Showing posts with label კრემი. Show all posts
Showing posts with label კრემი. Show all posts
Caswell Massey

კომპანია Caswell Massey დაარსდა ნიუპორტში, როდ-აილენდის შტატში 1752 წელს დოქტორ უილიამ ჰანტერის მიერ. ის იყენებდა საუკეთესო ინგრედიენტებს თავისი წამლების პრეპარატებისა და წარჩინებული პერსონების პირადი ჰიგიენის საშუალებების დასამზადებლად.  მის შემდეგ უილიამ ჰანტერის საკუთრების უფლება გადაეცა მოწაფეებს. დაარსებისთანავე კომპანიამ მიიპყრო ამერიკის ელიტის ყურადღება მაღალხარისხოვანი პროდუქციის მეშვეობით: საპონი, გელი, ლოსიონი, კრემი, სუნამო და აქსესუარები.
მისი ამჟამინდელი სახელი Caswell Massey კომპანიამ მიიღო 1876 წელს, როცა მისი მფლობელი ჯონ როუზ კესველი გახდა ნიუ იორკელი ბიზნესმენის უილიამ მესსის პარტნიორი. დღესდღეობით Caswell Massey არ ჰღალატობს თავის ტრადიციებს და აწარმოებს პირადი ჰიგიენის მოვლისა და აქსესუარების მსოფლიოში  ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას.
2007 წელს ფირმა შეისყიდა კომპანია  Equitium-მა, რომელსაც გადაეცა კომპანიის მემკვიდრეობა. პრეზიდენტი ვაშინგტონიც კი იყენებდა ამ ბრენდის ოდეკოლონს, და კენედი დღემდე აღმერთებს  Jockey-ს არომატს. პოლიტიკური სფეროს გარდა, ბრენდი იპყრობს კინოს ვარსკვლავების, ბიზნესის მაგნატების, აგრეთვე სხვა ცნობილი ფიგურების ყურადღებას. უკვე 258 წელზე მეტი გავიდა მას შემდგე, რაც ექიმმა ჰანტერმა გახსნა თავისი სალონი და მას შემდეგ Caswell Massey აგრძელებს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. ზოგოერთი ნივთი არასოდეს იცვლება.


კანის მოვლა ზამთარში

ზამთარი გვიახლოვდება და ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ მომზადებულები შეხვდეთ კანის დაცვის მხრივ. ლოყების აწითლების გარდა ზამთრის ცივი დღეები სახის, ხელებისა და ფეხების კანის გამოშრობას იწვევს. ზოგისთვის ეს საკმაოდ დიდი პრობლემა ხდება: კანის აქერცვლა, დასკდომა და ეგზემაც კი შეიძლება განვითარდეს.

ექიმები ამბობენ, რომ კანი გამოშრობას იწყებს წელიწადის იმ დროიდან, როცა ჩვენ ოთახების დათბობას ვიწყებთ. თურმე მნიშვნელობა არა აქვს რითი ვათბობთ: გაზით, შეშით თუ ელექტრო ენერგიით, კანი მაინც შრება!

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა ზამთრის ცივ თვეებში.

1. ხშირად დაიტენიანეთ კანი

თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც ზაფხულში იყენებდით და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა ზამთარში კანს უფრო სათუთი მოვლა სჭირდება. უმჯობესია შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი, ვიდრე წყალზე დამზადებული, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას (ცნობისთვის: ბევრი "ღამის კრემი" სწორედ რომ ცხიმზეა დამზადებული)

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

დიახ, სწორად გაიგეთ! მზისგან დაცვა მხოლოდ ზაფხულში არ გვჭირდება. ზამთრის მზე -- თოვლიან დღეებში განსაკუთრებით -- საკმაოდ აზიანებს კანს. წაისვით ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემი სახესა და ხელებზე გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე.

ბორგეზეს დამატენიანებელი ხელთათმანი

3. განსაკუთრებით დაიცავით ხელები

ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. გარეთ გასვლისას ხელთათმანების ტარება რეკომენდებულია.


4. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა

ცენტალური გათობიბის სისტემები (ასევე ოთახის გამათბობლები) უხვად ამარაგებენ ოთახებს ცხელი, მშრალი ჰაერით. ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა კი ტენიანობას მატებს ოთახში და დაიცავს კანს გამოშრობისგან.

5. წაისვით დამატენიანებლები ფეხებზე

მართალია, მენთოლის სურნელოვანი ლოსიონები კარგად გამოიყენება ზაფხულის თვეებში, მაგრამ ზამთარში თქვენს ფეხებს უფრო ძლიერი საშუალებები სჭირდება. შეიძინეთ ლოსიონები, რომელიც შეიცავს გლიცერინს. ასევე, პერიოდულად გამოიყენეთ კანის ამქერცლავი საშუალებები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელი კომპონენტების სწრაფ და ღრმად შეწოვას.


6. არ მიიღოთ ძალიან ცხელი აბაზანა

რა ჯობია ზამთრის ცივი, დამღლელი დღის შემდეგ ცხელ აბაზანაში ჩაწოლას... მაგრამ ინტენსიური ცხელი წყალი კანის ლიპიდურ ბარიეს შლის, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. ექიმები გვირჩევენ გამოვიყენოთ უბრალოდ თბილი წყალი და თან მცირე ხნით.