Showing posts with label სუნამო. Show all posts
Showing posts with label სუნამო. Show all posts

ბალენსიაგა

ბალენსიაგა  — ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოტანა. კრისტიან დიორმა კი ბალენსიაგასოსტატთა ოსტატიუწოდა. მისი გაბერილი ქვედაბოლოები და უცნაური, ქალური, მაგრამ ულტრა-მოდური ფორმები იქცა ბალენსიაგას მოდის სახლის საფირმო ნიშნად. ბალენსიაგას მოდის სახლის  მფლობელი ამჟამად არის ფრანგული მულტი-ნაციონალური კომპანია კერინგი, ხოლო მისი ამჟამინდელი კრეატიული დირექტორია ალექსანდრე უონგი.
ქრისტობალ ბალემსიაგამ თავისი პირველი ბუტიკი სან-სებასტიანში, ესპნეთში გახსნა 1918 წელს. ბუტიკი მოგვიანებით გაფართოვდა თავისი ახალი ფილიალებით მადრიდსა და ბარსელონაში. ბალენსიაგას დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ესპანეთის სამეფო ოჯახსა და არისტოკრატიას ეცვა, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომმა ის აიძულა დაეხურა მაღაზიები და პარიზში გადასულიყო.



Dolce & Gabbana

დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა.

ანა სუი

ანა სუი - ამერიკელი მოდელიორია. მისი ბრენდის უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 1991 წელს ანამ გახსნა საკუთარი ბუტიკი 113 გრიმ სთრითზე, სოჰოში, ნიუ იორკის რაიონში. ეს მაღაზია, ლავანდისფერი კედლებით, წითელი იატაკებით, ანტიკვარული შავი ავეჯით და მანეკენებით გახდა სოჰოს მოდური ქალბატონების ცენტრი და  შესანიშნავად ხასიათდება ანას. ამას გარდა, ბრენდი ანა სუი გაიზარდა საერთაშორისო დონეზე ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. მისი იკონური ჩვენებებისას უკვე მოსალოდნელი, როკ მუსიკის თანხლებით და მეორეხარისხოვანი პროექტებით, როგორც წესი, იშლება კარავი  პრაიმ თაიმის ბრაიანთ პარკში, რამდენიმე დღით ადრე მოდის კვირეულამდე.
გაზეთმა „The New York Times“-მა ანა სუი შეაფასა, როგორც დიზაინერი, რომელიც ბევრ დროს არ კარგავს დადებითი და საწინააღმდეგო მხარეების აწონ-დაწონაზე,  არამედ უბრალოდ ქმნის. ანა ასევე მოხვდა ათწლეულის ტოპ ხუთეულში მოდის სახებს შორის, რომელიც  შეადგინა ჟურნალმა „თაიმ“-მა. 2009 წელს, სუიმ მიიღო ამერიკის ჯეფრი ბინ ლაიფთაიმ-ის ჯილდო მთავარი მიღწევისათვის, რომელიც მას მოდის დიზაინერების საბჭომ გადასცა.
ანა სუიმ თავისი პირველი სუნამო და კოსმეტიკური ხაზი წარმოადგინა 1999 წელს.
ანა სუის სუნამოების ჩამონათვალი:

• Night of Fancy
• Live Your Dream
• Dolly Girl Lil' Starlet
• Flight of Fancy
• Magic Romance
• Dolly Girl Bonjour L’Amour!
• Secret Wish
• Dolly Girl on the Beach
• Dolly Girl Ooh La love
• Dolly Girl
• Sui Love
• Sui Dreams
• Anna Sui Classic
• Rock Me
• Rock Me! Summer of Love
• Forbidden Affair

http://ge.strawberrynet.com/perfume/anna-sui/#26

საუკეთესო სუნამოები შემოდგომისთვის

შემოდგომის ბურუსიანი მხარე შეიძლება მეტად მიმზიდველი აღმოჩნდეს! იდუმალი და მათრობელა, კანზე „დამჯდარი“ და შეუდარებლად დამათბობელი არომატები - აი, რა არის მთავარი ასეთი დღეების, წვიმიანი ამინდისა და მელანქოლიური განწყობის თანამგზავრი, რომელსაც ისე შეეჩვევით, რომ აღარ მოგინდებათ, რომ შეელიოთ! ამ სეზონისთვის ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე სურნელი, რომლებიც აერთიანებენ აღმოსავლურ ნოტებს - სუნელებს, ზაფრანას, ვანილს, მუსკუსს, ტყავს და ტყისებრ აკორდებს!

