კანის მოვლის გაკვეთილები

როგორ დავიბანოთ სახე

1.       თავდაპირველად დაიბანეთ ხელები. ჭუჭყიანი თითებით თუ შეეხებით სახეს, შეიძლება ბაქტერიებით აავსოთ კანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პორების დაბინძურება და შემდეგ კი გამონაყარი.
2.       თქვენ შეიძლება არ გჭირდებათ დილით გაწმენდა, თუ თქვენი კანი ცხიმიანია ან თუ თქვენ უბრალოდ ივარჯიშეთ. თუ ღამით, თქვენ იყენებთ გამძლე აკიაჟს, მოიშორეთ ის ყალგაუმტარი-მაკიაჟის მოსაშორებლით ან საწმენდით. ეს საშუალებას მისცემს გამწმენდს, ღრმად შეაღწიოს კანში.
3.       შეისხით სახეზე გრილი ან მოთბო წყალი, შემდეგ თითის წვერებით უხვი რაოდენობის გამწმენდი შეიზილეთ კანში ნაზი წრიული მოძრაობით პროდუქტის სრულიად გახსნამდე, გვირჩევს ლუიჯი პოლა, დერმატოლოგი და the Alchimie Forever-ის, კანის მოვლის ხაზის დამაარსებელი. ჩამოიბანეთ მეტი წყლით, შემდეგ ფრთხილად შეიშრეთ პირსახოცით.
  დამატებითი რჩევა: კრემი გამწმენდები ყოველთვის არ ქაფდება და არ აშორებს ჭუჭყს ისე ეფექტურად, როგორც გელები, ამიტომ გამოიყენეთ ისინი საფენით, ამბობს ელიზაბეთ ტანძი, ვაშინგტონელი დერმატოლოგი, არ დაგავიწყდეთ საფენის დაბანა ყოველი გამოყენების შემდეგ.
როგორ მოვიშოროთ მუწუკი ისე რომ არ დაგვრჩეს ნაიარევი

1.       დაასველეთ ქსოვილი ცხელი წყლით, შემდეგ გაწურეთ. დაიდეთ ის თეთრ თავიან მუწუკზე და არ აიღოთ, გაგრილებამდე.
2.       დააჭირეთ აზად მუწუკის გარშემო აახლოებით 30 წამით ქსოვილით. ეს საკმარისი იქნება, თეთრი თავის ამოსაღებად მოჭერის  გარეშე, ამბობს ქეით როდანი, დერმატოლოგი ოუკლენდიდან და Proactiv Solution -ის კანის მოვლის ხაზითანადამფუძნებელი.
3.       გამოიყენეთ საშუალება, რომელიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს ან სალიცილის მჟავას.
 დამატებითი რჩევა: მუწუკისათვის ხელის ხლება, სანამ ის მზად არ არის ( ანუ  სანამ მისი თავი არ მოთეთრდება), შესაძლოა უფრო ცხიმსა და ჭუჭყს ღრმად ჩასვამს და გაართულებს პრობლემას. მის ამოსაღებად, გამოიყენეთ უცხიმო სამედიცინო გამწმენდი (როგორიცაა Clinique Acne Solutions Clearing Concealer, $24,50, ) დღისით; ღამით წაისვით გამოსაშრობი საშუალება გოგირდით ან თიხით.


No comments:

Post a Comment