Harajuku Lovers პირველად
გამოშვებისთანავე, 2008 წელს შემიყვარდა... ტელევიზორებისა და ჟურნალებისგან. რა თქმა
უნდა მე მისი სურნელი არ ვიცოდი, მაგრამ სურათებიდანაც ისეთი აურა ჰქონდა, რამაც თავი
შემაყვარა და გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი თოჯინა აუცილებლად მალე ჩემი გახდებოდა. თუმცა
ჩემი და ჰარაიუკუს ჩუმი სიყვარული ამბავი ჩემს მეუღლესაც გაეგო და იმავე წელს, ჩემ
დაბადების დღეზე ეს ბეიბი მაჩუქა <3 იმის
შემდეგ ჩემს კოსმეტიკურ მაგიდაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰარაიუკუ
ლავერსის სხვადასხვა თოჯინებს.
გადავწყვიტე ამ არაჩვეულებრივი სუნამოს შესახებ თქვენთვისაც
მომეთხრო.
ჰარაიუკუ ლავერს 2005 წელს დაარსდა გვენ სტეფანის მიერ.
გვენ სტეფანი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსია როგორც თავის ბენდთან
No Doubt-თან
ერთად, ასევე როგორც სოლო მომღერალი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ჩაცმულობითა
და პერსონალუი სტილით. სტეფანის გატაცებამ იაპონური ქუჩის მოდითა და ახალგაზრდობის
კულტურით შთააგონა ჰარაიუკუ ლავერზ-ის შექმნა. მისი სუნამოები გამოირჩევა „საყვარელი“
შეფუთვით, რაც წარმოადგენს სტეფანს („G”
თოჯინები ქერა თმით) და მასთან ერთად მოცეკვავე 4 გოგონას - სიყვარული,
ანგელოზი, მუსიკა და ბეიბი - სხვადასხვა ჩაცმულობითა და პოზებით.
გამოშვებულია 23 სახის ჰარაიუკუ ლავერზ-ის სუნამო. პირველი
გამოშვება -2008 წლით, ხოლო უახლესი კი 2011 წლით თარიღდება.
თითოეული სუნამო შედგება ორი ნაწილისგან. ზედა ნაწილი
არის შუშის თოჯინა, რომელიც გამოხატავს სტეფანსა და 4 მოცეკვავეს, ხოლო ქვედა ნაწილი
არის სუნამოს ბოთლი. მათ ყუთიც განსაკუთრებული აქვთ, რადგან სწორედ ყუთზე აღწერილია
ამ თოჯინის ამბავი.
ქვემოთ განვიხილავთ სამ სუნამოს ამ ულამაზესი კოლექციიდან.
მუშკისებრი, ყვავილოვანი, ფხვიერი არომატი ვარდის, თეთრი
ყვავილებისა და ვანილის სურნელით.
ბეიბის მარწყვინეტში ახასიათებენ, როგორც უცოდველი და
ამაღელვებელი თოჯინა, რომლის ზედა ნოტებია: ფრიზია, ვარდი და ტკბილი ახალი ბერგამოტი.
შუა ნოტებია: ფორთოხლის ყვავილები, ტიარის ყვავილი და ჟასმინის ფოთლები, ხოლო ქვედა
ნოტებია: თეთრი მუშკი, ნაზი ტყე, ჰელიოთროპი, ვანილი და ია.
იგი 2008 წელს გვენ სტეფანმა ჰარი ფრემონტთან ერთად
გამოუშვა. ბეიბი არის უმანკო და საყვარელი გოგონა.
G of The Sea
G of The Sea ჰარაიუკუ
ლავერზის ყვავილოვანი, ხისებრი და მუშკისებრი სუნამოა დახვეწილი ქალბატონებისთვის. იგი გამოვიდა 2011 წელს. ზედა ნოტებია: წითელი ვაშლი,
წყლის შოშანა და ველური კენკრა. შუა ნოტებია: ფრიზია, პეონი და ჟასმინი, ხოლო ქვედა
ნოტებია: ტყე, მუშკი და ქარვის ტყე.
ეს მშვენიერი ქალთევზა მწვანე კუდით მაშინვე შეგაყვარებთ
თავს.
Wicked Style Love
2010 წელს გვენ სტეფანმა გამოუშვა ჰარაიუკუს სუნამოების
შემდეგი სახეობა - Wicked
Style. ამჯერად ისინი მიუძღვნა ტოკიოს ქუჩების, განსაკუთრებით
ტაკეშიტა-დორის მოდას. ყველა სათამაშო გოგონას აქვს რაღაც ჯადოსნური სტილი, ფერადი
თმა, ტანსაცმელი და საყვარელი ფეხსაცმელები.
Wicked StyleLove შეიცავს მანგოს, მსხლის, ფორთოხლის ყვავილის, ლოტუსის,
იის, ოსმანტუსის, ნექტარინის არომატს, ასევე ღია ტყის, მუშკის, სანდლის ტწყის, რელინისა
და პაჩულის ნოტებს. იგი შთაგონებულია როკოკოს სტილით: თეთრი წინდით, ბლუზითა და ლამაზი
მოსაცმელით.
No comments:
Post a Comment