რატომ შევიძინოთ ინტერნეტიდან

ონლაინ შოპინგის დადებითი თვისებები

ინტერნეტმა რევოლუცია მოახდინა ჩვენი შოპინგის გაადვილებისთვის. დღეს ძალიან ბევრი ონლაინ ამჯობინებს ამა თუ იმ ნივთი ყიდვას. და რა არის ის მიზებები, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტ მაღაზიიდან შეძენა საუკეთესო საშუალებაა?

მოხერხებულობა  

მოსახერხებელი, ადვილად ხელმისაწვდომი – ჩემი აზრით ყველაზე კარგი დახასიათებაა ონლაინ შოპინგისთვის. აბა კიდევ სად შევძლებთ საღამოს კაბის შეძენა ღამის 12 საათზე? არაა საჭირო ელოდო რიგს, სანამ მაღაზიის ასისტენტი დაგეხმარება, რომ გადაიხადო. ინტერნეტში შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ნივთი სულ რაღაც წუთებში შევიძინოთ, თან ისინი „ღიაა“ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე!

უკეთესი ფასები

ჩემთვის მიმზიდველი კიდევ ერთ–ერთი თვისება ონლაინ შოპინგისთვის, ესაა ხელმისაწვდომი და დაბალი ფასები, ასევე განსაკუთრებული შემოთავაზებები, ფასდაკლებები. სილამაზის ონლაინ მაღაზიას – მარწყვინეტს ხშირად აქვს ხოლმე ძალიან კარგი შემოთავაზებები, ხანდახან 70%–მდე ფასდაკლებებიც კი. როგორც წესი ონლაინ მაღაზიებს უფრო იაფად აქვთ ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი არ იხდიან ქირას და სხვა გადასახადებს, რაც პროდუქციის ფასზეც შესაბამისად იმოქმედებს.

მეტი არჩევანი

მრავალფეროვანი არჩევანი, რასაც ონლაინ მაღაზიებში ვხვდებით, განსაცვიფრებელია. როგორც წესი, ერთ ადგილზე თავმოყრილია სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია. შეგვიძლია სულ  მარტივად შევიძინოთ დედამიწის მეორე მხარიდან ისე, რომ ჩვენი ოთახიდან არ გავიდეთ. ძალიან ხშირად ნივთის გამოგზავნა უფასოც კია.

გაგზავნა საჩუქრად

ონლაინ შოპინგი საშუალებას გვაძლევს მარტივად გავუგზავნოთსაჩუქრები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იმის გაუთვალისწინებლად, ახლოს ცხოვრობენ ჩვენთან თუ არა. თანამედროვე ერაში ვეღარ მოვიბოდიშებთ, რომ საჩუქარი ვერ გავუგზავნეთ მეგობარს დაბადების დღეზე, ან დედას – დედის დღეს, რადგან ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ნაკლები ხარჯი

ძალიან ხშირად იმ დღეს, როდესაც ჩვენ მაღაზიებში მივდივართ, საკმაოდ ბევრს ვხარჯავთ ისეთ რაღაცეებზე, როგორიცაა გზა, საჭმელი, არასაჭირო ნივთები. ონლაინ შოპინგი ამას უსაფრთხოდ აგვაცილებს თავიდან.

ფასების შედარება

ინტერნეტ მაღაზიების ფასები შეგვიძლია სულ რაღც 5 წუთში შევადაროთ ერთმანეთს ისე, რომ არ გავიდეთ სახლიდან და არ დავიღალოთ იმდენი სიარულით, რაც „ნორმალურ“ მაღაზიებისთვის დაგვჭირდებოდა.

ბევრი ხალხი

თუ თქვენც ჩემნაირი ბრძანდებით, მაშინ ალბათ არ გიყვართ ხალხით გატენილი მაღაზიები. ფესტივალებისა და დიდი ფასდაკლებების დროს თავის ტკივილსაც კი იწვევს. ბევრი ხალხი გვაიძულებს სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. სანამ მაღაზიაში შევალთ კიდევ პარკინგის პრობლემებია...

არასასურველი ნივთების შეძენა

ხანდახან მაღაზიის ასისტენტები ისე მოხერხებულად „შეგვაძენინებენ“ ნივთს, რომელიც იმ წუთას ჩვენთვის საოცნებოდ იხატება, ხოლო სახლში მისვლის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ფულის ტყუილი ხარჯვა იყო. ონლაინ შოპინგი რა თქმა უნდა ამასაც აგვარიდებს თავიდან.


თქვენ რას ფიქრობთ? შეგიძინიათ ნივთები ინტერნეტში? რას ფიქრობთ, არის თუ არა მოსახერხებელი ტრადიციულ მეთოდთან შედარებით? გთხოვთ მოგვწერეთ კომენტარის სახით.

3 comments:

  1. ონლაინ შოპინგი საუკეთესო და მომგებიანი საშუალებაა:) მაინტერესებს ფასდაკელბები რამდენად ხშირად გაქვთ?

    ReplyDelete
  2. რა მაგარია, არც ერთ ონლაინ მაღაზიაზე არ მნახავს ამდენი შემოთავაზებები და აქციები. აუცილებლად გამოვიწერ აქედან

    ReplyDelete
  3. მარწყვინეტზე ფასდაკლებები ყოველ დღეა. ყოველდღიური შემოთავაზებების გარდა არის სხვადასხვა ფასდაკლებები, რომლებიც რამდენიმე დღე ან თვეც კი გრძელდება :))

    ReplyDelete