ბეა ესენჩუალზ

კომპანია „ბეა ესენჩუალზ“ დაარსდა 1976 წელს, სწორედ ამ დროს კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქში დიანა რიჩარდსონმა გახსნა ნატურალური კოსმეტიკის თავისი პაწაწინა მაღაზია. დიანამ ნატურალური კოსმეტიკის საკუთარი ხაზის დაარსება გადაწყვიტა ინდოეთში ყოფნის შემდეგ, საიდანაც მას ფერ-უმარილი ჩამოჰქონდა თიხის ქილებით. ეს ფერ-უმარილი დამზადებული იყო უმცირესი მინერალებით, და სწორედ მათი შთაგონებით დიანამ გადაწვიტა,  შეექმნა  ტანისა და სახის მოვლის საშუალებების ხაზი.
დროთა განმავლობაში კომპანიამ დაიწყო დეკორატიული კოსმეტიკის გამოშვება, რომელიც  მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდებოდა. ამასთან, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ისეთი მინერალური პუდრა-ბაზის შექმნას, რომელიც იქნებოდა ბუნებრივი, არ  დაახშობდა პორებს და მოუხდებოდა ყველა ტიპის კანის ქალს. გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა მინერალების შერევის საფუძველზე შეძლეს ასეთი ფორმულის შექმნა. დღეს კი ეს ფორმულა გამოიყენება თვალის ჩრდილების, ფერ-უმარილისა და პუდრის დამზადებისას. ამ მიმართულებას ეწოდება მინერალური კოსმეტიკა mineral cosmetic.
1994 წლიდან კომპანიამ „ბეა ესენჩუალზ“ დაიწყო მუშაობა ლესლი ბლოჯეტთან, რომელმაც მომავალში მიიღო ხუთიდან ერთ-ერთი მფლობელის სტატუსი და გახდა მისი პრეზიდენტი. დღეს ლესლი ბლოჯეტი წარმოადგენს კომპანიის სახეს. მისი დამსახურებით, მილიონობით ქალბატონს შეეცვალა დამოკიდებულება კოსმეტიკისა და მაკიაჟის მიმართ. ლესლი საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, რომ ნატურალურ კოსმეტიკას შეუძლია, სახე არა მარტო აქციოს მომხიბლავად, არამედ  იმუშაოს მის მოვლაზეც. მას შემდეგ, რაც ლესლი გახდა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, დამტკიცდა მინერალური კოსმეტიკის საბოლოო ფორმულა, შეიცვალა შეფუთვა, დაიწყო დამატებითი პროდუქციისა და ჩრდილების წარმოება.

დღესდღეობით კომპანია „ბეა ესენჩუალზ“ პირველ ადგილზეა მინერალური კოსმეტიკის დამზადებით მთელს მსოფლიოში. ამასთანავე, მასში შედის ევროპისა და აშშ-ს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა MD Formulations, Bare Minerals, Buxom, Rare Minerals.

1 comment:

  1. საქართველოში შეიძლება ამის ყიდვა? ძალიან დავინტერესდი

    ReplyDelete