APIVITA

APIVITA - ბერძნული კომპანიაა, რომელიც 1979 გამოჩნდა ბაზარზე ექსკლუზიური კოსმეტიკური ხაზით. მისი სახელი ორი ლათინური სიტყვისგან შედგება: Apis (ფუტკარი) и Vita (ცხოვრება) -  სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მთელი ფილოსოფია და კოსმეტიკური პროდქუტების შემადგენლობა.

APIVITA - ეს არის სახისა და ტანის ბუნებრივი კოსმეტიკის ხაზი, რომლის ძირითად ინგრედიენტებს შეადგენს - მაღალი ხარისხის ბუნებრივი ზეთები და ექსტრაქტები, რომლებიც მიღებულია საბერძნეთში მოყვანილი მცენარეებისაგან და მეფუტკრეობის პროდქტებისაგან (პროპოლისი, თაფლი, ფუტკრის ცვილი). განსაკუთრებული მეთოდით დაყენებული მწვანე ჩაის ექსტრაქტი, გამოიყენება წყლის მაგივრად და აძლიერებს მასში შემავალი ყველა კომპონენტის მოქმედებას. პროდუქტების ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას უზრუნველყოფს მუდმივი სამეცნიერო გამოკვლევები და მკაცრი დერმატოლოგიური კონტროლი.

APIVITA - ამ ნატურალური კოსმეტიკის ხაზში თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ საშუალებები, რომლებიც მოუხდება სწორედ თქვენს სახეს, ტანს და თმას. აქ ნახავთ აგრეთვე საბავშვო საშუალებებს, მზისგან დამცავებსა და სხვა ბევრ პროდუქტს.

ყოველდღიური და მარტივი მაკიაჟი ექსპერტებისგან

ჩვენ ყველას გვაქვს მაკიაჟის გორები, იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა შევინახოთ, რას გამოვიყენებთ და რას შეიძლება ვიყენებდეთ არასწორად? ექსპერტები გვირჩევენ, კარგად გავეცნოთ ჩვენს ხელში არსებულ პროდუქტს, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სტილი ისევე როგორც ჩაცმულობაში, ასევე მაკიაჟში. ფრთხილად იყავით იაფფასიან პროდუქციასთან. მათ შეიძლება კანის გაღიზიანებები გამოიწვიოს, თან როგორც წესი, ისინი ძალიან მცირე ხნით ძლებენ და 1-2 საათში თქვენ უკვე გათხაპნილი მაკიაჟი გაქვთ. მოკლედ, ქვემოთ განვიხილავთ მაკიაჟის ძირითად პროდუქტსა და მათ ბრენდებს:

ეტაპი 1: ბაზა

Guerlain-ის Ombre Ecla თვალის ბაზა დაგეხმარებათ თვალის გარშემო შავი წრეების დაფარვაში. იგი არბილებს კანს და ავსებს თხელ ხაზებს, ხოლო Youngblood-ის მინერალური ფხვიერი ფაზა მთელი სახის კანის დაფარვას უზრუნველყოფს. პუდრი გამჭვირვალეა, თუმცა კანს ანიჭებს ბუნებრივ, გაცისკროვნებულ ფერს. 
ბაზა უნდა წავისვათ: 1. შუბლზე 2. ლოყებზე 3. ნიკაპზე

ეტაპი 2: კორექტორი

პუდრის ბაზის შემდეგ უმჯობესია გამოიყენოთ კორექტორი კრემი, მაგალითად Dermablend, რადგან იგი წყალგაუმტარია და არ ითხაპნება პუდრთან ერთად ხმარებისას.  კორექტორი დაგეხმარებათ დაფაროთ ყველა არასასურველი ლაქა სახეზე. ეს კორექტორი ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მაკიაჟი 12 საათის განმავლობაში. თვალების ქვეშ წასმისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიწყოთ ცხვირის მხრიდან და წაისვათ საწინააღმდეგო მხარეს. 

ეტაპი 3: ფერ-უმარილი

ფერ-უმარილი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და თვალსაჩინო შტრიხია, ამიტომ აუცილებელია გემოვნებით ავარჩიოთ. Chanel-ის ბრენდს ყველა ენდობა, ასევე ჩვენც. ხელმისაწვდომია ფერების ფართო არჩევანი, თან მოყვება სპეციალური ფუნჯი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მისი  ბუნებრივი და დახვეწილი ფერების პალიტრა. იგი ადვილი წასასმელია და  ხანგრძლივად რჩება კანზე.

