Cath Kidston

Cath Kidston - მოდური ინგლისელი დიზაინერი, მწერალი და ბიზნესლედი.  მისი კომპანია Cath Kidston Ltd ჰყიდის საოჯახო ნივთებს მაღაზიებში, ინტერნეტითა და კატალოგით. ეს ბრენდი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ნოსტალგიური ტრადიციული ინგლისური ყვავილებიანი ნახატებით.
ყველაფერი კი 19 წლის წინ დაიწყო „ძველმანების მაღაზიის“ გახსნით (როგორც თვითონ კეტი  ეძახის თავის პირველ მაღაზიას) ნოტინგ ჰილში, ლონდონში. იქ იყიდებოდა ხელით შეკერილი ჭურჭლისთვის საწმენდები, ქსოვილები ინგლისური ნახატებით და ავეჯზე გადასაკრავი ღია ფერის  ქსოვილები რესტავრაციისათვის. ახლა კი ნახატებს  ამშვენებს დიზაინერის ჰემპშირში გატარებული ბავშვობის მოგონებების  მოტივები, რომელთა სპექტრიც მუდმივად ფართოვდება. ისინი გადმოსცემენ ნამდვილ ინგლისურ ხასიათს. მილიონობით ბრიტანელი ყიდულობს ნივთებს  Cath Kidston-ის ორიგინალური პრინტებით.
დღეს Cath Kidston-ის მაღაზიები გახსნილია მთელს დიდ ბრიტანეთში, მათ შეხვდებით აგრეთვე ირლანდიაში, იაპონიაში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდში და ქუვეიტში.
ბოლო დროს კი Cath Kidston-მა გამოუშვა კანის მოვლის ხაზიც, რომელიც გაფორმებულია ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი სტილით.

















No comments:

Post a Comment