Showing posts with label მშრალი კანი. Show all posts
Showing posts with label მშრალი კანი. Show all posts

კანის მოვლა ზამთარში

ზამთარი გვიახლოვდება და ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ მომზადებულები შეხვდეთ კანის დაცვის მხრივ. ლოყების აწითლების გარდა ზამთრის ცივი დღეები სახის, ხელებისა და ფეხების კანის გამოშრობას იწვევს. ზოგისთვის ეს საკმაოდ დიდი პრობლემა ხდება: კანის აქერცვლა, დასკდომა და ეგზემაც კი შეიძლება განვითარდეს.

ექიმები ამბობენ, რომ კანი გამოშრობას იწყებს წელიწადის იმ დროიდან, როცა ჩვენ ოთახების დათბობას ვიწყებთ. თურმე მნიშვნელობა არა აქვს რითი ვათბობთ: გაზით, შეშით თუ ელექტრო ენერგიით, კანი მაინც შრება!

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა ზამთრის ცივ თვეებში.

1. ხშირად დაიტენიანეთ კანი

თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც ზაფხულში იყენებდით და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა ზამთარში კანს უფრო სათუთი მოვლა სჭირდება. უმჯობესია შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი, ვიდრე წყალზე დამზადებული, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას (ცნობისთვის: ბევრი "ღამის კრემი" სწორედ რომ ცხიმზეა დამზადებული)

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

დიახ, სწორად გაიგეთ! მზისგან დაცვა მხოლოდ ზაფხულში არ გვჭირდება. ზამთრის მზე -- თოვლიან დღეებში განსაკუთრებით -- საკმაოდ აზიანებს კანს. წაისვით ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემი სახესა და ხელებზე გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე.

ბორგეზეს დამატენიანებელი ხელთათმანი

3. განსაკუთრებით დაიცავით ხელები

ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. გარეთ გასვლისას ხელთათმანების ტარება რეკომენდებულია.


4. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა

ცენტალური გათობიბის სისტემები (ასევე ოთახის გამათბობლები) უხვად ამარაგებენ ოთახებს ცხელი, მშრალი ჰაერით. ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა კი ტენიანობას მატებს ოთახში და დაიცავს კანს გამოშრობისგან.

5. წაისვით დამატენიანებლები ფეხებზე

მართალია, მენთოლის სურნელოვანი ლოსიონები კარგად გამოიყენება ზაფხულის თვეებში, მაგრამ ზამთარში თქვენს ფეხებს უფრო ძლიერი საშუალებები სჭირდება. შეიძინეთ ლოსიონები, რომელიც შეიცავს გლიცერინს. ასევე, პერიოდულად გამოიყენეთ კანის ამქერცლავი საშუალებები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელი კომპონენტების სწრაფ და ღრმად შეწოვას.


6. არ მიიღოთ ძალიან ცხელი აბაზანა

რა ჯობია ზამთრის ცივი, დამღლელი დღის შემდეგ ცხელ აბაზანაში ჩაწოლას... მაგრამ ინტენსიური ცხელი წყალი კანის ლიპიდურ ბარიეს შლის, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. ექიმები გვირჩევენ გამოვიყენოთ უბრალოდ თბილი წყალი და თან მცირე ხნით.

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს

კანში ცხიმის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, ნერვულ სისტემაზე, კვების რეჟიმზე. მშრალი კანი ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ის სკდება იმიტომ რომ ვერ ინარჩუნებს სინოტივეს და არის ძალიან მგრძნობიარე.

1. შეეცადეთ არ დაიბანოთ სახის მშრალი კანი ონკანის წყლით. სახის განახლებისთვის და გამოცოცხლებისთვის იხმარეთ მინერალური წყალი.

2. ყოველ დილით გამოიყენეთ მინერალური წყალი სპრეი სახით.

3.
რეგულარულად გაწმინდეთ კანი. 

4. ხშირად დაიბანეთ კანი საპნით და წყლით და არა მხოლოდ მაშინ, როცა გაჭუჭყიანდება. ასევე, რეგულარულად წაისვით კანზე ნატურალური დამცავი ზეთი.

5. არ გამოიყენოთ სარეცხი საპონი კანის გასაწმენდად. თავიდან აირიდეთ სარეცხი საპონი და კანი დაიბანეთ ყოველთვის ფრთხილად. კანზე კარგად შეიზილეთ კრემი, სასარგებლოა, თუ დიდხანს იქნებით სინათლეზე.

6. ბანაობის შემდეგ წაისვით ცოტა რაოდენობის დამატენიანებელი ზეთი. ასევე  ყოველ საღამოს, დაწოლის წინ წაისვით ვიტამინებით სავსე კრემი.
მშრალი კანისთვის უკეთესი იქნება მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი და ხილი.

მშრალი კანი მხოლოდ გადადუღებული გრილი ან ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა გავუსუფთაოთ. ცივი წყალი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც კანი მოშვებული და დანაოჭებული ხდება, ცხელი წყალი კი ფორებსა და სისხლძარღვებს აფართოებს და ასევე ადუნებს კანს.

გინდათ გაგიზიაროთ მშრალი კანის მოვლის თქვენეური მეთოდი? გთხოვთ მოგვწეროთ კომენტარი.