ეტაპი 4: თვალები

თვალების მაკიაჟისთვის უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ქვე-ეტაპი. თავიდან ვისმევთ ღია, კანის ფერთან მიახლოებულ ჩრდილს მთელ ქუთუთოზე (რეკომენდაციას გავუწევ Bare Escentual-ის ჩრდილს - შესაშური ცოლი, ამ უნიკალური სახელწოდების გამო:)). თუ გაქვთ სქელი ფუნჯი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაისვით თითებით. შემდეგ წაისვით უფრო მუქი ფერის ჩრდილი, თქვენი თვალების ფერის გათვალისწინებით (Dr Haushka-ს აქვს ლამაზი მუქი ჩრდილები). მუქი ჩრდილი ისმევა წამწამებთან ახლოს და ნელ-ნელა უნდა გადადიოდეს გამჭვირვალესკენ - წარბების მიმართულებით. შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ თვალის ლაინერი. რა თქმა უნდა აქაც გაითვალისწინეთ თქვენი თვალების, ასევე ტანსაცმლის ფერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკარა წამწამების მოცულობის მოსამატებლად. 

ეტაპი 5: ტუჩები

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი ეტაპია ტუჩების გალამაზება. ფერი რა თქმა უნდა თქვენი გემოვნებისა და სტილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მთავარია, პომადა იყოს კარგი ხარისხის და არ ითხაპნებოდეს მალე. Stila-ს ბრენდს პომადების საკმაოდ ხარისხიანი არჩევანი აქვს არც თუ ისე ძვირად, თან იგი ტუჩებზე ციმციმებს და ბზინვარებს, დამატებითი გადატვირთული ბრჭყვიალების გარეშე. პომადასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ლაინერი. სანამ რამდენჯერმე არ წაისმევთ ტუჩის ლაინერს, მანამდე არ მოგეწონებათ და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მაგრამ მთავარია თავდაჯერებულობა, რადგან სხვები სწორედ ამას ხედავენ თქვენში პირველს. რაც მთავარია, ტუჩის ლაინერის სწორედ გამოყენება თქვენს უზადო გარეგნობას უზუნველყოფს! იგი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შესამჩნევი შტრიხია!

ლამაზი მანიკურები

ლეოპარდის პრინტის ფრჩხილები, ისევე როგორც ტანსაცმელი, ყოველთვის სარგებლობდა პოპულარობით. თურმე ამის გაკეთება საკმაოდ ადვილი ყოფილა ყველასთვის. უყურეთ ვიდეოს და ნახავთ, თუ როგორ მიიღოთ ლეოპარდის დიზაინი.

მიგაჩნიათ, რომ სახლში მანიკურების გაკეთება რთულია? კიდევ ერთხელ დაფიქრდით! თუ გსურთ, გაიკეთოთ ჩრდილებიანი მანიკური, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ:

  • აირთიეთ ორი ფერის მანიკური და წაისვით ძირითადი ფენა ცალ ხელზე, შემდეგ LED განათების ქვეშ სწრაფად გაიშრეთ. გაიმეორეთ მეორე ხელზე;
  • შემდეგ აიღეთ მაკიაჟის ღრუბელი და მეორე ფერის მანიკური წაუსვით ზედ. ღრუბელი დაიდეთ ფრჩხილის ბოლოებზე;
  • მოიშორეთ გათხაპნილი ფერები და გაიშრეთ.
მართალია საკმაოდ აცივდა, თუმცა ჯერ კიდევ შემოდგომაა. განვიხილოთ შემოდგომის ტრენდები: ფერებში ფართო არჩევანია, თუმცა ფორთოხლისფერი და ყვითელი ფერები ჭარბობს, რადგან ისინი გამოხატავენ შემოდგომის ფოთოლცვენას. ზევიდან შეგიძლიათ დაიკრათ სპეციალური სტიკერები. ამის გამოყენება ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. თუ არ გინდათ დრო დახარჯოთ მანიკურის გაკეთებაში, ამ სეზონისთვის ფრანგული მანიკურები (ე.წ. ფრენჩები) ძალიან მოსახერხებელი და მოდურია.


