აუცილებელი და საიდუმლო რჩევები შესანიშნავი თვალებისათვის


როგორ დავაღწიოთ თავი ძირითად ყავისფერს
თვალის ღია ფერის მკვეთრი მაკიაჟი შესანიშნავად გამოიყურება ჟურნალში, მაგრამ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფერები? ღია ფერების შერწყმა ნეიტრალურ ფერებთან, რომლებიც უკვე გაქვთ ნამდვილად არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. თავდაპირველად წაისვით მსუბუქი  ბაზა ქუთუთოების ქვეშ, ხოლო მბზინავი ფერი წაისვით თვალის ნაკეცებში. ღამის განათებისთვის თქვენი ძირითადი შავი ან ყავისფერი ლაინერი შეცვალეთ ფერადი ფანქრით.



 აათამაშეთ თვალები

მიანიჭეთ თვალებს მაქსიმალურად ბუნებრივი ფერი. მწვანე ან თაფლისფერ თვალებზე სცადეთ ჩრდილები და ლაინერები მეწამული ელფერით. ნეიტრალური ჩრდილები მწვანე თვალებს ახალისებს. მუქი ლურჯი და სხვა ტონის ლურჯი ანათებს ლურჯ თვალებს. ყავისფერ-თვალება გოგონებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ელფერი; ნეიტრალური ფერები წითელისა და ყავისფრის ნახევარტონში აშკარად ადიდებს მუქ თვალებს.

დიახ, დაგჭირდებათ სპეციალური თვალის კრემი

თვალის კრემები შექმნილია თხელი, მგრძნობიარე კანისთვის თვალის გარშემო. ასეთი კრემები უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელია, ვიდრე სახის ჩვეულებრივი კრემები. გამოიყენეთ თვალის კრემები არომატიზატორების გარეშე, რადგანაც  არომატიზატორებმა შესაძლოა  გააღიზიანოს თვალი და გამოიწვიოს შეშუპება ან ალერგიული რეაქციაც კი. რჩევა: თვალის კრემები შეინახეთ მაცივარში. გრილი ტემპერატურა დაუყოვნებლივ მოხსნის შეშუპებას.


სალამი, ნათელ თვალებს!

ნათელი თვალები ნიშნავს ჯანმრთელობასა და მშვენიერებას, მაგრამ ამას ზოგჯერ სულ ცოტა წახმარება სჭირდება. სიწითლის საწინააღმდეგო წვეთები მომენტალურად ხსნის გაღიზიანებას, მაგრამ მათი გამოყენება არ შეიძლება სამ დღეზე მეტ ხანს, თორემ უარეს სიწითლეს გამოიწვევს. წაისვით თვალის შიდა რგოლზე თეთრი ფანქარი თვალების გასანათებლად, ან გამოიყენეთ შავი ლაინერი ღამით იმავე ეფექტისათვის. მოყვითალო ბაზა ან თვალის პრაიმერი დაფარავს წითელ კანს თვალის გარშემო.


პროფესიონალური დაფარვა

მუქი წრეები არაფერს ნიშნავს გარდა იმისა რომ „თვალი გადაღლილია და თითქოს გეძინებათ“! მათი დაფარვისთვის უმნიშვნელოვანესია, მათზე კორექტორის გადასმა. ფრთხილად წაისვით, არ გადაამეტოთ. მეტისმეტი კორექტორი უფრო ხაზს უსვამს მუქ მიდამოებს. თუ ეს წრეები მართლაც ძალიან შესამჩნევი და მუქია, სცადეთ კვამლისფერი თვალის მაკიაჟი, რომელიც ნაკლებად შესამჩნევს ხდის უპეების მუქ წრეებს.


ნათელი მოჰფინეთ მუქ წრეებს

უპეების მუქ წრეებს იწვევს გადამეტებული პიგმენტაცია, შეშუპებული ვენები, ან ცხიმის კარგვა - და დიახაც, ძილის ნაკლებობა. დაისვენეთ! რა თქმა უნდა რეტინოლი, გამაღიავებელი ინგრედიენტები, ქიმიური პილინგი და ლაზერიც დაგეხმარებათ. მაინც ვერ დააღწიეთ მათ თავი? ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ინექციური ამომვსები საშუალებებიც დაეხმარება თვალის უპეების ამოვსებას.


 "შევფუთოთ" თვალის მუქი უპეები

გიშუპდებათ თვალები? ყველას ჰქონია! შემდეგში, სცადეთ თვალის კრემი კოფეინით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააღწიოთ თავი ზედმეტ წყალს. გრილი კომპრესებიც სწრაფი შვებაა. ჩაიზე, ყავაზე, ალკოჰოლზე და მარილზე უარის თქმაც გამოიღებს შედეგს. თუ მეტ მუქ უპეებს შენიშნავთ წლების მატებასთან ერთად,  CO2 ლაზერი ან პლასტიკური ქირურგია დაჭიმავს თქვენს კანს.