ქვევით ფოტოზე იხილავთ:

Kilian Musk Oud
• Rouge Bunny Rouge Provenance Tales Silvan
• Jo Malone Saffron Cologne Intense
• Yves Saint Laurent Noble Leather
• Valentino Valentina Oud Assoluto






Harajuku Lovers - ყველაზე საყვარელი სუნამო

Harajuku Lovers პირველად გამოშვებისთანავე, 2008 წელს შემიყვარდა... ტელევიზორებისა და ჟურნალებისგან. რა თქმა უნდა მე მისი სურნელი არ ვიცოდი, მაგრამ სურათებიდანაც ისეთი აურა ჰქონდა, რამაც თავი შემაყვარა და გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი თოჯინა აუცილებლად მალე ჩემი გახდებოდა. თუმცა ჩემი და ჰარაიუკუს ჩუმი სიყვარული ამბავი ჩემს მეუღლესაც გაეგო და იმავე წელს, ჩემ დაბადების დღეზე  ეს ბეიბი მაჩუქა <3 იმის შემდეგ ჩემს კოსმეტიკურ მაგიდაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰარაიუკუ ლავერსის სხვადასხვა თოჯინებს.


გადავწყვიტე ამ არაჩვეულებრივი სუნამოს შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო.
ჰარაიუკუ ლავერს 2005 წელს დაარსდა გვენ სტეფანის მიერ. გვენ სტეფანი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსია როგორც თავის ბენდთან No Doubt-თან ერთად, ასევე როგორც სოლო მომღერალი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ჩაცმულობითა და პერსონალუი სტილით. სტეფანის გატაცებამ იაპონური ქუჩის მოდითა და ახალგაზრდობის კულტურით შთააგონა ჰარაიუკუ ლავერზ-ის შექმნა. მისი სუნამოები გამოირჩევა „საყვარელი“ შეფუთვით, რაც წარმოადგენს სტეფანს („G” თოჯინები ქერა თმით) და მასთან ერთად მოცეკვავე 4 გოგონას - სიყვარული, ანგელოზი, მუსიკა და ბეიბი - სხვადასხვა ჩაცმულობითა და პოზებით.
გამოშვებულია 23 სახის ჰარაიუკუ ლავერზ-ის სუნამო. პირველი გამოშვება -2008 წლით, ხოლო უახლესი კი 2011 წლით თარიღდება.

თითოეული სუნამო შედგება ორი ნაწილისგან. ზედა ნაწილი არის შუშის თოჯინა, რომელიც გამოხატავს სტეფანსა და 4 მოცეკვავეს, ხოლო ქვედა ნაწილი არის სუნამოს ბოთლი. მათ ყუთიც განსაკუთრებული აქვთ, რადგან სწორედ ყუთზე აღწერილია ამ თოჯინის ამბავი.

ქვემოთ განვიხილავთ სამ სუნამოს ამ ულამაზესი კოლექციიდან.
მუშკისებრი, ყვავილოვანი, ფხვიერი არომატი ვარდის, თეთრი ყვავილებისა და ვანილის სურნელით.

ბეიბის მარწყვინეტში ახასიათებენ, როგორც უცოდველი და ამაღელვებელი თოჯინა, რომლის ზედა ნოტებია: ფრიზია, ვარდი და ტკბილი ახალი ბერგამოტი. შუა ნოტებია: ფორთოხლის ყვავილები, ტიარის ყვავილი და ჟასმინის ფოთლები, ხოლო ქვედა ნოტებია: თეთრი მუშკი, ნაზი ტყე, ჰელიოთროპი, ვანილი და ია.

იგი 2008 წელს გვენ სტეფანმა ჰარი ფრემონტთან ერთად გამოუშვა. ბეიბი არის უმანკო და საყვარელი გოგონა.

