Showing posts with label ხელები. Show all posts
Showing posts with label ხელები. Show all posts

ლამაზი მანიკურები

ლეოპარდის პრინტის ფრჩხილები, ისევე როგორც ტანსაცმელი, ყოველთვის სარგებლობდა პოპულარობით. თურმე ამის გაკეთება საკმაოდ ადვილი ყოფილა ყველასთვის. უყურეთ ვიდეოს და ნახავთ, თუ როგორ მიიღოთ ლეოპარდის დიზაინი.

მიგაჩნიათ, რომ სახლში მანიკურების გაკეთება რთულია? კიდევ ერთხელ დაფიქრდით! თუ გსურთ, გაიკეთოთ ჩრდილებიანი მანიკური, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ:

  • აირთიეთ ორი ფერის მანიკური და წაისვით ძირითადი ფენა ცალ ხელზე, შემდეგ LED განათების ქვეშ სწრაფად გაიშრეთ. გაიმეორეთ მეორე ხელზე;
  • შემდეგ აიღეთ მაკიაჟის ღრუბელი და მეორე ფერის მანიკური წაუსვით ზედ. ღრუბელი დაიდეთ ფრჩხილის ბოლოებზე;
  • მოიშორეთ გათხაპნილი ფერები და გაიშრეთ.
მართალია საკმაოდ აცივდა, თუმცა ჯერ კიდევ შემოდგომაა. განვიხილოთ შემოდგომის ტრენდები: ფერებში ფართო არჩევანია, თუმცა ფორთოხლისფერი და ყვითელი ფერები ჭარბობს, რადგან ისინი გამოხატავენ შემოდგომის ფოთოლცვენას. ზევიდან შეგიძლიათ დაიკრათ სპეციალური სტიკერები. ამის გამოყენება ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. თუ არ გინდათ დრო დახარჯოთ მანიკურის გაკეთებაში, ამ სეზონისთვის ფრანგული მანიკურები (ე.წ. ფრენჩები) ძალიან მოსახერხებელი და მოდურია.


თუ გსურთ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდეთ, მაშინ მკვეთრი ფერების და გამოკვეთილი დიზაინი შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი ფრჩხილებით სამსახურში ალბათ ვერ მიხვალთ. ასე, რომ შეარჩიეთ შაბათ-კვირა ან განსაკუთრებული საღამოები:
სამსახურისთვის უფრო ყურადღების ნაკლებად გამომწვევი, თუმცა ისეთი მანიკური უნდა შეარჩიოთ, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩება. წარმოიდგინეთ ლამაზი მანიკურებით რომ უკაკუნებთ კლავიატურას და მიმზიდველი მამაკაცი რომ დაგადგებათ თავზე... ხომ უნდა ვიყოთ ამ დროს მომზადებულები? :)

და ბოლოს: ჩემი ფავორიტი, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავ ჩემი მეგობრის ქორწილში წასასვლელად:
აი ამას ძალიან დახვეწილი და გამოცდილი ხელი სჭირდება. პრინტი ძალიან თხელი და წვრილია, თვლების დალაგებაც არ იქნება მარტივი საქმე, ხოლო მანიკურებისთვის 5 საათს ვერ გამოვყოფ ჩემი დაკავებული რეჟიმიდან. ამიტომ, ალბათ სპეციალისტთან მივალ. წარმატებები მისურვეთ :))

კანის მოვლა ზამთარში

ზამთარი გვიახლოვდება და ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ მომზადებულები შეხვდეთ კანის დაცვის მხრივ. ლოყების აწითლების გარდა ზამთრის ცივი დღეები სახის, ხელებისა და ფეხების კანის გამოშრობას იწვევს. ზოგისთვის ეს საკმაოდ დიდი პრობლემა ხდება: კანის აქერცვლა, დასკდომა და ეგზემაც კი შეიძლება განვითარდეს.

ექიმები ამბობენ, რომ კანი გამოშრობას იწყებს წელიწადის იმ დროიდან, როცა ჩვენ ოთახების დათბობას ვიწყებთ. თურმე მნიშვნელობა არა აქვს რითი ვათბობთ: გაზით, შეშით თუ ელექტრო ენერგიით, კანი მაინც შრება!

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა ზამთრის ცივ თვეებში.

1. ხშირად დაიტენიანეთ კანი

თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც ზაფხულში იყენებდით და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა ზამთარში კანს უფრო სათუთი მოვლა სჭირდება. უმჯობესია შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი, ვიდრე წყალზე დამზადებული, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას (ცნობისთვის: ბევრი "ღამის კრემი" სწორედ რომ ცხიმზეა დამზადებული)

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

დიახ, სწორად გაიგეთ! მზისგან დაცვა მხოლოდ ზაფხულში არ გვჭირდება. ზამთრის მზე -- თოვლიან დღეებში განსაკუთრებით -- საკმაოდ აზიანებს კანს. წაისვით ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემი სახესა და ხელებზე გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე.

ბორგეზეს დამატენიანებელი ხელთათმანი

3. განსაკუთრებით დაიცავით ხელები

ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. გარეთ გასვლისას ხელთათმანების ტარება რეკომენდებულია.


4. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა

ცენტალური გათობიბის სისტემები (ასევე ოთახის გამათბობლები) უხვად ამარაგებენ ოთახებს ცხელი, მშრალი ჰაერით. ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა კი ტენიანობას მატებს ოთახში და დაიცავს კანს გამოშრობისგან.

5. წაისვით დამატენიანებლები ფეხებზე

მართალია, მენთოლის სურნელოვანი ლოსიონები კარგად გამოიყენება ზაფხულის თვეებში, მაგრამ ზამთარში თქვენს ფეხებს უფრო ძლიერი საშუალებები სჭირდება. შეიძინეთ ლოსიონები, რომელიც შეიცავს გლიცერინს. ასევე, პერიოდულად გამოიყენეთ კანის ამქერცლავი საშუალებები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელი კომპონენტების სწრაფ და ღრმად შეწოვას.


6. არ მიიღოთ ძალიან ცხელი აბაზანა

რა ჯობია ზამთრის ცივი, დამღლელი დღის შემდეგ ცხელ აბაზანაში ჩაწოლას... მაგრამ ინტენსიური ცხელი წყალი კანის ლიპიდურ ბარიეს შლის, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. ექიმები გვირჩევენ გამოვიყენოთ უბრალოდ თბილი წყალი და თან მცირე ხნით.