მიგაჩნიათ, რომ სახლში მანიკურების გაკეთება რთულია? კიდევ ერთხელ დაფიქრდით! თუ გსურთ, გაიკეთოთ ჩრდილებიანი მანიკური, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ:
- აირთიეთ ორი ფერის მანიკური და წაისვით ძირითადი ფენა ცალ ხელზე, შემდეგ LED განათების ქვეშ სწრაფად გაიშრეთ. გაიმეორეთ მეორე ხელზე;
- შემდეგ აიღეთ მაკიაჟის ღრუბელი და მეორე ფერის მანიკური წაუსვით ზედ. ღრუბელი დაიდეთ ფრჩხილის ბოლოებზე;
- მოიშორეთ გათხაპნილი ფერები და გაიშრეთ.
მართალია საკმაოდ აცივდა, თუმცა ჯერ კიდევ შემოდგომაა. განვიხილოთ შემოდგომის ტრენდები: ფერებში ფართო არჩევანია, თუმცა ფორთოხლისფერი და ყვითელი ფერები ჭარბობს, რადგან ისინი გამოხატავენ შემოდგომის ფოთოლცვენას. ზევიდან შეგიძლიათ დაიკრათ სპეციალური სტიკერები. ამის გამოყენება ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. თუ არ გინდათ დრო დახარჯოთ მანიკურის გაკეთებაში, ამ სეზონისთვის ფრანგული მანიკურები (ე.წ. ფრენჩები) ძალიან მოსახერხებელი და მოდურია.
და ბოლოს: ჩემი ფავორიტი, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავ ჩემი მეგობრის ქორწილში წასასვლელად:
თუ გსურთ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდეთ, მაშინ მკვეთრი ფერების და გამოკვეთილი დიზაინი შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი ფრჩხილებით სამსახურში ალბათ ვერ მიხვალთ. ასე, რომ შეარჩიეთ შაბათ-კვირა ან განსაკუთრებული საღამოები:
სამსახურისთვის უფრო ყურადღების ნაკლებად გამომწვევი, თუმცა ისეთი მანიკური უნდა შეარჩიოთ, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩება. წარმოიდგინეთ ლამაზი მანიკურებით რომ უკაკუნებთ კლავიატურას და მიმზიდველი მამაკაცი რომ დაგადგებათ თავზე... ხომ უნდა ვიყოთ ამ დროს მომზადებულები? :)
აი ამას ძალიან დახვეწილი და გამოცდილი ხელი სჭირდება. პრინტი ძალიან თხელი და წვრილია, თვლების დალაგებაც არ იქნება მარტივი საქმე, ხოლო მანიკურებისთვის 5 საათს ვერ გამოვყოფ ჩემი დაკავებული რეჟიმიდან. ამიტომ, ალბათ სპეციალისტთან მივალ. წარმატებები მისურვეთ :))
No comments:
Post a Comment