ჩვენ ყველას გვაქვს მაკიაჟის გორები, იმაზე მეტი, ვიდრე
გვჭირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა შევინახოთ, რას გამოვიყენებთ და რას შეიძლება
ვიყენებდეთ არასწორად? ექსპერტები გვირჩევენ, კარგად გავეცნოთ ჩვენს ხელში არსებულ
პროდუქტს, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სტილი ისევე როგორც ჩაცმულობაში, ასევე მაკიაჟში. ფრთხილად
იყავით იაფფასიან პროდუქციასთან. მათ შეიძლება კანის გაღიზიანებები გამოიწვიოს, თან
როგორც წესი, ისინი ძალიან მცირე ხნით ძლებენ და 1-2 საათში თქვენ უკვე გათხაპნილი
მაკიაჟი გაქვთ. მოკლედ, ქვემოთ განვიხილავთ მაკიაჟის ძირითად პროდუქტსა და მათ ბრენდებს:
ეტაპი 1: ბაზა
Guerlain-ის Ombre Ecla თვალის ბაზა დაგეხმარებათ თვალის გარშემო შავი წრეების დაფარვაში. იგი არბილებს კანს და ავსებს თხელ ხაზებს, ხოლო Youngblood-ის მინერალური ფხვიერი ფაზა მთელი სახის კანის დაფარვას უზრუნველყოფს. პუდრი გამჭვირვალეა, თუმცა კანს ანიჭებს ბუნებრივ, გაცისკროვნებულ ფერს.
ბაზა უნდა წავისვათ: 1. შუბლზე 2. ლოყებზე 3. ნიკაპზე
ეტაპი 2: კორექტორი
პუდრის ბაზის შემდეგ უმჯობესია გამოიყენოთ კორექტორი კრემი, მაგალითად Dermablend, რადგან იგი წყალგაუმტარია და არ ითხაპნება პუდრთან ერთად ხმარებისას. კორექტორი დაგეხმარებათ დაფაროთ ყველა არასასურველი ლაქა სახეზე. ეს კორექტორი ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მაკიაჟი 12 საათის განმავლობაში. თვალების ქვეშ წასმისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიწყოთ ცხვირის მხრიდან და წაისვათ საწინააღმდეგო მხარეს.
ეტაპი 3: ფერ-უმარილი
ფერ-უმარილი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და თვალსაჩინო შტრიხია, ამიტომ აუცილებელია გემოვნებით ავარჩიოთ. Chanel-ის ბრენდს ყველა ენდობა, ასევე ჩვენც. ხელმისაწვდომია ფერების ფართო არჩევანი, თან მოყვება სპეციალური ფუნჯი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი და დახვეწილი ფერების პალიტრა. იგი ადვილი წასასმელია და ხანგრძლივად რჩება კანზე.
ეტაპი 4: თვალები
თვალების მაკიაჟისთვის უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ქვე-ეტაპი. თავიდან ვისმევთ ღია, კანის ფერთან მიახლოებულ ჩრდილს მთელ ქუთუთოზე (რეკომენდაციას გავუწევ Bare Escentual-ის ჩრდილს - შესაშური ცოლი, ამ უნიკალური სახელწოდების გამო:)). თუ გაქვთ სქელი ფუნჯი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაისვით თითებით. შემდეგ წაისვით უფრო მუქი ფერის ჩრდილი, თქვენი თვალების ფერის გათვალისწინებით (Dr Haushka-ს აქვს ლამაზი მუქი ჩრდილები). მუქი ჩრდილი ისმევა წამწამებთან ახლოს და ნელ-ნელა უნდა გადადიოდეს გამჭვირვალესკენ - წარბების მიმართულებით. შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ თვალის ლაინერი. რა თქმა უნდა აქაც გაითვალისწინეთ თქვენი თვალების, ასევე ტანსაცმლის ფერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკარა წამწამების მოცულობის მოსამატებლად.
ეტაპი 5: ტუჩები
ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი ეტაპია ტუჩების გალამაზება. ფერი რა თქმა უნდა თქვენი გემოვნებისა და სტილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მთავარია, პომადა იყოს კარგი ხარისხის და არ ითხაპნებოდეს მალე. Stila-ს ბრენდს პომადების საკმაოდ ხარისხიანი არჩევანი აქვს არც თუ ისე ძვირად, თან იგი ტუჩებზე ციმციმებს და ბზინვარებს, დამატებითი გადატვირთული ბრჭყვიალების გარეშე. პომადასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ლაინერი. სანამ რამდენჯერმე არ წაისმევთ ტუჩის ლაინერს, მანამდე არ მოგეწონებათ და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მაგრამ მთავარია თავდაჯერებულობა, რადგან სხვები სწორედ ამას ხედავენ თქვენში პირველს. რაც მთავარია, ტუჩის ლაინერის სწორედ გამოყენება თქვენს უზადო გარეგნობას უზუნველყოფს! იგი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შესამჩნევი შტრიხია!
No comments:
Post a Comment