როგორ იყოთ კლასიკურად ლამაზი


ოდრი ჰეპბერნი, ვივიენ ლი, გრეის კელი, ინგრიდ ბერგმანი, ჟაკლინ კენედი ონასისი, ყველა ზევით ჩამოთვლილი ქალები კლასიკური ლამაზმანები არიან. ისინი ყველა მიხვდა, რომ გასაღები კლასიკური სილამაზისაკენ არის სიმარტივის შენარჩუნება.

როგორ გაიმშვენიეროთ ფეხები



იმისათვის რომ გქონდეთ რბილი, პრიალა ფეხები ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის კონტურებს. მიმზიდველი ფეხები რომ გქონდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მოუაროთ მათ, განსაკუთრებით, როდესაც მშვენიერი ამინდია და შორტი ან ქვედაბოლო გაცვიათ!

კანის მოვლის საშუალებების კომპლექტი


ახლა, როდესაც თქვენ უკვე აითვისეთ ტექნიკა, ქვევით არის ჩამოთვლილი, რითიც უნდა დაიწყოთ. 

კანის მოვლის გაკვეთილები


როგორ დავარბილოთ უხეში კანი
1.      დაამატეთ სოდა თბილ აბაზანას და ჩაწექით 10 წუთით. კანი გახდება უხეში და მშრალი, განსაკუთრებით ქუსლებზე და იდაყვებზე, სადაც კერატინის უჯრედები წარმოქმნის უხეშ გარე ფენას, ამბობს ვერმენ ვერალო-როუელი, დერმატოლოგი მეინიდან. „ სოდა ხელს უწყობს გასქელებული კერატინის მოშორებას და წყალს საშუალებას აძლევს შეიწოვოს კანში და დანამოს კანის უჯრედების ღრმა ფენები“, ამბობს ის. 

2.      აბაზანის შემდეგ, წაისვით ვაზელინის ჟელე უხეშ არეზე, სანამ თქვენი კანი ჯერ კიდევ ნოტიოა, შემდეგ ჩაიცვით ბამბის ტანსაცმელი, რათა სხეულმა შეინარჩუნოს დატენიანება. თუშესაძლებელია, გეცვათესტანსაცმელიმთელიღამით.
3.      როდესაც კანი დარბილდება, თქვენს კანის მოვლის ყოველდღიურ სქემას დაამატეთ ყოველდღიური დამატენიანებელი ასაქერცლი ალფა ჰიდროქსი მჟავით (როგორიცაა Eucerin Professional Repair Extremely Dry Skin Lotion), რომელიც გააუმჯობესებს თქვენი კანის ელასტიურობასა და იერს.

დამატებითი რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ქოქოსის ზეთიც შესანიშნავია. ის შეიცავს ცხიმოვან მჟავას დ იცავს კანის ბარიერის ფუნქციას.

როგორ წავისვათ ფენებად კანის მოვლის საშუალებები
1. როგორც პიტერ თომას როთი ამბობს კანის მოვლის საშუალებები წაისვით ეპონიმური კანის მოვლის ხაზის თანმიმდევრულობის მიხედვით, მსუბუქიდან უფრო მსუყემდე, ჯერ თვალის კრემი და შრატი, თ იყენებთ მათ.
2. შემდეგ დამატენიანებელი.
3.და ბოლოს, მზისგან დამცავი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ თქვენი დამატენიანებელი არ შეიცავს SPF 15-ს მაინც.

დამატებითი რჩევა: უკიდურეს შემთხვევაში, თვალის კრემის გამოყენება შეგიძლიათ, სახის კრემად. თქვენი თვალის კანი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის სახეზე, ამიტომ რასაც თვალზე იყენებთ, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება მთელს სახეზეც.  

კანის მოვლის გაკვეთილები

როგორ დავიბანოთ სახე

1.       თავდაპირველად დაიბანეთ ხელები. ჭუჭყიანი თითებით თუ შეეხებით სახეს, შეიძლება ბაქტერიებით აავსოთ კანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პორების დაბინძურება და შემდეგ კი გამონაყარი.
2.       თქვენ შეიძლება არ გჭირდებათ დილით გაწმენდა, თუ თქვენი კანი ცხიმიანია ან თუ თქვენ უბრალოდ ივარჯიშეთ. თუ ღამით, თქვენ იყენებთ გამძლე აკიაჟს, მოიშორეთ ის ყალგაუმტარი-მაკიაჟის მოსაშორებლით ან საწმენდით. ეს საშუალებას მისცემს გამწმენდს, ღრმად შეაღწიოს კანში.
3.       შეისხით სახეზე გრილი ან მოთბო წყალი, შემდეგ თითის წვერებით უხვი რაოდენობის გამწმენდი შეიზილეთ კანში ნაზი წრიული მოძრაობით პროდუქტის სრულიად გახსნამდე, გვირჩევს ლუიჯი პოლა, დერმატოლოგი და the Alchimie Forever-ის, კანის მოვლის ხაზის დამაარსებელი. ჩამოიბანეთ მეტი წყლით, შემდეგ ფრთხილად შეიშრეთ პირსახოცით.
  დამატებითი რჩევა: კრემი გამწმენდები ყოველთვის არ ქაფდება და არ აშორებს ჭუჭყს ისე ეფექტურად, როგორც გელები, ამიტომ გამოიყენეთ ისინი საფენით, ამბობს ელიზაბეთ ტანძი, ვაშინგტონელი დერმატოლოგი, არ დაგავიწყდეთ საფენის დაბანა ყოველი გამოყენების შემდეგ.
როგორ მოვიშოროთ მუწუკი ისე რომ არ დაგვრჩეს ნაიარევი

