Showing posts with label მაკიაჟი. Show all posts
Showing posts with label მაკიაჟი. Show all posts

ყოველდღიური და მარტივი მაკიაჟი ექსპერტებისგან

ჩვენ ყველას გვაქვს მაკიაჟის გორები, იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა შევინახოთ, რას გამოვიყენებთ და რას შეიძლება ვიყენებდეთ არასწორად? ექსპერტები გვირჩევენ, კარგად გავეცნოთ ჩვენს ხელში არსებულ პროდუქტს, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სტილი ისევე როგორც ჩაცმულობაში, ასევე მაკიაჟში. ფრთხილად იყავით იაფფასიან პროდუქციასთან. მათ შეიძლება კანის გაღიზიანებები გამოიწვიოს, თან როგორც წესი, ისინი ძალიან მცირე ხნით ძლებენ და 1-2 საათში თქვენ უკვე გათხაპნილი მაკიაჟი გაქვთ. მოკლედ, ქვემოთ განვიხილავთ მაკიაჟის ძირითად პროდუქტსა და მათ ბრენდებს:

ეტაპი 1: ბაზა

Guerlain-ის Ombre Ecla თვალის ბაზა დაგეხმარებათ თვალის გარშემო შავი წრეების დაფარვაში. იგი არბილებს კანს და ავსებს თხელ ხაზებს, ხოლო Youngblood-ის მინერალური ფხვიერი ფაზა მთელი სახის კანის დაფარვას უზრუნველყოფს. პუდრი გამჭვირვალეა, თუმცა კანს ანიჭებს ბუნებრივ, გაცისკროვნებულ ფერს. 
ბაზა უნდა წავისვათ: 1. შუბლზე 2. ლოყებზე 3. ნიკაპზე

ეტაპი 2: კორექტორი

პუდრის ბაზის შემდეგ უმჯობესია გამოიყენოთ კორექტორი კრემი, მაგალითად Dermablend, რადგან იგი წყალგაუმტარია და არ ითხაპნება პუდრთან ერთად ხმარებისას.  კორექტორი დაგეხმარებათ დაფაროთ ყველა არასასურველი ლაქა სახეზე. ეს კორექტორი ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მაკიაჟი 12 საათის განმავლობაში. თვალების ქვეშ წასმისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიწყოთ ცხვირის მხრიდან და წაისვათ საწინააღმდეგო მხარეს. 

ეტაპი 3: ფერ-უმარილი

ფერ-უმარილი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და თვალსაჩინო შტრიხია, ამიტომ აუცილებელია გემოვნებით ავარჩიოთ. Chanel-ის ბრენდს ყველა ენდობა, ასევე ჩვენც. ხელმისაწვდომია ფერების ფართო არჩევანი, თან მოყვება სპეციალური ფუნჯი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მისი  ბუნებრივი და დახვეწილი ფერების პალიტრა. იგი ადვილი წასასმელია და  ხანგრძლივად რჩება კანზე.

ეტაპი 4: თვალები

თვალების მაკიაჟისთვის უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ქვე-ეტაპი. თავიდან ვისმევთ ღია, კანის ფერთან მიახლოებულ ჩრდილს მთელ ქუთუთოზე (რეკომენდაციას გავუწევ Bare Escentual-ის ჩრდილს - შესაშური ცოლი, ამ უნიკალური სახელწოდების გამო:)). თუ გაქვთ სქელი ფუნჯი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაისვით თითებით. შემდეგ წაისვით უფრო მუქი ფერის ჩრდილი, თქვენი თვალების ფერის გათვალისწინებით (Dr Haushka-ს აქვს ლამაზი მუქი ჩრდილები). მუქი ჩრდილი ისმევა წამწამებთან ახლოს და ნელ-ნელა უნდა გადადიოდეს გამჭვირვალესკენ - წარბების მიმართულებით. შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ თვალის ლაინერი. რა თქმა უნდა აქაც გაითვალისწინეთ თქვენი თვალების, ასევე ტანსაცმლის ფერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკარა წამწამების მოცულობის მოსამატებლად. 

ეტაპი 5: ტუჩები

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი ეტაპია ტუჩების გალამაზება. ფერი რა თქმა უნდა თქვენი გემოვნებისა და სტილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მთავარია, პომადა იყოს კარგი ხარისხის და არ ითხაპნებოდეს მალე. Stila-ს ბრენდს პომადების საკმაოდ ხარისხიანი არჩევანი აქვს არც თუ ისე ძვირად, თან იგი ტუჩებზე ციმციმებს და ბზინვარებს, დამატებითი გადატვირთული ბრჭყვიალების გარეშე. პომადასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ლაინერი. სანამ რამდენჯერმე არ წაისმევთ ტუჩის ლაინერს, მანამდე არ მოგეწონებათ და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მაგრამ მთავარია თავდაჯერებულობა, რადგან სხვები სწორედ ამას ხედავენ თქვენში პირველს. რაც მთავარია, ტუჩის ლაინერის სწორედ გამოყენება თქვენს უზადო გარეგნობას უზუნველყოფს! იგი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შესამჩნევი შტრიხია!

