Showing posts with label კანის მოვლა. Show all posts
Showing posts with label კანის მოვლა. Show all posts

CELLCEUTICALS



კომპანია CellCeuticals® Skin Care, Inc. დააარსა პოლ სკოტ პრემომ, სილამაზის ინდუსტრიის ვეტერანმა 2007 წელს. CellCeuticals® ბრენდის სახელით იქმნება მოწინავე, კლინიკურად ტესტირებული პრემიუმ კლასის კანის მოვლის საშუალებები.

კომპანიის მიზანია - გახდეს მსოფლიო ლიდერი ბიო-სამედიცინო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტების სფეროში, რომელიც ებრძვის კანის დაბერებას. ბრენდის CellCeuticals® ყველა საშუალება შექმნილია გენეტიკის სფეროში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.  კომპანიის ერთ-ერთ მიღწევას წარმოადგენს უჯრედული კომპლექსის GFP ™ - დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც ააქტიურებს უჯრედებს და ხელს უწყობს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროტეინების რეგენერაციას, რომელიც აახალგაზრდავებს კანის იერს.  ეს უპრეცედენტო და დაბერების საწინააღმდეგო აქტიური კომპლექსი შეიცავს ლიპოპეპტიდებს, რეტინოლსა და ანტიოქსიდანტების, რომლებიც ებრძვის კანის დაბერებას უჯრედულ დონეზე.


CellCeuticals-ის პროდუქტების გამოყენებიდან უკვე ორი კვირაში, კანი ხდება შესამჩნევად უფრო მკვრივი, გასხივოსნებული და ახალგაზრდული. შედეგი არის უბრალოდ გასაოცარი.







Caudalie


Caudalie - ფრანგული ოჯახური კომპანია 1993 წლიდან უშვებს კანის მოვლისა და ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის დაბერების საწინააღმდეგო პროდუქციას, დაფუძნებულს საკუთარი უნიკალური დაპატენტებული ინგრედიენტებით.
ბრენდა ქოდალის ისტორია იწყება 1993 წელს, როცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა - მატილდამ და ბერტრაბ ტომამ - გაიცნეს ბორდოს უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი ვერკოტერენი, რომელიც ატარებდა კვლევას ყურძნის ნაწურის გამოყენების შესახებ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მოუვიდა იდეა, შეექმნათ საკუთარი კოსმეტიკა პოლიფენოლისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების საფუძველზე, რომელსაც შეიცავს ყურძენი და ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო მჟავების ნამდვილი ჭა არის. 1996 წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს ბორდოს უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტთან, რამაც დასაბამი დაუდო Caudalie-ის საკუთარი კვლევითი ლაბორატორიის მოღვაწეობას.
ყურძნის პოლიფენოლები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება Caudalie-ის კოსმეტიკის დამზადებისას, მიიღო სამეცნიერო აღიარება. ამჟამად Caudalie-ის საშუალებების გამა ითვლის 40 დასახელების პროდუქტს, რომლებიც გამოირჩევა სრულიად უნიკალური შემადგენლობით და შესანიშნავი ეფექტურობით იცავს პრობლემურ კანს. კომპანია დღესაც მისდევს ნატურალური პროდუქტების მაქსიმალური გამოყენების და მკაცრი სამეცნიერო კონტროლის პრინციპს. მუდმივად აფართოებს სამეცნიერო კვლევების მოცულობას და ისწრაფვის ფორმულებისა და შემადგენლობების განუწყვეტელი სრულყოფილებისაკენ. ამით კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს გამორჩეული ხარისხის პროდუქციას.




„ბიოდერმა“


ლაბორატორია „ბიოდერმა“ დაარსდა საფრანგეთში 1978 წელს, როგორც ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც ამზადებდა  მედიკამენტების ბაზას ექიმთა რეცეპტების საფუძველზე.
დღესდღეობით ლაბორატორია „ბიოდერმა“ უშვებს კოსმეტოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კანის სხვადასხვა  დაავადებების კომპლექსური მკურნალობისა და პროფილაქტიკისას. ის ერთ-ერთი ლიდერია სამედიცინო კოსმეტიკის საშუალებების წარმოების ტექნოლოგიაში, რაც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დერმატოლოგიაში. ახალი პრეპარატების დამზადებისას „ბიოდერმას“ ლაბორატორიის ფარმაცევტები და ფარმაკოლოგები უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულნი არიან ექიმებისა და მათი პაციენტების მოთხოვნებზე.
სამკურნალო კოსმეტიკის Bioderma-ს გამოყენება უზრუნველყოფს პრობლემური და დაავადებული კანის სწორ და სრულყოფილ მოვლას, აფერხებს კანის ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, მედიკამენტურ პრეპარატებთან ერთად კომპლექსური გამოყენებისას ზრდის მათი გამოყენების ეფექტურობას კანის სხვადასხვა დაავადებებისას.
Bioderma-ს პროდუქცია საფრანგეთში მეორე ადგილს იკავებს ექიმების მიერ გამოწერილ სამკურნალო კოსმეტიკის საშუალებებს შორის. ამჟამად, ეს საშუალებები ინიშნება ხუთი კონტინენტის, 65 ქვეყნის დერმატოლოგების მიერ. Bioderma-ს ლაბორატორიების მიერ დამზადებული სამკურნალო კოსმეტიკა წარმოდგენილია 8 ხაზით, რომელთაგანაც თითოეული არის გამზადებული პროგრამა კონკრეტული დერმატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.
Bioderma-ს ხაზებია:

