Showing posts with label ტუჩის ფერი. Show all posts
Showing posts with label ტუჩის ფერი. Show all posts

მაკიაჟი 5 წუთში

დიახ, ეს შესაძლებელია! ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ვარიანტი და რჩევები ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფი მაკიაჟის გასაკეთებლად

1. დაიბანეთ და დაიტენიანეთ სახე

კარგად და სწრაფად გაიწმინდეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საშუალებები. საერთოდ, რეკომენტებულია დამატენიანებელი კრემის წასმა ყოველი მაკიაჟის წინ, რადგან ზოგიერთი კომპონენტი, რომელსაც სხვადასხვა სახის კრემები შეიცავს, აშრობს კანს, დამატენიანებელი კი თქვენს ნაზ კანს ამისგან დაიცავს.

2. გამოიყენეთ ტონალური

წაისვით ტონალური მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გჭირდებათ, ანუ იქ, სადაც გსურთ რომ კანის ტონი გაათანაბროთ. ყურადღება მიაქციეთ ნიკაპს, ცხვირს, თვალების გარშემო და ყველა იმ მონაკვეთს, რაც მიდრეკილია გაწითლებისა ან ჩამუქებისკენ. ტონალური წაისვით არა-თითით (ე.წ. ბეჭდის თითით). ამ სურათზე აღნიშნულია უმრავლესობისთვის პრობლემატური ადგილები და ტონალურის წასმის რეკომენდებული მიმართულება.


3. წაისვით შავი ან ყავისფერი მასკარა

მასკარა (შავი ფერი უნივერსალური გამოყენებისაა; ყავისფერიც საკმაოდ ადვილი წასასმელია) თქვენს თვალებს გამოკვეთს და მოგანიჭებთ განახლებულ იერს. წაისვით ერთი ფენა, წამწამების ძირებიდან ბოლოებამდე. არაა საჭირო ტუბში ბევრი „ჩაწობა“, რადგან ამ დროს ტუბში ჰაერი შედის  და ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას


4. გამოიყენეთ ტუჩის საცხი და ფერ-უმარილი

წაისვით ფერ-უმარილი ორივე ლოყაზე (იმ ადგილას, რომელიც მრგვალდება სიცილის დროს), მიმართულება უნდა იყოს ყურისკენ. ტუჩებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ან პრიალა საცხი, რომლის გამოყენებაც ნაკლებ დროს მოიხმარს, ვიდრე ლაინერისა და პომადის წასმა. გამჭვირვალე საცხის წასმა ადვილია, რადგან არაა საჭირო აბსოლიტური სიზუსტის დაცვა (ისევე, როგორც გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი), შესაბამისად, ამას უფრო სწრაფად მოვახერხებთ და თუ დილას სამსახურში გეჩქარებათ, გამჭვირვალე ტუჩის საცხი საუკეთესო გამოსავალია.

5 წუთიანი მაკიაჟისთვის გჭირდებათ:


რას გვეუბნება თქვენი პომადის ფერი თქვენ შესახებ?

პომადის ფერს როგორც წესი ვირჩევთ იმის მიხედვით, თუ რა ფერის ტანსაცმელი გვაცვია. თუმცა ახალი გამოკვლევებით დადასტურდა, რომ შემთხვევით შერჩეული პომადის ფერით შესაძლებელია ადამიანის პიროვნული თვისებების გაგება. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც შინდისფერ პომადას ვირჩევთ, თუ მსგავსი ფერის კაბა გვაცვია. თუმცა, როდესაც ამ შემთხვევაში ბუნებრივ ან შიშველ ფერს ვირჩევთ, ამას ჩვენს ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია.

 ფერი და ხასიათი

თითოეულ ფერს სხვადასხვა თვისება გააჩნია, რაც ყველამ ვიცით. თქვენი საყვარელ ფერი ნაწილობრივ თქვენს ხასიათსაც გამოხატავს. ასევე, თუ რომელიმე ფერი ძალიან არ მოგწონთ, ეს თქვენი აზროვნების სხვა ასპექტზეც მიგვითითებს. 
  •  ცნობილია, რომ წითელი ფერის მოყვარული ძლიერი, ენერგიულები და ქარიზმატულები არიან.
  •  ლურჯი და თეთრი ფერი კი სიმშვიდეზე მიუთითებს.
  •  მწვანე ექსტრავაგანტულობის ფერია და თქვენს ფსიქოლოგიაზე ძალიან ბევრს ამბობს.

