სამოც
წელზე მეტის წინ დებმა მარია და როზა კარიტებმა, მეოცნებე, ტემპერამენტიანმა ქალბატონებმა მიზანდასახული ხასიათით მიმართეს თავიანთ ნიჭი ქალური სილამაზის სამსახურისაკენ.
წარმოშობით ტულუზიდან,
დებმა სრულიად გადაატრიალეს თმის ვარცხნილობისა და
სილამაზის შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენა და გახდნენ პირველი საქმიანი პარიკმახერი-ქალბატონები პარიზში.
1945
წელს მათ გახსნეს თავიანთი პირველი სალონი პარიზში, მისამართზე ფობურ სენტ ონორეს ქუჩა, #5, რათა მალე გაეხსნათ ამ ქუჩაზევე, 11 ნომერში სილამაზის სახლი.
დების
შემოქმედებითი მიდგომა, გამბედაობა და ორიგინალურობა ძალიან სწრაფად უყრის საფუძველს მათ თანამშრომლობას მოდის ახალგაზრდა ავანგარდულ მხატვრებთან, „ოტ კუტურის“ მომავალ დიდ ოსტატებთან. მათი ცოდნა, გამოცდილება და ფანტაზია იპყრობს კინოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავებისა და ადამიანების ყურადღებას, რომლებიც მუდმივ ინოვაციურ ძიებაში არიან.
დებმა
კარიტებმა დატოვეს უნიკალური მემკვიდრეობა: მსოფლიოში ცნობილი სილამაზის ბრენდი, რომლის კონცეფციაც ეფუძნება პროფესიონალების ფუფუნების, ქალურობისა და გამოცდილების სრულყოფილ კომბინაციას.
კარიტას კანის მოვლის დაბერების საწინააღმდეგო სფეროს სპეციალისტი კოსმეტოლოგიის უახლესი მიღწევების შედეგების საფუძველზე, გამოხატავს თვითმყოფადობასა და ინდივიდუალურობას სრულყოფილი სილამაზის კონცეფციის, უნიკალური პროდუქტებისა და ეფექტური მკურნალობის მეშვეობით.
CARITA დღეს - ეს არის "გლამური", მხოლოდ გადამეტებისა და პრეტენზიულობის გარეშე. ეს არის სრულყოფის, დახვეწილობის, ზე-ელეგანტურობის, სინატიფის განსახიერება, რომელიც ყველაფერშია: საშუალებების ტექსტურებში, მომსახურეობაში და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაში.
No comments:
Post a Comment