მაკიაჟი 5 წუთში

დიახ, ეს შესაძლებელია! ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ვარიანტი და რჩევები ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფი მაკიაჟის გასაკეთებლად

1. დაიბანეთ და დაიტენიანეთ სახე

კარგად და სწრაფად გაიწმინდეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საშუალებები. საერთოდ, რეკომენტებულია დამატენიანებელი კრემის წასმა ყოველი მაკიაჟის წინ, რადგან ზოგიერთი კომპონენტი, რომელსაც სხვადასხვა სახის კრემები შეიცავს, აშრობს კანს, დამატენიანებელი კი თქვენს ნაზ კანს ამისგან დაიცავს.

2. გამოიყენეთ ტონალური

წაისვით ტონალური მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გჭირდებათ, ანუ იქ, სადაც გსურთ რომ კანის ტონი გაათანაბროთ. ყურადღება მიაქციეთ ნიკაპს, ცხვირს, თვალების გარშემო და ყველა იმ მონაკვეთს, რაც მიდრეკილია გაწითლებისა ან ჩამუქებისკენ. ტონალური წაისვით არა-თითით (ე.წ. ბეჭდის თითით). ამ სურათზე აღნიშნულია უმრავლესობისთვის პრობლემატური ადგილები და ტონალურის წასმის რეკომენდებული მიმართულება.


3. წაისვით შავი ან ყავისფერი მასკარა

მასკარა (შავი ფერი უნივერსალური გამოყენებისაა; ყავისფერიც საკმაოდ ადვილი წასასმელია) თქვენს თვალებს გამოკვეთს და მოგანიჭებთ განახლებულ იერს. წაისვით ერთი ფენა, წამწამების ძირებიდან ბოლოებამდე. არაა საჭირო ტუბში ბევრი „ჩაწობა“, რადგან ამ დროს ტუბში ჰაერი შედის  და ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას


4. გამოიყენეთ ტუჩის საცხი და ფერ-უმარილი

წაისვით ფერ-უმარილი ორივე ლოყაზე (იმ ადგილას, რომელიც მრგვალდება სიცილის დროს), მიმართულება უნდა იყოს ყურისკენ. ტუჩებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ან პრიალა საცხი, რომლის გამოყენებაც ნაკლებ დროს მოიხმარს, ვიდრე ლაინერისა და პომადის წასმა. გამჭვირვალე საცხის წასმა ადვილია, რადგან არაა საჭირო აბსოლიტური სიზუსტის დაცვა (ისევე, როგორც გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი), შესაბამისად, ამას უფრო სწრაფად მოვახერხებთ და თუ დილას სამსახურში გეჩქარებათ, გამჭვირვალე ტუჩის საცხი საუკეთესო გამოსავალია.

5 წუთიანი მაკიაჟისთვის გჭირდებათ:


როგორ შევარჩიოთ თვალის ლაინერი

თვალის ლაინერი ერთერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი მაკიაჟის პროდუქტია. მართალია, თვალის ლაინერი ერთი შეხედვით უბრალოდ ისმის, თუმცა მისი სწორი გამოყენება განსაზღვრავს სქელ წამწამებს, თვალების ფორმას და საერთოდ, თქვენი სახის სრულ ტრანსფორმაციას. არსებობს მრავალი სახის, ბრენდის, ფერის თვალის ლაინერი და ხანდახან მისი არჩევა გვიჭირს. ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი თვალის ლაინერი!

როგორ შევარჩიოთ თვალის ლაინერის ტიპი?

თქვენი საყვარელი კოსმეტიკური მაღაზიის ვებ გვერდის თვალიერებისას ალბათ ნახავდით უამრავი სახის თვალის ლაინერს, დაწყებული კლასიკური, მარტივად გამოსაყენებელი ფანქრით, დამთავრებული ექსტრა დრამატული გელით ან თხევადი ლაინერით. სწორი არჩევანის გაკეთება შეიძლება რთული იყოს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ შეიძინოთ ის თვალის ლაინერი, რომელიც საუკეთესოდ დაგეხმარებათ სასურველი ეფექტის მიღებაში:
  • თუ გსურთ ნაზი, ბუნებრივი ხაზი თვალების გარშემო, რომელიც ზედმეტი წვალების გარეშე მიიღება, უმჯობესია შეიძინოთ კლასიკური, ფანქრის ლაინერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იყოს წყალგამძლე, რათა შეძლოთ მთელი დღის განმავლობაში ლამაზად გამოიყურებოდეთ.
  • თუ მოგწონთ დრამატული იერი და მზად ხართ სარკის წინ ივარჯიშოთ საუკესო შედეგის მისაღზევად, მაშინ თქვენ გჭირდებათ თვალის თხევადი ლაინერი. გამოყენება თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ რამდენიმე პრაქტიკის შემდეგ, საოცნებო თვალებს მიიღებთ!
  • ასევე დრამატული ეფექტის მისაღებად იხმარება ფუნჯით წასასმელი თვალის ლაინერი. მისი დადებითი მხარეა დიდხანს გამძლეობა. ამ სახის ლაინერს ხმარობენ მაკიაჟის ხელოვანები ცნობილი ადამიანებისთვის.

