დიახ, ეს შესაძლებელია! ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ვარიანტი
და რჩევები ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფი მაკიაჟის გასაკეთებლად
1. დაიბანეთ და დაიტენიანეთ სახე
კარგად და სწრაფად გაიწმინდეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საშუალებები. საერთოდ, რეკომენტებულია დამატენიანებელი კრემის წასმა ყოველი მაკიაჟის წინ, რადგან ზოგიერთი კომპონენტი, რომელსაც სხვადასხვა სახის კრემები შეიცავს, აშრობს კანს, დამატენიანებელი კი თქვენს ნაზ კანს ამისგან დაიცავს.
2. გამოიყენეთ ტონალური
წაისვით ტონალური მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გჭირდებათ,
ანუ იქ, სადაც გსურთ რომ კანის ტონი გაათანაბროთ. ყურადღება მიაქციეთ ნიკაპს, ცხვირს,
თვალების გარშემო და ყველა იმ მონაკვეთს, რაც მიდრეკილია გაწითლებისა ან ჩამუქებისკენ.
ტონალური წაისვით არა-თითით (ე.წ. ბეჭდის თითით). ამ სურათზე აღნიშნულია უმრავლესობისთვის პრობლემატური ადგილები და ტონალურის წასმის რეკომენდებული მიმართულება.
3. წაისვით შავი ან ყავისფერი მასკარა
მასკარა (შავი ფერი უნივერსალური გამოყენებისაა; ყავისფერიც საკმაოდ ადვილი წასასმელია) თქვენს თვალებს გამოკვეთს და მოგანიჭებთ განახლებულ იერს.
წაისვით ერთი ფენა, წამწამების ძირებიდან ბოლოებამდე. არაა საჭირო ტუბში ბევრი „ჩაწობა“,
რადგან ამ დროს ტუბში ჰაერი შედის და ხელს
უწყობს ბაქტერიების გამრავლებას
4. გამოიყენეთ ტუჩის საცხი და ფერ-უმარილი
წაისვით ფერ-უმარილი ორივე ლოყაზე (იმ ადგილას, რომელიც
მრგვალდება სიცილის დროს), მიმართულება უნდა იყოს ყურისკენ. ტუჩებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ
გამჭვირვალე ან პრიალა საცხი, რომლის გამოყენებაც ნაკლებ დროს მოიხმარს, ვიდრე ლაინერისა
და პომადის წასმა. გამჭვირვალე საცხის წასმა ადვილია, რადგან არაა საჭირო აბსოლიტური სიზუსტის დაცვა (ისევე, როგორც გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი), შესაბამისად, ამას უფრო სწრაფად მოვახერხებთ და თუ დილას სამსახურში გეჩქარებათ, გამჭვირვალე ტუჩის საცხი საუკეთესო გამოსავალია.
No comments:
Post a Comment