როგორ გაიმშვენიეროთ ფეხები



იმისათვის რომ გქონდეთ რბილი, პრიალა ფეხები ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის კონტურებს. მიმზიდველი ფეხები რომ გქონდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მოუაროთ მათ, განსაკუთრებით, როდესაც მშვენიერი ამინდია და შორტი ან ქვედაბოლო გაცვიათ!


რჩევები

1
გამონახეთ დრო და ენერგიული გახადეთ ფეხები, სირბილსა და ვარჯიშს დაამატეთ კუნთების ვარჯიშები. შესანიშნავი ფეხებისათვის, უპირველესი რჩევაა ფეხების ენერგიულობა. თუმცა ფრთხილად იყავით, რომ მეტისმეტი ვარჯიშით ძალიან დაკუნთული არ გაგიხდეთ ფეხი! ზედმეტად განვითარებული   კუნთი  მამაკაცურს გახდის თქვენს ფეხებს. შეეცადეთ, გქონდეთ ჯანმრთელი და ელეგანტური ფეხები.



2
გაირუჯეთ... თუ მოგწონთ ასეთი იერი. გარუჯული ფეხები ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ინდივიდუალური უპირატესობის საკითხია. თუ მოგწონთ ბრინჯაოსფერი ფეხები, გქონდეთ! თუ ამჯობინებთ ბუნებრივ ფერს, ესეც შესანიშნავია!

3
გაიპარსეთ კარგად, სანამ არ გასრიალდება ფეხის კანი. შეეცადეთ, გამოიყენოთ რამდენიმე პირიანი საპარსი ან თუნდაც ელექტრო საპარსი, უფრო რბილი გაპარსვისთვის. ზოგიერთი ქალს ეს დასჭირდება ყოველდღე. ზოგიერთის თმა არც ისე სწრაფად იზრდება და საკმარისია რამდენიმე დღეში ერთხელ.


4
ან აპხრიწეთ ცვილით! ცვილის ეპილაცია შესანიშნავია გლუვი, რბილი ფეხის მისარებად და შედეგის გაგრძელდება ბევრად უფრო მეტ ხანს ძლებს, ვიდრე გაპარსვა. ცვილის ეპილაცია ცნობილია, როგორც მტკივნეული პროცედურა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ფაქტობრივად, ფეხებს აშორებს თმის ფოლიკულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცვილის ეპილაცია  უფრო იშვიათად დაგჭირდებათ. მაშინაც კი, თუ თქვენ ჩვეულებრივ იპარსავთ, შეგიძლიათ ზოგჯერ გაიკეთოთ ცვილის ეპილაცია  სუპერ გლუვი ფეხებისთვის.