ატოდერმი - მშრალი კანისა და ატოპიური დერმატიტისთვის;
ჰიდრაბიო - მგრძნობიარე და გამომშრალი კანისთვის;
სენსიბიო - მგრძნობიარე კანისთვის, როზაცეასა და სებორიული დერმატიტისას
ციკაბიო - კანის სამკურნალო პროფილაქტიკა.
სებიუმ - ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის, აკნეს დავადებისას
ფოტოდერმ - მზის გამა, იცავს კანს მზის მავნე ულტრა იისფერი სხივებისგან;.
• WO -
კანის პიგმენტაციის გათეთრება
ნოდე - თმისა და სკალპის მოვლა.

http://ge.strawberrynet.com/skincare/bioderma/
Carols Daughter



ლიზა პრაისმა, ამ კომპანიის დამფუძნებელმა თავისი მომავალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ის მუშაობდა ცნობილი სატელევიზიო შოუს გადაღებებზე, საღამოობით კი თავის სამზარეულოში ამზადებდა სხვადასხვა კრემებს, ლოსიონებსა და ნიღბებს, იყენებდა რა მხოლოდ  ხელთარსებულ ნატურალურ ინგრედიენტებს.

როდესაც მის მიერ დამზადებული პროდუქცით გაავსო არა მარტო მისი სახლი, არამედ უკვე ყველა მისი ნაცნობის ბინა, ლიზას იდეა მოუვიდა გაეყიდა თავისი ხელნაკეთი კოსმეტიკა. იმ პერიოდში მას არ გააჩნდა საშუალება გაეხნსა სავაჭრო წერტილი პროდუქციის გასაყიდად, და მან გადაწყვიტა ეს განეხორციელებინა ფოსტის საშუალებით.

ამგვარად, 1993 წლიდან Carols Daughter-ს კოსმეტიკის შეძენა შეიძლებოდა ლიზა პრაისის პირადად ცნობის გარეშეც. კომპანიამ თავიდანვე განისაზღვრა თავისი პოზიცია, როგორც ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული თმისა და ტანის კოსმეტიკის მწარმოებლის სპეციალიზირებით.


ხოლო როდესაც ბრენდმა მოიპოვა გარკვეული პოპულარობა და დადგა მისთვის სახელის არჩევის საკითხი, ლიზამ გადაწყვიტა გამოეყენებინა დედის სახელი ქეროლ პრაისი, რომელთანაც მას დიდი სიახლოვე აკავშირებდა და კომპანიას დაარქვა Carol’s Daughter.

დაინახა რა, რომ მის კოსმეტიკაზე გაიზარდა მოთხოვნილება და რომ ის რეალურად შეძლებდა მასზე ფულის შოვნას, 
1999 წელს საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ, ლიზამ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პირველი მაღაზია მშობლიურ ქალაქში . შემდეგი 10 წლის განმავლობაში გაიხსნა კიდევ დაახლოებით 5 მაღაზია მთელს ქვეყანაში. დღეს Carol’s Daughter კომპანიის პროდუქცია რამდენიმე საკუთარი მაღაზიის გარდა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სალონებში, აგრეთვე უდიდეს მაღაზიებში, როგორიცაა Macy’s და Sephora.  ქსელის ასეთი სწრაფი გაფართოება შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული ინვესტიციებისა და ცნობილი სახეების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ლიზამ გაიცნო შოუში მუშაობისას, როგორებიც არიან ჯეი-ზი, უილ სმიტი, სტივ სტაუტი. დღესდღეობით კომპანიას დიდი პერსპექტივები აქვს, ხოლო უცხოელ მომხმარებელს კი ის-ღა დარჩენია, რომ შურდეთ ამერიკელების და დაელოდონ ბრენდის გამოჩენას თავიანთ ქვეყანაში.  ჯერ-ჯერობით კი იხილეთ ამ ბმულზე:
„ძლიერი“ ნიღბები კანის დაბერებასთან საბრძოლველად

ეს ნიღბები უკიდურესად ძლიერია. ძვირფასი და ძვირადღირებული ქილები გვპირდებიან კანის გაცისკროვნებას, დაბერების საწინააღმდეგო დაცვას, ტონის გათანაბრებას და სხვა სპეცეფექტებს. შეგიძლიათ კანის ასეთი საშუალება აჩუქოთ დედას ახალ წელს და არც შეცდებით არჩევანში! მაგრამ ამასთან ერთად, შეგიძლიათ გაახაროთ საკუთარი თავიც, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ამ ნიღბების დანიშნულება თქვენთვის არ არის! საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიღბებს არ გააჩნიათ კონკრეტული ასაკობრივი რეკომენდაციები, მაგრამ შესანიშნავად მუშაობენ, როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის გასახანგრძლივებლად მიღებული ზომების კურსი . თუ ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე თქვენი კანი გაფერკმრთალდა, გაღრმავდა მიმიკური ნაოჭები, გაქრა ჯანსაღი ალმური - ჩაიტარეთ ექსპრეს კურსი, ყოველდღიურად საღაამოობით გაიკეთეთ ნიღბები, რომლებიც მიმართულია კანის პირველი ცვლილებებისადმი. ორ-კვირიანი ინტენსიური კურსი საკმარისი იქნება, რათა ადრეული გაზაფხულის დადგომამდე არ გაიხსენოთ კანის მოვლის ძლიერი საშუალებები!
ქვევით ფოტოზე იხილეთ:


Valmont Renewing Pack
Cellcosmet Precious Mask
Carita Biological Face Mask
La colline Cellular Vital Mask
Chanel Sublimage Masque
Dior Masque Satin Fermete Revitalisant