G of The Sea

G of The Sea ჰარაიუკუ ლავერზის ყვავილოვანი, ხისებრი და მუშკისებრი სუნამოა დახვეწილი ქალბატონებისთვის.  იგი გამოვიდა 2011 წელს. ზედა ნოტებია: წითელი ვაშლი, წყლის შოშანა და ველური კენკრა. შუა ნოტებია: ფრიზია, პეონი და ჟასმინი, ხოლო ქვედა ნოტებია: ტყე, მუშკი და ქარვის ტყე.
ეს მშვენიერი ქალთევზა მწვანე კუდით მაშინვე შეგაყვარებთ თავს.


Wicked Style Love

2010 წელს გვენ სტეფანმა გამოუშვა ჰარაიუკუს სუნამოების შემდეგი სახეობა - Wicked Style. ამჯერად ისინი მიუძღვნა ტოკიოს ქუჩების, განსაკუთრებით ტაკეშიტა-დორის მოდას. ყველა სათამაშო გოგონას აქვს რაღაც ჯადოსნური სტილი, ფერადი თმა, ტანსაცმელი და საყვარელი ფეხსაცმელები.

Wicked StyleLove შეიცავს მანგოს, მსხლის, ფორთოხლის ყვავილის, ლოტუსის, იის, ოსმანტუსის, ნექტარინის არომატს, ასევე ღია ტყის, მუშკის, სანდლის ტწყის, რელინისა და პაჩულის ნოტებს. იგი შთაგონებულია როკოკოს სტილით: თეთრი წინდით, ბლუზითა და ლამაზი მოსაცმელით.

შეარჩიეთ სუნამო მამაკაცებითსვის

„სუნამო ყველაზე სუბიექტური არჩევანია, რასაც ყოველ დღე ატარებ. ერთი სახის სუნამო შეიძლება ძალიან „უხდებოდეს“ ვინმეს, ხოლო შენ საერთოდ არ შეგეფერებოდეს.“ - გვირჩევენ მოდისა და ჩაცმის სპეციალისტები.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სუნამო მამაკაცებისთვის, რაც სხვებისგან გამოარჩევს მას?

20-დან 30 წლამდე

ეს არის ახალგაზრდობისა და თავგადასავლების ასაკი. კარგად შერჩეული სუნამო ამის გამოხატვაში დაგეხმარებათ. ახალგაზრდა მამაკაცების მოდური სურნელი უფრო მუქი და ფართოა. სუნამო უნდა იყოს გამძლე, დღისა და ღამის და უნდა შეიცავდეს გრეიფრუტის, ფორთოხლისა და ვერბენას ნოტებს. გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს ცხიმიანი კანი აქვთ და სულ ცოტა შესხურება დიდხანს გაძლებს.


30-დან 40 წლამდე

ამ ასაკის მამაკაცი უკვე ზრდასრულია და სუნამოს ეს უნდა შეეტყოს. ამ დროს პირადი გარდირობიც იცვლება. პროფესიონალები გვირჩევენ სხვადასხვა აქტივობისას სხვადასხვა სუნამოს გამოყენებას. ხისებრი სურნელი, ვეტივერისა და ლავანდას ნოტები თქვენს ელეგანტურობას და გემოვნებას უფრო გამოკვეთს. გსურთ სუნამომ დიდხანს გაძლოს? მის დასხმამდე გამოიყენეთ ტანის ლოსიონი სუნის გარეშე, რადგან ლოსიონის შემადგენელი ცხიმი სურნელის ხანგრძლივობას განაპირობებს.


40 წლიდან

ამ ასაკიდან მამაკაცმა უკვე იცის რა მოსწონს და რა არა, უკვე იცის, თუ როგორი კოსტუმი ან ჰალსტუხი უხდება. ასევე უნდა იყოს სუნამოებშიც. ამ დროს ისინი მდიდრულ სურნელს იჩევენ უნიკალური ნოტებით. რატომ? სურნელს ხომ ცხოვრების საუკეთესო დროს ნოსტალგია შეუძლია მოიტანოს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ასაკის მამაკაცები თავდაჯერებულები არიან და შეუძლიათ ექსპერიმენტები ჩაატარონ. აირჩიეთ ბერგამოტის, მუშკის ნოტები. გაითვალისწინეთ, რომ ასაკის მომატებასთან ერთად კანს ცხიმოვნება აკლდება და შესაბამისად, სურნელი დიდხანს არ ძლებს. ამიტომაც ხანდახან საჭიროა დილით რამდენიმეს შესხურება, ხოლო საღამოთი ისევ გამეორება.

