უფრო და უფრო მრავალფეროვანი თვალის ჩრდილები იკავებს
მაღაზიების თაროებს. მართალია, ყოველთვის მოგვწონდა ტრადიციული, უბრალო ფერები, თუმცა
ახალი, მოდური თვალის ჩრდილები ისე მომხიბვლელად გამოიყურება, აუცილებლად უნდა სცადოთ
და მიხვდებით კოლექციის განახლების საჭიროებას.
სტილა - თვალის ჩრდილის ტრიო - შამპანურის ბზინვა
სტილას ეს განსაკუთრებული თვალის ჩრდილის ტრიო უნიკალურ
იერს მოგანიჭებთ. ერთ კოლოფშია მოთავსებული ღია ვარდისფერი, მოკრემისფრო და ყავისფერი
ჩრდილები. წაისვით ღია ფერი მთელ ქუთუთოზე, როგორც ბაზა, ხოლო შემდეგ შეურიეთ შუა ტონის
ჩრდილი თვალის ნაკეცებში. ყველაზე მუქი კი წამწამების ქვეშ წაისვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ
სველი ან მშრალი. ქუთუთოებს ოქროსფერი ელფერი ედება. ფერები განგრძლივად რჩება და ბზინვარებს.
ნარს - თვალის ჩრდილის კრემი
ნარსის თვალის ჩრდილის კრემის კოლექცია მრავალი ფერისგან
შედგება: მუსონი, დეკამერონი, დორადო, ველური, კოსმიური გოგონა, პონდერსოა... არასრული
ჩამონათვალია, რაც შეგიძლიათ მარწყვინეტის გვერდზე იპოვოთ.
ნარსის თვალის ჩრდილები დამზადებულია ელასტიურ და კრემისებრ
პუდრზე. აქვს მსუბუქი სტრუქტურა და ხანგრძლივად რჩება კანზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ
ცალკე, ან როგორც თვალის ჩრდილის პუდრის ბაზა უფრო გამძლე ფერისა და სიღრმის მისაცემად.
ჰელენა რუბინსტეინი - ნანატრი თვალები-დუო
ჰელენა რუბინსტეინის თვალის დუო ჩრდილებზე გამოსვლისთანავე
დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ერთ კომპაქტში მოთავსებულია ინტენსიური ჩრდილი და ნაზი,
მბზინავი ჩრდილი, რაც ქმნის შეუდარებელი გრადაციული თვალის მაკიაჟის გაკეთების საშუალებას.
ჰელენა რუბინსტეინის მაკიაჟი განსაკუთრებული კომფორტულობით გამოირჩევა. ის არ ითხაპნება
და საკმაოდ დიდხანს ძლებს კანზე.
კორეს - კორალინა
კორეს თვალის ჩრდილები ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა.
კორალინას ოქროსფერი მწვანე ჩრდილი ნამდვილად გამოგარჩევთ სხვებისგან. იგი დამზადებულია
მკვებავი ინგრედიენტებით , რომელიც კვებავს თვალის ნაზ კანს და უზრუნველყოფს მბზინავ,
მთრთოლ და გამძლე ფერს. მისი გამოყენება ადვილია, ხავერდოვანი, ცხიმგამძლე და თხელი
სტრუქტურა სწრაფად შეიწოვება კანში და არ ითხაპნება.
მწვანე ჩრდილი ძალიან ექსტრავაგანტულია და განსაკუთრებით მწვანე თვალებს მოუხდება :)
ReplyDelete