„ბიოდერმა“


ლაბორატორია „ბიოდერმა“ დაარსდა საფრანგეთში 1978 წელს, როგორც ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც ამზადებდა  მედიკამენტების ბაზას ექიმთა რეცეპტების საფუძველზე.
დღესდღეობით ლაბორატორია „ბიოდერმა“ უშვებს კოსმეტოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კანის სხვადასხვა  დაავადებების კომპლექსური მკურნალობისა და პროფილაქტიკისას. ის ერთ-ერთი ლიდერია სამედიცინო კოსმეტიკის საშუალებების წარმოების ტექნოლოგიაში, რაც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დერმატოლოგიაში. ახალი პრეპარატების დამზადებისას „ბიოდერმას“ ლაბორატორიის ფარმაცევტები და ფარმაკოლოგები უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულნი არიან ექიმებისა და მათი პაციენტების მოთხოვნებზე.
სამკურნალო კოსმეტიკის Bioderma-ს გამოყენება უზრუნველყოფს პრობლემური და დაავადებული კანის სწორ და სრულყოფილ მოვლას, აფერხებს კანის ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, მედიკამენტურ პრეპარატებთან ერთად კომპლექსური გამოყენებისას ზრდის მათი გამოყენების ეფექტურობას კანის სხვადასხვა დაავადებებისას.
Bioderma-ს პროდუქცია საფრანგეთში მეორე ადგილს იკავებს ექიმების მიერ გამოწერილ სამკურნალო კოსმეტიკის საშუალებებს შორის. ამჟამად, ეს საშუალებები ინიშნება ხუთი კონტინენტის, 65 ქვეყნის დერმატოლოგების მიერ. Bioderma-ს ლაბორატორიების მიერ დამზადებული სამკურნალო კოსმეტიკა წარმოდგენილია 8 ხაზით, რომელთაგანაც თითოეული არის გამზადებული პროგრამა კონკრეტული დერმატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.
Bioderma-ს ხაზებია:

ატოდერმი - მშრალი კანისა და ატოპიური დერმატიტისთვის;
ჰიდრაბიო - მგრძნობიარე და გამომშრალი კანისთვის;
სენსიბიო - მგრძნობიარე კანისთვის, როზაცეასა და სებორიული დერმატიტისას
ციკაბიო - კანის სამკურნალო პროფილაქტიკა.
სებიუმ - ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის, აკნეს დავადებისას
ფოტოდერმ - მზის გამა, იცავს კანს მზის მავნე ულტრა იისფერი სხივებისგან;.
• WO -
კანის პიგმენტაციის გათეთრება
ნოდე - თმისა და სკალპის მოვლა.