თუ გსურთ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდეთ, მაშინ მკვეთრი ფერების და გამოკვეთილი დიზაინი შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი ფრჩხილებით სამსახურში ალბათ ვერ მიხვალთ. ასე, რომ შეარჩიეთ შაბათ-კვირა ან განსაკუთრებული საღამოები:
სამსახურისთვის უფრო ყურადღების ნაკლებად გამომწვევი, თუმცა ისეთი მანიკური უნდა შეარჩიოთ, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩება. წარმოიდგინეთ ლამაზი მანიკურებით რომ უკაკუნებთ კლავიატურას და მიმზიდველი მამაკაცი რომ დაგადგებათ თავზე... ხომ უნდა ვიყოთ ამ დროს მომზადებულები? :)

და ბოლოს: ჩემი ფავორიტი, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავ ჩემი მეგობრის ქორწილში წასასვლელად:
აი ამას ძალიან დახვეწილი და გამოცდილი ხელი სჭირდება. პრინტი ძალიან თხელი და წვრილია, თვლების დალაგებაც არ იქნება მარტივი საქმე, ხოლო მანიკურებისთვის 5 საათს ვერ გამოვყოფ ჩემი დაკავებული რეჟიმიდან. ამიტომ, ალბათ სპეციალისტთან მივალ. წარმატებები მისურვეთ :))

თვალის ჩრდილები შემოდგომისთვის


უფრო და უფრო მრავალფეროვანი თვალის ჩრდილები იკავებს მაღაზიების თაროებს. მართალია, ყოველთვის მოგვწონდა ტრადიციული, უბრალო ფერები, თუმცა ახალი, მოდური თვალის ჩრდილები ისე მომხიბვლელად გამოიყურება, აუცილებლად უნდა სცადოთ და მიხვდებით კოლექციის განახლების საჭიროებას.


 სტილა - თვალის ჩრდილის ტრიო - შამპანურის ბზინვა



სტილას ეს განსაკუთრებული თვალის ჩრდილის ტრიო უნიკალურ იერს მოგანიჭებთ. ერთ კოლოფშია მოთავსებული ღია ვარდისფერი, მოკრემისფრო და ყავისფერი ჩრდილები. წაისვით ღია ფერი მთელ ქუთუთოზე, როგორც ბაზა, ხოლო შემდეგ შეურიეთ შუა ტონის ჩრდილი თვალის ნაკეცებში. ყველაზე მუქი კი წამწამების ქვეშ წაისვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ან მშრალი. ქუთუთოებს ოქროსფერი ელფერი ედება. ფერები განგრძლივად რჩება და ბზინვარებს.

ნარს - თვალის ჩრდილის კრემი

ნარსის თვალის ჩრდილის კრემის კოლექცია მრავალი ფერისგან შედგება: მუსონი, დეკამერონი, დორადო, ველური, კოსმიური გოგონა, პონდერსოა... არასრული ჩამონათვალია, რაც შეგიძლიათ მარწყვინეტის გვერდზე იპოვოთ.
ნარსის თვალის ჩრდილები დამზადებულია ელასტიურ და კრემისებრ პუდრზე. აქვს მსუბუქი სტრუქტურა და ხანგრძლივად რჩება კანზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალკე, ან როგორც თვალის ჩრდილის პუდრის ბაზა უფრო გამძლე ფერისა და სიღრმის მისაცემად.

ჰელენა რუბინსტეინი - ნანატრი თვალები-დუო

ჰელენა რუბინსტეინის თვალის დუო ჩრდილებზე გამოსვლისთანავე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ერთ კომპაქტში მოთავსებულია ინტენსიური ჩრდილი და ნაზი, მბზინავი ჩრდილი, რაც ქმნის შეუდარებელი გრადაციული თვალის მაკიაჟის გაკეთების საშუალებას. ჰელენა რუბინსტეინის მაკიაჟი განსაკუთრებული კომფორტულობით გამოირჩევა. ის არ ითხაპნება და საკმაოდ დიდხანს ძლებს კანზე.