სუნამოები ბიონსესგან

ამ სტატიაში განვიხილავთ ცნობილი პოპ ვარსკვლავის – ბიონსეს გამოშვებულ სუნამოებს.

Heat


სუნამო "ჰით" ბიონსემ 2010 წელს გამოუშვა. იგი სურნელს ასე ახასიათებს:

"შეუდარებელი, მიმზიდველი ძალა. მხოლოდ ერთი შესუნთქვით იგრძნობთ, რომ თქვენში რაღაცამ გამოიღვიძა... გამოაცოცხლებს თქვენს გრძნობებს, აგიჩქარდებათ პულსი, კანი კი გათბება. თავს იგრძნობთ სექსუალურად და ძლიერად. იგრძენით სითბო, შეისხით "ჰით"
მარწყვინეტზე მის შესახებ ასე წერენ:
  • მკვეთრი, მაცდუნებელი სუნამო თავაჯერებული ქალბატონებისათვის
  • ვნებიანი, თბილი, სენსუალური და გამამხნევებელი
  • იხსნება მაგნოლიას, ნეროლის, წითელი ატმის, ცხრატყავას ნექტარით
  • შეიცავს ნუშის, წითელი ვანილის ორქიდეას ნოტებს
  • მსუბუქად შზავებულია ქარვითა და ტყის მუშკით
  • იდეალურია ყველა შემთხვევისათვის

Heat Rush

ბიონსეს "ჰით რაშ"–ის ძალას კანთან შეხებისთანავე იგრძნობთ. იგი გაგხვევთ არაჩვეულებრივ აურაში, რომელიც მოგანიჭებთ მყისიერ, აღმაფრთოვანებელ შეგრძნებებს. სენსუალური, ნათელი სურნელი გამოაცოცხლებს ოთახს ისევე, როგორც ბიონსე თავისი გამოჩენისას.
  • ვნების ხილის შერბეტის, სისხლისერი ფორთოხლის, ალუბლის, ყვითელი ვეფხვის ორქიდეას ნოტები
  • ტრიალებს მანგოს ყვავილის, ჰიბისკუსის, ტექტონას ტყის, თაფლის ქარვის და მუშკის ნოტების გარშემო
ამავე ხაზით გამოუშვა ბიონსემ "Midnight Heat" ტანის სენსუალური ლოსიონი, რომელიც შეიცავს მაკონდიცირებელ ინგრედიენტებს და ატენიანებს კანს.



Pulse

 ბიონსეს "პალს" სუნამო ყველასგან განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა. გამოშვებულია 2011 წელს. იგი უცებ ჩაგწვდებათ და გამაბრუებელ სურნელში გაგხვევთ. ბიონსეს "პალსის" მომხმარებელი ქალბატონის იგნორი ყოვლად შეუძლებელია.  იგი მოგანიჭებთ სენსუალურობის, სიძლიერის შეგრძნებას.

  • ზედა ნოტებია მსხალი, ბერგამოტი და ლურჯი კურაკაოს ლიქიორი
  • შუა გულის ნოტებია ორქიდეა, პეონი და ჟასმინი
  • ქვედა ნოტებია მადაგასკარის ვანილი, მუშკი და ტყე



Pulse NYC


"სექსუალური, შოკისმომგვრელი, ვნებიანი, ტკბილი, გამამხნევებელი" – ასე აღწერენ ბიონსეს სუნამოს "პალს ნიუ იორკ სითი"

ბიონსე ამბობს, რომ "პალს ნიუ იორკ სითის" მატარებელი ქალი მზადაა ყველაფერი დაიპყროს. იგი ხომ ბიონსემ თავისი საყვარელი ქალაქის – ნიუ იორკის საპატივსაცემოდ შექმნა.