CHANEL


Chanel-
ის  სახლი (ხშირად უბრალოდ Chanel, გამოითქმის შანელი) - ფრანგული კომპანია, ფუფუნების საშუალებების მწარმოებელიმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლია.
შტაბ -ბინა -Place Vendome, პარიზი.
დაარსები თარიღი - მეოცე საუკუნის დასაწყისი
პირველი ბუტიკი - 1913 წელი
დამფუძნებელი - გაბრიელ ბონხეერ შანელი ( 1883 წლის 19 აგვისტო - 1971 წლის 10 იანვარი) - ლეგენდარული „კოკო“ შანელი.
საქმიანობა - ვაჭრობა და დიზაინერული საქონელის წარმოება: ტანსაცმელი, კოსმეტიკა და პარფიუმერია, სამკაულები, აქსესუარები. დაახლოებით 100 ბუტიკები მთელ მსოფლიოში. ამ ეტაპზე, Chanel-ის სახლის  მთავარი დიზაინერია კარლ ლანგენფელდი.
მხოლოდ ერთი სიტყვა Chanel - წარმოადგენს დახვეწილობის, ფუფუნებისა და ორიგინალურობის სინონიმს. მაგრამ ამის გარდა,  ეს სიტყვას უკვე არის საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი. ბევრი მოდის მიმდევარისთვის Chanel - არის მოდის კულტურის უმაღლესი წერტილი. ჟურნალ «L'Expansion»-ის კვლევის თანახმად, Chanel ფრანგების უსაყვარლესი ბრენდია. მაგრამ, როგორ მოახერხა  კოკო შანელმა ასეთი სიმაღლეების მიღწევა: მოახდინა მოდის რევოლუცია, გამხდარიყო ლეგენდარული ფიგურა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, ხოლო მისი კომპანიისგან შეექმნა ნამდვილი მოდის იმპერია? ამ ყველაფრისთვის საჭირო იყო ნიჭი, თავდაუზოგავი შრომა და შეუცდომელი ინტუიცია.
ფასეულობები
ფუფუნება
„ფუფუნება სიღარიბის საპირისპირო კი არ არის, არამედ ვულგარულობისა“ - გაბრიელ შანელი.
სტილი
„მიყვარს, როდესაც ჩემთან საუბრობენ მოდაზე. შანელი - უპირველე ყოვლისა - სტილია. მოდა გადის მოდიდან, სტილი - კი არასოდეს“- გაბრიელ შანელი.

მადმუაზელ შანელი ქმნიდა და კარნახობდა არა მარტო ტანსაცმლის მანერას, არამედ ცხოვრების წესსაც. მისი სტილი: მოძრაობის თავისუფლება, კომფორტი, ელეგანტურობა, თავშეკავება, სიმარტივე და სუფთა ხაზები.
შემოქმედება
ბრენდმა შანელმა უნდა გააკვირვოს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის უნდა იცოდეს,  სად არის პროვოკაციის საზღვრები, რათა არ ავნოს თავის მემკვიდრეობას და უზრუნველყოს ბრენდის  არსებობის გაგრძელება მოწყენილობის გარეშე.
შესაბამისობა
თავისი შემოქმედების წყალობით, შანელი მუდმივად ანახლებს თავის სტილს და იცის, როგორ უნდა დააკმაყოფილოს თანამედროვე ქალბატონებისა და ეპოქის მოთხოვნები.
თანამედროვეობა
მადმუაზელ შანელმა შეცვალა ქალის სახე. ქალს უნდა შეეძლოს გააგრძელოს განვითარება და გაოცება. ბრენდი Chanel მუდამ რჩება თანამედროვედ, რადგან იგი უარს ამბობს ჩვევებსა და რუტინულობაზე.
ქალურობა - ცდუნება
CHANEL -  ქალის სამყაროს ელეგანტურობა, დახვეწილობა და ჰარმონია, რომელშიც ქალი უპირველესია.
ოცნება
CHANEL შეუძლია ქალის გადაადგილება სილამაზის და სრულყოფის სამყაროში, რომელზეც მათ შეეძლოთ მხოლოდ ოცნება.
პრესტიჟი
ბრენდის პრესტიჟი დიდი მონდომებით განვითარდა დროთა განმავლობაში, და ვითარდება შემქნელებისა და ყველას  ძალისხმევით, ვინც წარმოადგენს ბრენდს Chanel.
უპირატესობა
უამრავი ნიჭის ალქიმია, მათი მუდმივი ყურადღება დეტალებისადმი საშუალებას აძლევს CHANEL მიაღწიოს სრულყოფილებას და სიმაღლეებს.
ხარისხი
ეს არის ბრენდის არსებობის მიზეზი - ყველა პროდუქტი ამაყად ატარებს CHANEL ლოგოს

http://ru.strawberrynet.com/skincare/chanel/

No comments:

Post a Comment