კორეს - კორალინა


კორეს თვალის ჩრდილები ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. კორალინას ოქროსფერი მწვანე ჩრდილი ნამდვილად გამოგარჩევთ სხვებისგან. იგი დამზადებულია მკვებავი ინგრედიენტებით , რომელიც კვებავს თვალის ნაზ კანს და უზრუნველყოფს მბზინავ, მთრთოლ და გამძლე ფერს. მისი გამოყენება ადვილია, ხავერდოვანი, ცხიმგამძლე და თხელი სტრუქტურა სწრაფად შეიწოვება კანში და არ ითხაპნება.

მაკიაჟი 5 წუთში

დიახ, ეს შესაძლებელია! ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ვარიანტი და რჩევები ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფი მაკიაჟის გასაკეთებლად

1. დაიბანეთ და დაიტენიანეთ სახე

კარგად და სწრაფად გაიწმინდეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საშუალებები. საერთოდ, რეკომენტებულია დამატენიანებელი კრემის წასმა ყოველი მაკიაჟის წინ, რადგან ზოგიერთი კომპონენტი, რომელსაც სხვადასხვა სახის კრემები შეიცავს, აშრობს კანს, დამატენიანებელი კი თქვენს ნაზ კანს ამისგან დაიცავს.

2. გამოიყენეთ ტონალური

წაისვით ტონალური მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გჭირდებათ, ანუ იქ, სადაც გსურთ რომ კანის ტონი გაათანაბროთ. ყურადღება მიაქციეთ ნიკაპს, ცხვირს, თვალების გარშემო და ყველა იმ მონაკვეთს, რაც მიდრეკილია გაწითლებისა ან ჩამუქებისკენ. ტონალური წაისვით არა-თითით (ე.წ. ბეჭდის თითით). ამ სურათზე აღნიშნულია უმრავლესობისთვის პრობლემატური ადგილები და ტონალურის წასმის რეკომენდებული მიმართულება.


3. წაისვით შავი ან ყავისფერი მასკარა

მასკარა (შავი ფერი უნივერსალური გამოყენებისაა; ყავისფერიც საკმაოდ ადვილი წასასმელია) თქვენს თვალებს გამოკვეთს და მოგანიჭებთ განახლებულ იერს. წაისვით ერთი ფენა, წამწამების ძირებიდან ბოლოებამდე. არაა საჭირო ტუბში ბევრი „ჩაწობა“, რადგან ამ დროს ტუბში ჰაერი შედის  და ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას


4. გამოიყენეთ ტუჩის საცხი და ფერ-უმარილი

წაისვით ფერ-უმარილი ორივე ლოყაზე (იმ ადგილას, რომელიც მრგვალდება სიცილის დროს), მიმართულება უნდა იყოს ყურისკენ. ტუჩებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ან პრიალა საცხი, რომლის გამოყენებაც ნაკლებ დროს მოიხმარს, ვიდრე ლაინერისა და პომადის წასმა. გამჭვირვალე საცხის წასმა ადვილია, რადგან არაა საჭირო აბსოლიტური სიზუსტის დაცვა (ისევე, როგორც გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი), შესაბამისად, ამას უფრო სწრაფად მოვახერხებთ და თუ დილას სამსახურში გეჩქარებათ, გამჭვირვალე ტუჩის საცხი საუკეთესო გამოსავალია.

5 წუთიანი მაკიაჟისთვის გჭირდებათ:


Harajuku Lovers - ყველაზე საყვარელი სუნამო

Harajuku Lovers პირველად გამოშვებისთანავე, 2008 წელს შემიყვარდა... ტელევიზორებისა და ჟურნალებისგან. რა თქმა უნდა მე მისი სურნელი არ ვიცოდი, მაგრამ სურათებიდანაც ისეთი აურა ჰქონდა, რამაც თავი შემაყვარა და გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი თოჯინა აუცილებლად მალე ჩემი გახდებოდა. თუმცა ჩემი და ჰარაიუკუს ჩუმი სიყვარული ამბავი ჩემს მეუღლესაც გაეგო და იმავე წელს, ჩემ დაბადების დღეზე  ეს ბეიბი მაჩუქა <3 იმის შემდეგ ჩემს კოსმეტიკურ მაგიდაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰარაიუკუ ლავერსის სხვადასხვა თოჯინებს.


