცმლის ქსოვილი, და ქსოვილის ბოჭკოებმა შესაძლოა ცუდი სურნელად აქციოს სუნამოს არომატი. „სუნამო დამზადებულია კანზე დასასხმელად, სადაც ის ურთიერთქმედებს სხეულის სიცხესთან.“, ამბობს ტერი მოლნარი, ყნოსვის შეგრძნების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ნიუ იორკში.
უმჯობესია: ჩაცმამდე, ოდნავ წაისვით ან შეისხით სუნამო კანზე ერთხელ ან ორჯერ მაჯაზე, პულსაციის წერტილებში - მუხლებზე, ყელზე და ყურის ბიბილოების უკან. მაჯებს ნუ გაუსვამთ ერთმანეთს. ეს არღვევს სუნამოს მოლეკულურ სტრუქტურას. 


გავრცელებული შეცდომა: წარბის რეღების ამოძრობა სარკესთან ძალიან ახლოს
როდესაც კონცენტრირებული ხართ თითოეულ პატარა ღერზე, აღარ ამახვილებთ ყურადღებას მთელი წარბის ფორმაზე. შედეგი? მეტისმეტად წვრილი ან არა-თანაბარი წარბები.
უმჯობესია: მოძებნეთ დიდი სარკე ფანჯარასთან ახლოს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეთ, რათა სახეს დააკვირდეთ. წარბები პროპორციული უნდა იყოს თქვენი სახის ფორმასთან და განლაგებსათან და ნაკვთების ზომებთან. ახლოს მიიწიეთ სარკესთან და დაიწყეთ პინცეტით წარბის ამოცლა. უკან დაიხიეთ ყოველი ღერის ამოღების შემდეგ, რათა შეამოწმოთ წარბების სიმეტრიულობა.

გავრცელებული შეცდომა: კისრის იგნორირება
როდესაც სახეს უვლით, ნუ შეჩერდებით ნიკაპზე: თქვენი კისრის კანი თხელია და უფრო  მგრძნობიარე, ვიდრე სახის კანი და ისევე მიდრეკილია პიგმენტაციის, ელასტიურობისა და ტექტურის ცვლილებებისადმი და დიახ, ნაოჭებისადმიც, როგორც სახე.
უმჯობესია: როდესაც მზისგან დმცავს ისვამთ სახეზე, გააგრძელეთ კისრის ჩათვლით, და მკერდის ჩათვლითაც კი. (წაისვით ხელის ზედა ნაწილზეც, - კიდევ ერთი სუსტი ადგილი). კისრის სპეციალური კრემი საჭირო არ არის“, ამბობს ოლე ჰენრიკსენი, ჰოლივუდის სახის/ტანის სპას მეპატრონე, „ ეს მარეკტინგული ოინებია. თქვენი დღისა და აის სახის დამატენიანებლები, და ასევე სამკურნალო კრემები, ისვე მოქმედებს კისერზეც. თუმცა, თუ გამოიყენებთ ორიდუქციას, რომელიც შეიცავს ალფა ჰიდროქს მჟავებს, ჯერ გაიკეთეთ ადგილობრივი ტესტი.

გავრცელებული შეცდომა: დამატენიანებლის გამოყენება თვალის უპეების შეშუპების შესამცირებლად

მარილიანმა დიეტამ, ბევრ სხვა რამესთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სითხის შეკავება თვალის გარშემო. თავი შეიკავეთ თვალის კრემისგან! დამატენიანებელმა ინგრედიენტებმა შესაძლოა შეაკავოს წყალი კანში, და ამგვარად, დამატენიანებლებმა და თვალის კრემმებმა შესაძლოა კიდევ უარესად შეაშუპოს თვალები, ამბობს ჰეიდი უოლდორფი, ლასერისა და კოსმეტიკური დერმატოლოგიის ცენტრის დირექტორი.

უმჯობესია: თუ კანი თვალის გარშემო შეშუპებულია, მაგრამ არ არის წითელი, გაღიზიანებული ან ქავილიანი, დაიდეთ ცივი კომპრესი ან ყინულის პაკეტი 10-15 წუთით. ამის შემდეგ კი მსუბუქი თვალის გელი კოფეინით. ხოლო თუ კანი თვალის გარშემო შეშუპებულია, წითელი, გაღიზიანებული ან ქავილიანია, აუცილებლად მიაკითხეთ დერმატოლოგს. შესაძლოა ეს იყოს ალერგიული გამონაყარი.

გავრცელებული შეცდომა: აბაზანის ან შხაპის მიღება დაუსრულებლად, სანამ ტანი და თმა არ გახდება „კრისტალურად სუფთა“
შესაძლოა გაგიკვირდეთ ამის გაგონება, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ შხაპში ან აბაზანაში მეტისმეტად დიდხანს ყოფნა ან ძლიერად კანის გახეხვა ბანაობისას - კანს აცლის ბუნებრივ ცხიმებს და ლიპიდებს, რომელიც ატენაინებს და იცავს კანსა და თმას.
უმჯობესია: უპირველესად, განსაზღვრეთ თქვენს ხელთ არსებული პროდუქცია: ლუფას ღრუბელი ან სამკურნალო შამპუნი აცლის კანსა და თმა ცხიმებს, ამბობს ლორეტა ცირალდო, მაიამის დერმატოლოგი და წიგნის „6 კვირა მგრძნობიარე კანისთვის“ ავტორი. ზოგადად, შეამცირეთ შხაპის ან აბაზანის მიღება 10 წუთამდე ან ნაკლებამდე და გამოიყენეთ თბ ილი, არა ცხელი წყალი.

გავრცელებული შეცდომა: ნუ გადაამეტებთ ლაქების მკურნალობას
უი! მუწუკი გამოგივიდათ. უტევთ ადგილობრივი კრემით. შემდეგ,  უკეთესი შედეგისთვის, ისევ ისვამთ ამ საშუალებას. „ასეთი საშუალებების უმრავლესობა შეიცავს მჟავებს, რომლებიც შეიწოვებიან კანში რამდენიმე საათის შემდეგ წასმიდან,“ამბობს ცირალდო. „ასეთი საშუალებების მეტისმეტი გამოყენება გამოიწვევს ანთებას, რაც გამოიხატება სიწითლით, პილინგით და გაღიზიანებით.

უმჯობესია: ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ინსტრუქცია, რომელიც მიუთითებს, რომ მისი გამოყენება შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ. ამგავრად, მოერიდეთ კანის გამოშრობას. 

No comments:

Post a Comment