პომადა და ხასიათი

პომადას ტუჩების გამოსაკვეთად ვიყენებთ. ეს პირველია, რაც სხვების ყურადღებას იპყრობს. ამიტომაც ქალბატონები ფრთხილად არჩევენ პომადას, რომელიც თავიანთ ხასიათს შეესაბამება.

1. წითელი

თუ გიყვართ წითელი პომადის ტარება, ნიშნავს, რომ თქვენ არ ცდილობთ თქვენი ტუჩების დაფარვას. თქვენ ხართ თავდაჯერებულები და იპყრობთ ყველას ყურადღებას, ვინც კი თქვენს წითელ ტუჩებს დაინახავს. თქვენ ხართ ვნებიანი, სენსუალური, მამაცი და ენერგიული. წითელი ფერი თქვენს ენერგიულ მხარეს წინ წამოწევს.

2. ტკბილი ვარდისფერი

მოვარდისფრო პომადა ყველაზე ხშირად გამოყენებადია და ალბათ არ არსებობს ქალბატონი, ვისაც ვარდისფერი პომადა თავის კოლექციაში არ აქვს.  ეს არის ტკბილი და ქალური ფერი. ახალგაზრდა გოგონებში ეს ყველაზე პოპულარულია, რადგან ისინი სიყვარულით არიან გარშემორტყმული, ადამიანებისა და ცხოვრების სიყვარულით. ვარდისფერი ყოველთვის ასოცირდება საყვარელთან. ბუნებრივია, რომ რბილი ხასიათის ქალბატონებიც ვარდისფერს ატარებენ.

3. გაბედული ყავისფერი და ქლიავისფერი

ეს ფერები უკვე არაა უცხო. მრავალი ქალბატონი „ტოვებს“ საყვარელ წითელ ფერს და ირჩევს ყავისფერს ან ქლიავისფერის მუქ ტონებს. ეს მიუთითებს თავაგადასავლების სიყვარულზე და გამოარჩევს სხვებისგან. ეს ქალბატონები განსხვავებულები არიან და ისეთ გზებს ირჩევენ, რაც სხვებისგან გათელილი არაა. მათ უყვართ გამოწვევა და აქვთ განსაკუთრებული, მისტიური აურა.

4. გოთური შავი

ბოლო ხანებში ამ ფერმა დაიპყრო მრავალი ახალგაზრდა ქალბატონის გული. ისინი ასევე იკეთებენ შავ მანიკურებს და ძალიან გამოიკვეთებიან სხვებისგან. საინტერესოა, რომ შავ პომადას მსგავსი ხასიათის ქალბატონები ატარებენ. ისინი საკმაოდ რთული პიროვნული თვისებების პატრონები არიან. შავი ფერი გამოხატავს მიუწვდომლობას და ხელშეუხებლობას. მართალია, ხანდახან შავი ფერის პომადის მატარებელი ქალბატონი სულაც არაა მიუწვდომელი, მაგრამ მათ მაინც არ უყვართ სხვებში გარევა.

5. გამჭვირვალე, ბუნებრივი

ბუნებრივი ფერის პომადის მატარებელს ქალბატონებს განსაკუთრებული პრეტენზია არ გააჩნიათ. ისინი არიან უბრალოები და უშუალოები. ასევე, ისინი დარწმუნებულები არიან თავში და თავიანთ ბუნებრივ იერში. მათთან შესაძლოა ადვილი, მშვიდი ურთიერთობა.
მქრქალი ფერები თქვენი ხასიათის სიმტკიცეს გამოხატავს, ხოლო პრიალა და ციმციმა პომადა სხვებთან ურთიერთობის სიმარტივესა და სილამაზეს წარმოაჩენს.
ეხლა კი, უბრალოდ გახსენით თქვენი კოსმეტიკის სათავსო და დაითვალეთ, თუ რომელი ფერის პომადა ჭარბობს. იხალისეთ J)