Carol’s Daughter
ლიზა პრაისმა, ამ კომპანიის დამფუძნებელმა თავისი მომავალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ის მუშაობდა ცნობილი სატელევიზიო შოუს გადაღებებზე, საღამოობით კი თავის სამზარეულოში ამზადებდა სხვადასხვა კრემებს, ლოსიონებსა და ნიღბებს, იყენებდა რა მხოლოდ ხელთარსებულ ნატურალურ ინგრედიენტებს.
როდესაც მის მიერ დამზადებული პროდუქცით გაავსო არა
მარტო მისი სახლი, არამედ უკვე ყველა მისი ნაცნობის ბინა, ლიზას იდეა მოუვიდა გაეყიდა
თავისი ხელნაკეთი კოსმეტიკა. იმ პერიოდში მას არ გააჩნდა საშუალება გაეხნსა სავაჭრო
წერტილი პროდუქციის გასაყიდად, და მან გადაწყვიტა ეს განეხორციელებინა ფოსტის საშუალებით.
ამგვარად, 1993 წლიდან Carol’s Daughter-ს კოსმეტიკის შეძენა შეიძლებოდა ლიზა პრაისის პირადად ცნობის გარეშეც. კომპანიამ თავიდანვე განისაზღვრა თავისი პოზიცია, როგორც ნატურალური ინგრედიენტებით
დამზადებული თმისა და ტანის კოსმეტიკის მწარმოებლის სპეციალიზირებით.
ხოლო როდესაც ბრენდმა მოიპოვა გარკვეული პოპულარობა
და დადგა მისთვის სახელის არჩევის საკითხი, ლიზამ გადაწყვიტა გამოეყენებინა დედის სახელი
ქეროლ პრაისი, რომელთანაც მას დიდი სიახლოვე აკავშირებდა და კომპანიას დაარქვა Carol’s Daughter.
დაინახა რა, რომ მის კოსმეტიკაზე გაიზარდა მოთხოვნილება და რომ ის რეალურად შეძლებდა მასზე ფულის შოვნას, 1999 წელს საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ, ლიზამ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პირველი მაღაზია მშობლიურ ქალაქში . შემდეგი 10 წლის განმავლობაში გაიხსნა კიდევ დაახლოებით 5 მაღაზია მთელს ქვეყანაში. დღეს Carol’s Daughter კომპანიის პროდუქცია რამდენიმე საკუთარი მაღაზიის გარდა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სალონებში, აგრეთვე უდიდეს მაღაზიებში, როგორიცაა Macy’s და Sephora. ქსელის ასეთი სწრაფი გაფართოება შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული ინვესტიციებისა და ცნობილი სახეების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ლიზამ გაიცნო შოუში მუშაობისას, როგორებიც არიან ჯეი-ზი, უილ სმიტი, სტივ სტაუტი. დღესდღეობით კომპანიას დიდი პერსპექტივები აქვს, ხოლო უცხოელ მომხმარებელს კი ის-ღა დარჩენია, რომ შურდეთ ამერიკელების და დაელოდონ ბრენდის გამოჩენას თავიანთ ქვეყანაში. ჯერ-ჯერობით კი იხილეთ ამ ბმულზე:

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში შევიძინე ეს პროდუქცია და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ ვეძებ. რა მაგარია, რომ შემიძლია გამოვიწერო აქედანვე. და ისტორიაც ძალიან საინტერესო ჰქონია. მადლობა
ReplyDelete