1.       დაასველეთ ქსოვილი ცხელი წყლით, შემდეგ გაწურეთ. დაიდეთ ის თეთრ თავიან მუწუკზე და არ აიღოთ, გაგრილებამდე.
2.       დააჭირეთ აზად მუწუკის გარშემო აახლოებით 30 წამით ქსოვილით. ეს საკმარისი იქნება, თეთრი თავის ამოსაღებად მოჭერის  გარეშე, ამბობს ქეით როდანი, დერმატოლოგი ოუკლენდიდან და Proactiv Solution -ის კანის მოვლის ხაზითანადამფუძნებელი.
3.       გამოიყენეთ საშუალება, რომელიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს ან სალიცილის მჟავას.
 დამატებითი რჩევა: მუწუკისათვის ხელის ხლება, სანამ ის მზად არ არის ( ანუ  სანამ მისი თავი არ მოთეთრდება), შესაძლოა უფრო ცხიმსა და ჭუჭყს ღრმად ჩასვამს და გაართულებს პრობლემას. მის ამოსაღებად, გამოიყენეთ უცხიმო სამედიცინო გამწმენდი (როგორიცაა Clinique Acne Solutions Clearing Concealer, $24,50, ) დღისით; ღამით წაისვით გამოსაშრობი საშუალება გოგირდით ან თიხით.


მაკიაჟის კომპლექტი, რომელიც სულ თან უნდა გქონდეთ

 


პრაიმერი: შეეცადეთ შეიძინოთ ფერის-მაკორექტირებელი ფორმულა, თუ თქვენი კანი ღაჟღაჟაა ან მოყვითალო; უმჯობესია გელის ტექსტურა, თუ კანი ცხიმიანია, და კრემი, თუ კანი მშრალია.
ბაზა: იმისათვის რომ აღმოაჩინოთ თქვენთვის იდეალური ფერის ტონალური, გასინჯეთ პროდუქტი ყბის ძვალზე - და არა ხელზე, რომელიც ყოველთვის უფრო მუქია, ვიდრე სახის კანი.
 წამწამების ასპრეხი: ეს არის მინიმალური რაც ყოველთვის თან უნდა იქონიოთ, კოსმეტიკის ამ მყარი ინსტუმენტის ჩაგდება შესაძლებელია ჩანთაში, რათა მომენტალურად აიპრიხოთ წამწამები, თუნდაც მაკიაჟი სულაც არ გესვათ. 
მასკარა: გადააგდეთ გამოყენებიდან სამი თვის შემდეგ (მართლა).
წარბის უფერო გელი: რამდენადაც უმნიშვნელო არ უნდა გეგონოთ, ყველა ვიზაჟისტს თან დააქვს ეს უფერო მოსაწესრიგებელი.  ის მოუწესრიგებელ წარბებსაც კი ხდის გლუვს, მისი გამოყენება შეიძლება მასკარადაც, მისი არ ქონის შემთხვევაში.
თვალის ჩრდილის ოთხეული ან სამეული: კანის ტონის ვარდისფერის და ყავისფრის გამოყენება შესაძლებელია დღისიტაც და ღამითაც; ყავისფერი გამოდგება წარბების ამოსავსებადაც.

თვალის ლაინერი: ყავისფერი ფანქარი ყველა ტონის კანს უხდება.

თვითგამრუჯავი-ფერ-უმარილის დუო: გამოიყენეთ თვითგამრუჯავი ისეთ ადგილებზე, სადაც იღებთ რუჯს, ხოლო ფერ-უმარილი ლოყებზე.

ფერადი ტუჩის ბალზამი ან დამატენიანებელი კრემი პომადა:თქვენს ტუჩზე ერთი ან ორი ტონით ღია ან მუქი ფერი შეავსებს თქვენი მაკიაჟის კომპლექტს.

დიდი, ფუმფულა ფუნჯი: თუ მხოლოდ ერთი რამ უნდა გქონდეთ თან, ეს მულტი-მოქმედების ფუნჯი იდეალურია ფერ-უმარილისთვის, თვითგამრუჯავისთვის, და ფხვიერი პუდრისთვის.

თქვენი კოსმეტიკური ჩანთის შიგთავსი - მაკიაჟის  კომპლექტი:

YSL Rouge Volupté Shine in Pink in Devotion, $36, 

Clinique Superbalanced makeup $35,50,

Clinique Blushing Blush -$30 



უკან-ძირითადისაკენ სილამაზის რჩევები და გამოცდილი ხერხები

როგორ გავიკეთოთ სწორი ხაზი თვალის თხევადი ან ფანქარი ლაინერით
1. წერტილებად დაიდეთ ლაინერი წამწამებს შორის, თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხისაკენ.