როგორ გავიკეთოთ სწორი ხაზი თვალის თხევადი ან ფანქარი ლაინერით
1.
წერტილებად დაიდეთ ლაინერი წამწამებს შორის, თვალის შიდა კუთხიდან გარე
კუთხისაკენ.
2.
მსუბუქი მოძრაობით შეაერთეთ წერტილები. თუ გჭირდებათ ხელის გამყარება, ჩამოაყრდენით
იდაყვი სარკეზე ან მაგიდაზე (როგორც ზიხართ).
3.
დაასრულეთ ხაზი, სადაც წამწამები მთავრდება. თუ უფრო თეატრალური პოდიუმის ეფექტი
გსურთ, გააფართოვეთ ხაზი წამწამის გასწვრივ ცოტა უფრო განივრად.
დამატებითი რჩევა: ლაინერის
უფრო მდგრადად დასასმელად, მასზე იმავე
ფერის ჩრდილი გადაისვით, მაკიაჟის წვრილი, მოხრილი ფუნჯით.
როგორ გამოვიყენოთ წამწამების ასაპრეხი
1. დაიწყეთ სუფთა, უმაკიაჟო წამწამებით. (თუ
აიპრიხავთ, მასკარის წასმის შემდეგ, ასაპრეხი შეიძლება მიეწებოს მაკიაჟს და
დააზიანოს ან ამოგლიჯოს თმა).
2. მთლიანი წამწამის ასაპრეხად შეარჩიეთ განიერი
ასაპრეხი. მხოლოდ წამწამების გარეთა კუთხის ასაპრეხად (უფრო ღია-თვალის
ეფექტისათვის), აიღეთ მინი საპრეხი. მოათავსეთ საპრეხი რაც შეიძლება ახლოს ზედა
წამწამების ქვედა ფსკერზე და დაქაჩეთ წამით.
3. გასწიეთ ასაპრეხი ოდნავ გარეთ, შუა წამწამისკენ
და ნაზად გასწიეთ ისევ წამიერად.
დამატებითი
რჩევა: უფრო დრამატული და ხანგრძლივი აპრეხვისთვის, შეუბერეთ
ასაპრეხს ფენით წამიერად დახვევამდე. (ზუსტად ისე, როგორც თმის დახვევისას, მაგრამ
შებერვამდე გასინჯეთ ძალიან ცხელი არ იყოს!).
ჩვენ გირჩევთ:
No comments:
Post a Comment