http://ge.strawberrynet.com/skincare/bioderma/
ბეა ესენჩუალზ

კომპანია „ბეა ესენჩუალზ“ დაარსდა 1976 წელს, სწორედ ამ დროს კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქში დიანა რიჩარდსონმა გახსნა ნატურალური კოსმეტიკის თავისი პაწაწინა მაღაზია. დიანამ ნატურალური კოსმეტიკის საკუთარი ხაზის დაარსება გადაწყვიტა ინდოეთში ყოფნის შემდეგ, საიდანაც მას ფერ-უმარილი ჩამოჰქონდა თიხის ქილებით. ეს ფერ-უმარილი დამზადებული იყო უმცირესი მინერალებით, და სწორედ მათი შთაგონებით დიანამ გადაწვიტა,  შეექმნა  ტანისა და სახის მოვლის საშუალებების ხაზი.
დროთა განმავლობაში კომპანიამ დაიწყო დეკორატიული კოსმეტიკის გამოშვება, რომელიც  მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდებოდა. ამასთან, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ისეთი მინერალური პუდრა-ბაზის შექმნას, რომელიც იქნებოდა ბუნებრივი, არ  დაახშობდა პორებს და მოუხდებოდა ყველა ტიპის კანის ქალს. გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა მინერალების შერევის საფუძველზე შეძლეს ასეთი ფორმულის შექმნა. დღეს კი ეს ფორმულა გამოიყენება თვალის ჩრდილების, ფერ-უმარილისა და პუდრის დამზადებისას. ამ მიმართულებას ეწოდება მინერალური კოსმეტიკა mineral cosmetic.
1994 წლიდან კომპანიამ „ბეა ესენჩუალზ“ დაიწყო მუშაობა ლესლი ბლოჯეტთან, რომელმაც მომავალში მიიღო ხუთიდან ერთ-ერთი მფლობელის სტატუსი და გახდა მისი პრეზიდენტი. დღეს ლესლი ბლოჯეტი წარმოადგენს კომპანიის სახეს. მისი დამსახურებით, მილიონობით ქალბატონს შეეცვალა დამოკიდებულება კოსმეტიკისა და მაკიაჟის მიმართ. ლესლი საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, რომ ნატურალურ კოსმეტიკას შეუძლია, სახე არა მარტო აქციოს მომხიბლავად, არამედ  იმუშაოს მის მოვლაზეც. მას შემდეგ, რაც ლესლი გახდა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, დამტკიცდა მინერალური კოსმეტიკის საბოლოო ფორმულა, შეიცვალა შეფუთვა, დაიწყო დამატებითი პროდუქციისა და ჩრდილების წარმოება.

დღესდღეობით კომპანია „ბეა ესენჩუალზ“ პირველ ადგილზეა მინერალური კოსმეტიკის დამზადებით მთელს მსოფლიოში. ამასთანავე, მასში შედის ევროპისა და აშშ-ს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა MD Formulations, Bare Minerals, Buxom, Rare Minerals.
Carols Daughter



ლიზა პრაისმა, ამ კომპანიის დამფუძნებელმა თავისი მომავალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ის მუშაობდა ცნობილი სატელევიზიო შოუს გადაღებებზე, საღამოობით კი თავის სამზარეულოში ამზადებდა სხვადასხვა კრემებს, ლოსიონებსა და ნიღბებს, იყენებდა რა მხოლოდ  ხელთარსებულ ნატურალურ ინგრედიენტებს.

როდესაც მის მიერ დამზადებული პროდუქცით გაავსო არა მარტო მისი სახლი, არამედ უკვე ყველა მისი ნაცნობის ბინა, ლიზას იდეა მოუვიდა გაეყიდა თავისი ხელნაკეთი კოსმეტიკა. იმ პერიოდში მას არ გააჩნდა საშუალება გაეხნსა სავაჭრო წერტილი პროდუქციის გასაყიდად, და მან გადაწყვიტა ეს განეხორციელებინა ფოსტის საშუალებით.

ამგვარად, 1993 წლიდან Carols Daughter-ს კოსმეტიკის შეძენა შეიძლებოდა ლიზა პრაისის პირადად ცნობის გარეშეც. კომპანიამ თავიდანვე განისაზღვრა თავისი პოზიცია, როგორც ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული თმისა და ტანის კოსმეტიკის მწარმოებლის სპეციალიზირებით.


ხოლო როდესაც ბრენდმა მოიპოვა გარკვეული პოპულარობა და დადგა მისთვის სახელის არჩევის საკითხი, ლიზამ გადაწყვიტა გამოეყენებინა დედის სახელი ქეროლ პრაისი, რომელთანაც მას დიდი სიახლოვე აკავშირებდა და კომპანიას დაარქვა Carol’s Daughter.