როგორ შევარჩიოთ თვალის ლაინერის ფერი?

საბედნიეროდ თვალის ლაინერის ფერებშიც ძალიან ფართო არჩევანია, მაგრამ სანამ შეიძენდეთ, რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეთ:
  • გჯერათ, რომ ბუნებრივი, თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟი თქვენთვისაა შექმნილი? შეარჩიეთ მოკრემისფრო ან ნეიტრალური ყავისფერი ლაინერი.
  • თვალების გამოკვეთისთვის, ოდნავ გასამუქებლად აირჩიეთ კლასიკური შავი ან მუქი ყავისფერი თვალის ლაინერი.
  • გსურთ, რომ თვალის ლაინერმა უფრო დრამატული ეფექტი შეგიქმნათ და თქვენი მაკიაჟის ძირითადი ფოკუსი იყოს? მაშინ არჩევანი შეაჩერეთ მუქ მეტალისფერ თვალის ლაინერზე.
  • თუ გსურთ თქვენი თვალები გამოიყურებოდეს უფრო დიდი, ან აპირებთ საღამოს წვეულებაზე წასვლას, მაშინ თქვენთვის თვალის ლაინერის რბილი ფერები: ვერცხლისფერი და ოქროსფერი ზედგამოჭრილია.

როგორ შევარჩიოთ ლაინერის ფერი ჩვენი თვალის ფერის გათვალისწინებით?

  • თუ გაგიმართლათ და ყავისფერი თვალების პატრონი ბრძანდებით, თვალის ლაინერის ნებისმიერი ფერში იდეალურად გამოიყურებით.
  • მწვანე თვალებს შავი, ყავისფერი და იისფერი ლაინერი უხდება. თუ სხვა ფერებში ექსპერიმენტი გსურთ, სცადეთ მუქი მწვანე და კრემისფერი!
  • ბუნებრივად ცისფერი თვალებისთვის ბრინჯაოსფერსა და ყავისფერს ლაინერს არაფერი შეედრება!   თუ გსურთ თვალის ჩრდილთან ერთად გამოყენება, სცადეთ იისფერი, რუხი, კრემისფერი და ლურჯი. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ თვალის ლაინერის ფერი უნდა იყოს თქვენი თვალის ფერზე ერთი ტონით მუქი.
  • გაქვთ თაფლისფერი თვალები? გამოიყენეთ ოქროსფერი, ყავისფერი, იისფერი და ბრინჯაოსფერი ლაინერი.
  • რუხი თვალები ძალიან იშვიათია, თუმცა მათ განსაკუთრებული, მისტიური სილამაზე აქვთ. გამოკვეთეთ ასეთი თვალები თეთრი, ღია ვარდისფერი ან ღია ფორთოხლისფერი ლაინერით. ასევე შეგიძლიათ სცადოთ შავი ფერის გამოყენება.

და ბოლო რამდენიმე რჩევა ფერებთან დაკავშირებით:


  • შავი და ყავისფერი კლასიკური ფერებია, რომლის გამოყენება მოდიდან არასოდეს გადავა. ასე რომ, მათი შეძენა ყოველთვის მოსახერხებელია!
  • ნაცრისფერი და ზღვისფერი ლაინერი ყველა თვალებს განსაკუთრებულად გამოკვეთს!
  • ციმციმა ვერცხლისფერი თვალის ლაინერი ყოველთვის ახალგაზრდულად ითვლება და თინეიჯერულ ეფექტს ქმნის!
  • ბოლო რჩევაა, შეიძინოთ ცნობილი ბრენდის პროდუქცია, რაც უზრუნველყოფს სასურველ ფერს! თვალები ძალიან ძვირფასია, არ გამოიყენოთ იაფფასიანი საშუალებები.

თვალის ლაინერების ძალიან ფართო არჩევანია მარწყვინეტის გვერდზე, თან 100%–ით ორიგინალი ბრენდის პროდუქციაა, უფასო გამოგზავნით. აუცილებლად ეწვიეთ: http://ge.strawberrynet.com

გამარჯობა

აქ მოგითხრობთ ამ ბლოგის შესახებ.


სილამაზის სამყაროს გვერდზე თქვენ იხილავთ საინტერესო სტატიებს თავის მოვლასთან, სილამაზესთან დაკავშირებით. აქ იქნება განხილული ცნობილი ბრენდების პროდუქცია, ნახავთ საინტერესო გვერდებს, როგორიცაა: როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი? როგორ შევარჩიოთ ჩვენი თმისთვის საუკეთესო პროდუქტი? და ა.შ.

ჩვენ გვინდა ეს გვერდი ყველასთვის საინტერესო იყოს, ამიტომ ველით თქვენგან კომენტარებს, შენიშვნებს და თხოვნებს, რის შესახებ გინდათ დავწეროთ ამ ბლოგზე. ვიმედოვნებთ, თქვენგან მოწონებას დავიმსახურებთ და ნელ–ნელა უფრო და უფრო განვვითარდებით.