Showing posts with label თმის მოვლის საშუალებები. Show all posts
Showing posts with label თმის მოვლის საშუალებები. Show all posts

CARITA


სამოც წელზე მეტის წინ დებმა მარია და როზა კარიტებმა, მეოცნებე, ტემპერამენტიანმა ქალბატონებმა მიზანდასახული ხასიათით მიმართეს თავიანთ ნიჭი ქალური სილამაზის სამსახურისაკენ.
წარმოშობით ტულუზიდან, დებმა სრულიად გადაატრიალეს  თმის ვარცხნილობისა და სილამაზის შესახებ  აქამდე არსებული წარმოდგენა  და გახდნენ პირველი საქმიანი პარიკმახერი-ქალბატონები პარიზში.
1945 წელს მათ გახსნეს თავიანთი პირველი სალონი პარიზში, მისამართზე ფობურ სენტ ონორეს ქუჩა, #5, რათა მალე გაეხსნათ ამ ქუჩაზევე, 11 ნომერში სილამაზის სახლი.
დების შემოქმედებითი მიდგომა, გამბედაობა და ორიგინალურობა ძალიან სწრაფად უყრის საფუძველს მათ თანამშრომლობას მოდის ახალგაზრდა ავანგარდულ მხატვრებთან, „ოტ კუტურისმომავალ დიდ ოსტატებთან. მათი ცოდნა, გამოცდილება და ფანტაზია იპყრობს კინოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავებისა და ადამიანების ყურადღებას, რომლებიც მუდმივ ინოვაციურ ძიებაში არიან.
დებმა კარიტებმა დატოვეს უნიკალური მემკვიდრეობა: მსოფლიოში ცნობილი სილამაზის ბრენდი, რომლის კონცეფციაც ეფუძნება პროფესიონალების ფუფუნების, ქალურობისა და გამოცდილების სრულყოფილ კომბინაციას.
კარიტას კანის მოვლის დაბერების საწინააღმდეგო სფეროს სპეციალისტი კოსმეტოლოგიის უახლესი მიღწევების შედეგების საფუძველზე, გამოხატავს თვითმყოფადობასა და ინდივიდუალურობას სრულყოფილი სილამაზის კონცეფციის, უნიკალური პროდუქტებისა და ეფექტური მკურნალობის მეშვეობით

CARITA დღეს - ეს არის "გლამური", მხოლოდ გადამეტებისა და პრეტენზიულობის გარეშე. ეს არის სრულყოფის, დახვეწილობის, ზე-ელეგანტურობის, სინატიფის განსახიერება, რომელიც ყველაფერშია: საშუალებების ტექსტურებში, მომსახურეობაში და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაში.


რჩევები თმის მოვლისთვის

თმის ჯანმრთელობის შენარჩუნება საკმაოდ ადვილია, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე საჭირო ეტაპს. თმა პროტეინებისგან შედგება, ამიტომ სწორი კვება და ჰიგიენის დაცვა თმის მოვლის აუცილებელი პირობაა. ამავდროულად, ქვემოთ მოყვანილია 8 რჩევა ლამაზი თმის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში.

დაიბანეთ თავი კარგი ხარისხის შამპუნით

ბევრი ფიქრობს, რომ თავის ძალიან ხშირად დაბანა თმას აშრობს, აცილებს ბუნებრივ ცხიმს და აზიანებს მას. გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ხარისხის შამპუნი მაქსიმუმ ორ დღეში ერთხელ. ზოგი ადამიან კვირაში ორჯერ ამჯობინებს თავის დაბანას.

სცადეთ შამპუნი სულფატებისა და პარაბენის გარეშე. სულფატი ის ქიმიური ნივთიერებებია, რაც შამპუნს აქაფებს. პარაბენი კი თვალებს აღიზიანებს, ხოლო მისი ხანგრძლივად გამოყენება უკვე თვალის პრობლემებს იწვევს. შეეცადეთ შეიძინოთ შამპუნი ბუნებრივი გამწმენდი კომპონენტებით.

გამოიყენეთ მხოლოდ ის შამპუნი, რომელიც შეესაბამება თქვენს თმას:

ხვეულ და უხეშ თმას სჭირდება დამარბილებელი შამპუნი, რომელიც ასევე ალაგებს და ათვინიერებს თმას.

სწორი და ცხიმიანი თმისთვის უნდა იხმაროთ ნაზი შამპუნი ყოველდღიური მოხმარებიბსთვის.