დაინახა რა, რომ მის კოსმეტიკაზე გაიზარდა მოთხოვნილება და რომ ის რეალურად შეძლებდა მასზე ფულის შოვნას, 
1999 წელს საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ, ლიზამ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პირველი მაღაზია მშობლიურ ქალაქში . შემდეგი 10 წლის განმავლობაში გაიხსნა კიდევ დაახლოებით 5 მაღაზია მთელს ქვეყანაში. დღეს Carol’s Daughter კომპანიის პროდუქცია რამდენიმე საკუთარი მაღაზიის გარდა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სალონებში, აგრეთვე უდიდეს მაღაზიებში, როგორიცაა Macy’s და Sephora.  ქსელის ასეთი სწრაფი გაფართოება შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული ინვესტიციებისა და ცნობილი სახეების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ლიზამ გაიცნო შოუში მუშაობისას, როგორებიც არიან ჯეი-ზი, უილ სმიტი, სტივ სტაუტი. დღესდღეობით კომპანიას დიდი პერსპექტივები აქვს, ხოლო უცხოელ მომხმარებელს კი ის-ღა დარჩენია, რომ შურდეთ ამერიკელების და დაელოდონ ბრენდის გამოჩენას თავიანთ ქვეყანაში.  ჯერ-ჯერობით კი იხილეთ ამ ბმულზე:

საუკეთესო სუნამოები შემოდგომისთვის

შემოდგომის ბურუსიანი მხარე შეიძლება მეტად მიმზიდველი აღმოჩნდეს! იდუმალი და მათრობელა, კანზე „დამჯდარი“ და შეუდარებლად დამათბობელი არომატები - აი, რა არის მთავარი ასეთი დღეების, წვიმიანი ამინდისა და მელანქოლიური განწყობის თანამგზავრი, რომელსაც ისე შეეჩვევით, რომ აღარ მოგინდებათ, რომ შეელიოთ! ამ სეზონისთვის ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე სურნელი, რომლებიც აერთიანებენ აღმოსავლურ ნოტებს - სუნელებს, ზაფრანას, ვანილს, მუსკუსს, ტყავს და ტყისებრ აკორდებს!

ქვევით ფოტოზე იხილავთ:

Kilian Musk Oud
• Rouge Bunny Rouge Provenance Tales Silvan
• Jo Malone Saffron Cologne Intense
• Yves Saint Laurent Noble Leather
• Valentino Valentina Oud Assoluto






„ძლიერი“ ნიღბები კანის დაბერებასთან საბრძოლველად

ეს ნიღბები უკიდურესად ძლიერია. ძვირფასი და ძვირადღირებული ქილები გვპირდებიან კანის გაცისკროვნებას, დაბერების საწინააღმდეგო დაცვას, ტონის გათანაბრებას და სხვა სპეცეფექტებს. შეგიძლიათ კანის ასეთი საშუალება აჩუქოთ დედას ახალ წელს და არც შეცდებით არჩევანში! მაგრამ ამასთან ერთად, შეგიძლიათ გაახაროთ საკუთარი თავიც, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ამ ნიღბების დანიშნულება თქვენთვის არ არის! საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიღბებს არ გააჩნიათ კონკრეტული ასაკობრივი რეკომენდაციები, მაგრამ შესანიშნავად მუშაობენ, როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის გასახანგრძლივებლად მიღებული ზომების კურსი . თუ ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე თქვენი კანი გაფერკმრთალდა, გაღრმავდა მიმიკური ნაოჭები, გაქრა ჯანსაღი ალმური - ჩაიტარეთ ექსპრეს კურსი, ყოველდღიურად საღაამოობით გაიკეთეთ ნიღბები, რომლებიც მიმართულია კანის პირველი ცვლილებებისადმი. ორ-კვირიანი ინტენსიური კურსი საკმარისი იქნება, რათა ადრეული გაზაფხულის დადგომამდე არ გაიხსენოთ კანის მოვლის ძლიერი საშუალებები!
ქვევით ფოტოზე იხილეთ:


Valmont Renewing Pack
Cellcosmet Precious Mask
Carita Biological Face Mask
La colline Cellular Vital Mask
Chanel Sublimage Masque
Dior Masque Satin Fermete Revitalisant