ოპტიკური ილუზია

თუ თქვენი თვალები ჩაღრმავებულია, გამოიყენეთ საშუალო ტონები ქუთუთოებზე, გააღიავეთ კონტურები, და გამოკვეთეთ წამწამის ხაზი. თავიდან მოიშორეთ მეტისმეტად  მუქი ფერები. მჭიდროდ-განთავსებული თვალებისათვის, გამოიყენეთ ჰაილაითერი გარეთა კუთხეებზე და მოერიდეთ მუქ ჩრდილებს შიდა კუთხეებში. ხოლო შორი-შორ განთავსებული თვალები მიაახლოეთ მუქი ჩრილით შიდა კუთხეებზე.


ბზინვარება ნებისმიერ ასაკში

ბზინვარება, ნაზი კაშკაში არ ექვემდებარება ასაკს. ბზინვარე ჩრდილები ანათებს თვალებს და ტექსტურას ჰმატებს თვალის მაკიაჟს. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებლად გამოვიყენოთ დამატენიანებელი ქუთუთოებზე მაკიაჟის წასმამდე. და მოერიდეთ მეტისმეტად ლითონისფერ ჩრდილებს.


სიცილის ხაზები

როცა იღიმებით, იღიმება თქვენი თვალებიც! წლები გვეპარება და ღიმილის ჩამჯდარი ხაზები ემატება თხელ კანს თვალის გარშემო. თვალის კრემები რეტინოლითა და ჰიალურონის მჟავით არბილებს ნაოჭებს და ანახლებს კანს. ბოტოქსი, Dysport, და Xeomin აწყნარებს თვალის კუთხის ნაოჭებს. ლაზერი ან ინექციები კი ასწორებს ნაკეცებს.



გამძლე თვალის მაკიაჟი

ფენებად დადებული თვალის ჩრდილი და ლაინერი უფრო დიდხანს ძლებს. მაქსიმალური ხანგრძლივობისთვის, გამოიყენეთ თვალის პრაიმერი მთელს ქუთუთოზე. შემდეგ მიიყარეთ ფხვიერი ან დაპრესილი გამჭვირვალე პუდრი. წაისვით თვალის ჩრდილი, გაისვით და ისევ წაისვით პუდრი.


ღრმულოვანი კანის კორექცია

გამოიყენეთ თვალის კრემები ანტი-ოქსიდანტებით, რეტინოლითა და პეპტიდებით. ისინი აფერხებენ და აუმჯობესებენ ჩაზნექილ და ღმულოვან კანს. ლაზერული თერაპია ჭიმავს კანს ქირურგიული აჭიმვის გარეშე. უკიდურესად ჩაზნექილ და ღმულოვან კანს თვალის ლიფტინგის ქირურგია (ბლეფაროპლასტი) აშორებს ზედმეტ კანს და ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს.



როდესაც თვალები უკვე "ჩარჩოშია"

სათვალიან გოგონებს  მაკიაჟის რამდენიმე ხრიკი აქვთ საკუთარი თვალების გამოსაკვეთად. საშუალო ფერები და ინტენსიურობა თვალებს ანათებს და აკაშკაშებს. მძიმე მაკიაჟი თვალებს კარგავს მუქ ჩრდილებში, რადგან თქვენი სათვალე ფარივით აკავებს ბუნებრივ სინათლეს. მოერიდეთ მუქ ფერებს თვალის ნაკეცებში, განსაკუთრებით თუ იყენებთ  საკითხავ სათვალეს. მას შეუძლია თვალებჩაცვივნული იერი მოგანიჭოთ.


წარბის რკალი

 დავარცხნეთ წარბები წარბის მასრისებრი ფუნჯით, რათა უფრო დაინახოთ ადგილები, რომლებსაც სჭირდებათ ამოვსება. გამოიყენეთ ფანქარი ან პუდრი ხარვეზების ამოსავსებად, შემდეგ ისევ ფუნჯით გაანაწილეთ ფერი. რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ, რომ წარბები დახატულად გამოიყურებოდეს, ამიტომ დაასრულეთ წარბის გელით და მიეცით მათ ფორმა. გამოიყენეთ ეს გელი, როგორც თმის სპრეი წარბებისათვის!


 

აიპრიხეთ შესანიშნავი წამწამები

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი წამწამები სწორად იზრდება. გამოიყენეთ წამწამების ასაპრეხი თვალის უფრო გასაფართოებლად, მაგრამ საჭირო არ არის მივამსგავსოთ ისინი ხელოვნურს. გაუსწორეთ წამწამები ხაზს. ამისათვის გამოიყენეთ წებოს მინიმალური რაოდენობა და დააცადეთ გაშრობა, აპრეხვამდე. 


გრძელი, ნოტიო წამწამები


ადვილად შეგიძლიათ დააგრძელოთ, გაისქელოთ წამწამები მაცდური იერის მისაღებად. ამისათვის წამწამის დასაგრძელებელი უამრავი  შრატები იყიდება. არსებობს ოფთალმოლოგების მიერ დამტკიცებული შრატი, ლატისი, რომელიც აგრძელებს და ასქელებს წამწამებს და ამავდროულად უსაფრთხო და ეფექტურია.


ასეთი იერის მისაღწევად საჭირო პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ  სთრობერინეთზე, ახალი კოსმეტიკური კომპანია.

No comments:

Post a Comment