შეღებილი ან ქიმიურად დამუშავებული თმისთვის საუკეთესოა ამინომჟავებით გამდიდრებული შამპუნი, რადგან თქვენს თმებს ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება

მშრალი თმისთვის მხოლოდ გლიცერინითა და კოლაგენით გამდიდრებული შამპუნი გამოიყენეთ

არ დაივარცხნოთ ძალიან ხშირად

საუცხოო თმების პატრონების კიდევ ერთი საიდუმლო იმაშა, რომ ისინი თმას არ ივარცხნიან ძალიან ხშირად. ბევრი ქალბატონი (და ბატონი) უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივი ბოჭკოებით დამზადებულ სავარცხელს და იყენებენ შხაპის შემდეგ, მხოლოდ ერთი ჩამოვარცხნით.

დავარცხნა ხელს უწყობს თმის ფოლიკულებიდან ამოვარცნას, დაყოფილი ბოლოების წარმოქმნას და სკალპის გაღიზიანებას. ძველი თქმულება, რომ თმის 100–ჯერ ჩამოვარცხნა თმის ზრდას იწვევს, მცდარი აღმოჩნდა.


გამოიყენეთ თქვენი თმის ტიპის, სიგრძის და მდგომარეობის შესაბამისი კონდიციონერი

გამოიყენეთ კონდიციონერი თმის ყოველი შამპუნირების შემდეგ, თუმცა ქიმიურად დამუშავებულ და დაზიანებულ თმას უფრო მეტი მოვლა სჭირდება.

ღრმად კონდიცირება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ. შეიძინეთ მხოლოდ კარგი ხარისხის პროდუქცია. მარწყვინეტზე ორიგინალი ბრენდის პროდუქცია იყიდება ფასდაკლებით, თან უფასოდ გზავნიან.

თხელი თმისთვის გამოიყენეთ მცენარეული ზეთის საშუალება შამპუნის წასმამდე. შემდეგ შამპუნის გამოყენებით ჩამოიბანეთ და წაისვით კონდიციონერი თმის ღერის შუა მონაკვეთებიდან ბოლოებამდე. 1–2 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

საშუალო და სქელი თმისთვის შეიძინეთ მსუბუქი კონდიციონერი, დამატენიანებელი ბუნებრივი ჰიდრატორებით. წაისვით თმაზე და 2–3 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ფრთხილად გამოიყენეთ პროდუქცია ძალიან ბევრი პროტეინით. ამან შეიძლება თქვენი თმა ზედმეტად ცხიმიანი გახადოს. პროტეინები ჯანსაღი თმის აუცილებელი პირობაა, თუმცა უმჯობესია შეიძინოთ კონდიციონერები დაბალანსებული ინგრედიენტებით.

აბურდული თმის დამმორჩილებელი შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით, რადგან მისი ხშირი გამოყენება თმას მოადუნებს და დააზიანებს.

ასევე:

  • თმის ბუნებრივად გაშრობა ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას
  • დაყოფილი ბოლოების თავიდან ასაცილებლად თქვენით შეიჭერით თმა, ნახევარი ან ერთი სანტიმეტრით შეჭრა 6–8 კვირაში აგარიდებთ ამ პრობლემას;
  • შეეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ თმის მამოდელირებელი საშუალებები, როგორიცაა თმის დამხვევი მოწყობილობები, თმის უთო;
  • იკვებეთ ჯანმრთელად, ყოველ დღე მიიღეთ საჭირო ვიტამინები;
  • და ბოლოს: თავი აარიდეთ სტრესს. გარდა სულიერი მდგომარეობისა, ეს ძალიან ცუდად აისახება თმებზეც.

გამარჯობა

აქ მოგითხრობთ ამ ბლოგის შესახებ.


სილამაზის სამყაროს გვერდზე თქვენ იხილავთ საინტერესო სტატიებს თავის მოვლასთან, სილამაზესთან დაკავშირებით. აქ იქნება განხილული ცნობილი ბრენდების პროდუქცია, ნახავთ საინტერესო გვერდებს, როგორიცაა: როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი? როგორ შევარჩიოთ ჩვენი თმისთვის საუკეთესო პროდუქტი? და ა.შ.

ჩვენ გვინდა ეს გვერდი ყველასთვის საინტერესო იყოს, ამიტომ ველით თქვენგან კომენტარებს, შენიშვნებს და თხოვნებს, რის შესახებ გინდათ დავწეროთ ამ ბლოგზე. ვიმედოვნებთ, თქვენგან მოწონებას დავიმსახურებთ და ნელ–ნელა უფრო და უფრო განვვითარდებით.