5
დაიტენიანეთ, დაიტენიანეთ, დაიტენიანეთ. რთული სულაც არ არის! ბევრი გზა არსებობს ფეხების დასატენიანებლად და ყველა მათგანს სხვადასხვა სარგებლობა აქვს. სცადეთ რამდენიმე მათგანი და მიხვდებით, რომელი გირჩევნიათ!
·         ლოსიონი - გადაჭარბების გარეშე ლოსიონის ასობით ბრენდი და ნაირსახეობაა ხელმისაწვდომი. სცადეთ რამდენიმე და აირჩიეთ, რომელიც უფრო მოუხდება თქვენს მოთხოვნებს. შესაძლოა ჯერ გასინჯოთ თქვენს მიერ არჩეული ლოსიონის სამოგზაურო ზომის ბოთლი, რადგან ჯერ არ იცით გამოგადგებათ თუ არა ეს კონკრეტული.
·         დამატენიანებელი -  ამ პროდუქტზეც დიდი არჩევანია ბაზარზე. ეს სახეობა ჩვეულებრივ უფრო დიდხან ძლებს, ვიდრე ლოსიონი, მაგრამ შეიძლება არ იყოს კომფორტული მისი დღითი დღე გამოყენება თქვენთვის. თუ გსურთ, რომ გამოიყენოთ დამატენიანებელი, შეეცადეთ წაისვათ ღამით, დაძინებამდე. მტელი ღამის განმავლობაში შეიწოვება კარგად კანში, და დილით უკვე აბრეშუმისებრი ფეხებით გაიღვიძებთ!
·         ბავშვის ზეთი - შესაძლოა საუკეთესო დამატენიანებელი აღმოაჩინოთ ბავშვთა პროდუქციაში. ბავშვის ზეთის ყოველდღიურ საშუალებად გამოყენება, დღოთა განმავლობაში თქვენს კანს დაარბილებს და გახდის აბრეშუმისებრს. ბავშვის ზეთის გამოყენება უფრო კომფორტულია, ვიდრე დამატენიანებლის, მაგრამ ძალიან აპრიალდება კანზე. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ძლიერი პრიალი, შეეცადეთ ბავშვის ზეთი წაისვათ ფეხზე დილით შხაპის შემდეგ. სახლიდან გასვლამდე, ფეხი შეიწოვს პროდუქტს. გამოიყენეთ ვაზელინი, თუ ძალიან ჩქარობთ..თუ არ გაქვთ დრო,  პრიალა ფეხის ყოველდღიური მოვლისათვის, წაისვით ვაზელინის ჟელე  წვივზე - ეს მომენტალურად გააპრიალებს ფეხებს. ეს საუკეთესოდ მუშაობს, თუ ​​თქვენი ფეხები გარუჯულია ან ბუნებრივად მუქია, ხოლო ღია ფერის კანის ტონზე შეიძლება ოდნავ ცხიმიანი იერი ჰქონდეს.  კარგად შეიზილეთ, ან  თორემ ვაზელინის ბურთულები უშნოდ გამოჩნდება ფეხზე!
      დამატებითი რჩევები
·         ბავშვის ზეთი გამოდის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ზეთი, გელი და ქაფი. ზეთი შეიძლება იყოს რთულად წასასმელი იყოს, მაგრამ როგორც წესი, იძლევა საუკეთესო შედეგებს. ქაფი, მეორეს მხრივ, უმარტივესი გამოსაყენებელია, მაგრამ არ აქვს ზეთის ძალა. თქვენი საუკეთესო არჩევანი ალბათ იქნება გელი, ეს არის საუკეთესო შუალედი.
·         წაისვით კონდიციონერი უხვად ფეხებზე, შემდეგ გაიპარსეთ, რათა დამატებით დაარბილოთ!
·         გამოაჩინეთ თქვენი  ახალი, საუცხოოდ რბილის და შესანიშნავი ფეხები! არ დამალოთ ჯინსით ან განიერი შარვლით! ჩაიცვით საუკეთესო ქვედაბოლო და მთელს ქვეყანას დაანახეთ რა ფანტასტიური ფეხები გაქვთ!
·         საპარსის არჩევისას, ნუ დაზოგავთ ხარისხზე. საუკეთესო საპარსები მეტი დანით ჩვეულებრივ უკეთესად აკეთებენ საქმეს.
·         შურიეთ მბზინავი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი პუდრი თვალის ჩრდილი  ლოსიონს (სულ მცირეოდენი, მეტი არ მოგივიდეთ) საინტერესო ელფერისათვის.
·         კარგ ლოსიონს უახლოეს აფთიაქშიც იპოვით, მაგრამ თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ უმჯობესია დერმატოლოგს მიმართოთ რჩევისთვის.   ზოგიერთი საპარსი კრემი იყიდება, როგორც დამატენიანებელი. ასეთი პროდუქტი საბოლოო ჯამში ვერ დაგეხმარებათ, ისინი დაარბილებენ კანს, მაგრამ აბრეშუმისებრს ვერ გახდიან მათ. 
)

No comments:

Post a Comment