გადავწყვიტე ამ არაჩვეულებრივი სუნამოს შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო.
ჰარაიუკუ ლავერს 2005 წელს დაარსდა გვენ სტეფანის მიერ. გვენ სტეფანი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსია როგორც თავის ბენდთან No Doubt-თან ერთად, ასევე როგორც სოლო მომღერალი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ჩაცმულობითა და პერსონალუი სტილით. სტეფანის გატაცებამ იაპონური ქუჩის მოდითა და ახალგაზრდობის კულტურით შთააგონა ჰარაიუკუ ლავერზ-ის შექმნა. მისი სუნამოები გამოირჩევა „საყვარელი“ შეფუთვით, რაც წარმოადგენს სტეფანს („G” თოჯინები ქერა თმით) და მასთან ერთად მოცეკვავე 4 გოგონას - სიყვარული, ანგელოზი, მუსიკა და ბეიბი - სხვადასხვა ჩაცმულობითა და პოზებით.
გამოშვებულია 23 სახის ჰარაიუკუ ლავერზ-ის სუნამო. პირველი გამოშვება -2008 წლით, ხოლო უახლესი კი 2011 წლით თარიღდება.

თითოეული სუნამო შედგება ორი ნაწილისგან. ზედა ნაწილი არის შუშის თოჯინა, რომელიც გამოხატავს სტეფანსა და 4 მოცეკვავეს, ხოლო ქვედა ნაწილი არის სუნამოს ბოთლი. მათ ყუთიც განსაკუთრებული აქვთ, რადგან სწორედ ყუთზე აღწერილია ამ თოჯინის ამბავი.

ქვემოთ განვიხილავთ სამ სუნამოს ამ ულამაზესი კოლექციიდან.
მუშკისებრი, ყვავილოვანი, ფხვიერი არომატი ვარდის, თეთრი ყვავილებისა და ვანილის სურნელით.

ბეიბის მარწყვინეტში ახასიათებენ, როგორც უცოდველი და ამაღელვებელი თოჯინა, რომლის ზედა ნოტებია: ფრიზია, ვარდი და ტკბილი ახალი ბერგამოტი. შუა ნოტებია: ფორთოხლის ყვავილები, ტიარის ყვავილი და ჟასმინის ფოთლები, ხოლო ქვედა ნოტებია: თეთრი მუშკი, ნაზი ტყე, ჰელიოთროპი, ვანილი და ია.

იგი 2008 წელს გვენ სტეფანმა ჰარი ფრემონტთან ერთად გამოუშვა. ბეიბი არის უმანკო და საყვარელი გოგონა.

G of The Sea

G of The Sea ჰარაიუკუ ლავერზის ყვავილოვანი, ხისებრი და მუშკისებრი სუნამოა დახვეწილი ქალბატონებისთვის.  იგი გამოვიდა 2011 წელს. ზედა ნოტებია: წითელი ვაშლი, წყლის შოშანა და ველური კენკრა. შუა ნოტებია: ფრიზია, პეონი და ჟასმინი, ხოლო ქვედა ნოტებია: ტყე, მუშკი და ქარვის ტყე.
ეს მშვენიერი ქალთევზა მწვანე კუდით მაშინვე შეგაყვარებთ თავს.


Wicked Style Love

2010 წელს გვენ სტეფანმა გამოუშვა ჰარაიუკუს სუნამოების შემდეგი სახეობა - Wicked Style. ამჯერად ისინი მიუძღვნა ტოკიოს ქუჩების, განსაკუთრებით ტაკეშიტა-დორის მოდას. ყველა სათამაშო გოგონას აქვს რაღაც ჯადოსნური სტილი, ფერადი თმა, ტანსაცმელი და საყვარელი ფეხსაცმელები.

Wicked StyleLove შეიცავს მანგოს, მსხლის, ფორთოხლის ყვავილის, ლოტუსის, იის, ოსმანტუსის, ნექტარინის არომატს, ასევე ღია ტყის, მუშკის, სანდლის ტწყის, რელინისა და პაჩულის ნოტებს. იგი შთაგონებულია როკოკოს სტილით: თეთრი წინდით, ბლუზითა და ლამაზი მოსაცმელით.